გაკვეთილი № 17
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Like this? Share it with your network

Share
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
1,621
On Slideshare
1,621
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
5
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. გაკვეთილი № 17საშინაო დავალების შემოწმება:1.2.3. m (Cu2O) = 98,18გ4.XIV ტესტი1. რომელი რეაქციაა სწორი?2. რომელი დებულებაა მცდარი? 1. ბენზინის დეტონაციისადმი მედეგობის შესადარებელი ეტალონები მზადდება ნორმალური ჰეპტანისა და იზოოქტანისაგან
  • 2. -2- 2. ნარევში იზოოქტანის მასური წილი გვიჩვენებს ეტალონის ოქტანურ რიცხვს 3. ნარევში ნორმალური ჰეპტანის მასური წილი გვიჩვენებს ეტალონის ოქტანურ რიცხვს 4. ნ. ჰეპტანის დეტონაციური მედეგობა 0-ის ტოლია3. 3-მეთილ ბუტანოლ-1-ის ფორმულაა:4. რომელი რეაქციაა მცდარი?5. რომელი ფორმულაა არასწორი?6. გლიკოლი შეიძლება მივიღოთ: 1. აცეტილენის დაჟანგვით 2. ცხიმების ჰიდროლიზით 3. გლიცერინის დეჰირატაციით 4. ეთილენის დაჟანგვით7. რომელი რეაქციაა მცდარი?8. ალდეჰიდების აღმომჩენი რეაქციაა: 4. (2) და (3) რეაქციები9. სამი ფორმულიდან: ალდეჰიდებია 1. მხოლოდ (3) 2. (1) და (3) 3. (1) და (2) 4. სამივე10. რომელი დებულებაა მცდარი? 1. პოლიკონდენსაციის და პოლიმერიზაციის რეაქციები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება
  • 3. -3- 2. ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისების მიღების რეაქცია პოლიკონდენსაციის ტიპიური მაგალითია 3. პოლიმერიზაციისგან განსხვავებით, პოლიკონდენსაციის დროს ადგილი აქვს წყლის გამოყოფას 4. ფორმალდეჰიდი ერთადერთი ალდეჰიდია, რომელის ერთ მოლთან ორი მოლი ვერცხლის ოქსიდი შედის რეაქციაში კარბონმჟავები კარბონმჟავების ზოგადი ფორმულაა კარბოქსილის ჯგუფის შედგენილობაა კარბოქსილის ჯგუფის ჟანგბადის ატომი იზიდავს ორმაგი ბმის  ელექტრონულწყვილს, რის შედეგადაც კარბონილის ნახშირბადატომზე წარმოიქმნებანაწილობრივი დადებითი მუხტი. ამ მუხტის ჩასაქრობად ჰიდროქსილის ჟანგბადატომის თავისუფალი ელექტრონული წყვილი გადაიხრება ნახშირბადატომისაკენ,რაც თავის მხრივ იწვევს OH ბმის საზიარო ელექტრონული წყვილის კიდევ უფრომკვეთრად გადახრას ჟანგბადის ატომისაკენ. ელექტრონული სიმკვრივეების ასეთი გადანაწილება აადვილებს კარბონმჟავებისმოლეკულიდან წყალბადის კათიონის მოწყვეტას ანუ მჟავურ დისოციაციას:
  • 4. -4- ნაჯერი ერთფუძიანი მჟავების ჰომოლოგიური რიგის ზოგადი ფორმულაა ზოგადად სისტემატური ნომენკლატურის შესაბამისად მჟავების სახელწოდებაიწარმოება შესაბამისი ნახშირწყალბადის სახელზე დაბოლოება მჟავას დამატებით.ამასთან ნახშირბადოვანი ჯაჭვის პირველი ნახშირბადი კარბოქსილის ნახშირბადია.მაგ: 4-მეთილ-2-ეთილპენტანმჟავა ბუნებაში დიდი რაოდენობით გვხვდება ნაერთები, რომლებიც მაღალიმოლეკულური მასის მქონე ნაჯერი მჟავების ნაწარმებს წარმოადგენენ. ეს მჟავებია: ზოგადად ორგანული რადიკალის ზრდასთან ერთად სუსტდება კარბონმჟავებისმჟავური ბუნება. მჟავების მიღების ზოგადი ხერხია შესაბამისი პირველადი სპირტების დაჟანგვა კარბონმჟავების პირველი წარმომადგენლები სითხეებია. წყალში იხსნებიან. Rრადიკალის ზრასთან ერთად იკლებს მათი ხსნადობა.
  • 5. -5- ქიმიური თვისებები: ორგანული მჟავები მინერალურ მჟავებთან შედარებით სუსტი მჟავებია. ამ მჟავათადისოციაციის ხარისხი (0,1 მოლი/ლ კონცენტრაცია და 250C) 3%-ს არ აღემატება.საშუალო სიძლიერის მჟავებს მიეკუთვნება მხოლოდ ჭიანჭველმჟავა. R – ჯგუფის ბუნება ზეგავლენას ახდენს კარბონმჟავების თვისებებზე. თუ R ჯგუფიგანიზიდავს ელექტრონებს მაშინ ისინი ამცირებენ დადებით მუხტს კარბოქსილისნახშირბადატომზე, რაც ასუსტებს კარბონმჟავის მჟავურ ბუნებას. რაც უფრო დიდიაალკილის ჯგუფი, მით უფრო ძლიერია ელექტრონის განზიდვის უნარი და მითუფრო სუსტია შესაბამისი კარბონმჟავა. ამიტომძმარმჟავა CH3COOH უფრო ძლიერი მჟავაავიდრე პროპიონის მჟავა H5C2COOH და ა. შ. ამავე დროს ჯგუფები რომლებიც იზიდავენ ელექტრონულ წყვილებს, აძლიერებენმჟავურ ბუნებას. მაგ: მონოქლორძმარმჟავა ClCH2COOH უფრო ძლიერი მჟავაა ვიდრეძმარჟავა. კიდევ უფრო ძლიერი მჟავებია დიქლორ – და ტრიქლორძმარმჟავები: Cl2CHCOOH და Cl3 CCOOH ისევე როგორც მინერალური მჟავები, ორგანული მჟავებიც რეაგირებენმეტალებთან, ოქსიდებთან, ფუძეებთან და მარილებთან. 1.
  • 6. -6- 2. ტრადიციულად მარილის ფორმულაში ჯერ ვწერთ მეტალის ატომს, შემდეგ მჟავას ნაშთს, მაგრამ ორგანული მჟავების მარილების ფორმულები შეიძლება პირიქით ჩავწეროთ. 3. 4. 5. მჟავები რეაგირებენ სპირტებთან რთული ეთერების წარმოქმნით. ამ რეაქციას ეთერიფიკაციის რეაქცია ქვია. 6. კარბოქსილის ჯგუფის მეზობელ ნახშირბადთან მიერთებული წყალბადატომები ძალიან ადვილად შედიან ქლორირების რეაქციაში. კერძო წარმომადგენლები: H-COOH ჭიანჭველმჟავა. ჭიანჭველმჟავა შედის ჭიანჭველას შხამის, ჭინჭრის და წიწვების შემადგენლობაში.მას შეიცავს ოფლი და სხვა გამონაყოფები. სხვა მჟავებისგან განსხვავებით ჭიანჭველმჟავას მოლეკულა ალდეჰიდის ჯგუფსაცშეიცავს. და ყველა სხვა მჟავასგან განსხვავებით მას შეუძლია ალდეჰიდებისათვისდამახასიათებელ რეაქციებშიც შევიდეს, მაგ: ჭიანჭველმჟავა შეიძლება მივიღოთ ნახშირჟანგისა და ნატრიუმის ტუტისრეაგირებისას მიღებული მარილის მჟავასთან ურთიერთქმედების გზით.
  • 7. -7- ძმარმჟავა. ძმარმჟავა მიიღება შემდეგი გარდაქმნების გზით: ძმარმჟავა მიიღება ღვინის “დაძმარებისას”. ჩვეულებრივი ღვინის ძმარი 8%-მდე ძმარმჟავას შეიცავს. ძმარმჟავა შეიძლებამივიღოთ ბუტანის დაჟანგვითაც: ძმარმჟავას იყენებენ ხელოვნური ბოჭკოების, რთული ეთერების და სხვა მრავალიქიმიური ნაერთის მისაღებად. მას მჟავე გემოს და აგრეთვე ანტისეპტიკური (ლპობისსაწინააღმდეგო) თვისებების გამო იყენებენ კვების მრეწველობაში. უჯერი მჟავები. უჯერ მჟავებს ახასიათებთ როგორც კარბოქსილის ჯგუფის შესაბამისი, ისე ორმაგიბმებისთვის დამახასიათებელი თვისებები. ბუნებაში ფართოდაა გავრცელებულიუჯერი მჟავების ერთერთი წარმომადგენელი ოლეინის მჟავა. ორფუძიანი მჟავები: უმარტივესი ორფუძიანი (ანუ კარბოქსილის ორი ჯგუფის შემცველი) მჟავაამჟაუნმჟავა. სხვა ორფუძიანი მჟავებია არსებობს უჯერი ორფუძიანი მჟავებიც, მაგ:
  • 8. -8-საშინაო დავალება:1. დაწერეთ გაკვეთილში მოტანილი ძმარმჟავას მიღების სქემის შესაბამისი რეაქციების ტოლობები.2. დაწერეთ ძმარმჟავას ურთიერთქმედების რეაქცია კალციუმთან, მაგნიუმის ოქსიდთან, ცინკის ჰიდროქსიდთან, მაგნიუმის კარბონატთან, ეთილის სპირტთან და ერთ, ორ და სამ მოლეკულა ქლორთან.3. აკრილის მჟავა H2C=CH-COOH უჯერი მჟავაა. დაწერეთ ამ მჟავას და ნატრიუმის, კალიუმის ჰიდროქსიდის, კალციუმის კარბონატის, მეთილის სპირტის, წყალბადის, HCl ურთიერთქმედების რეაქციები (HCl ურთიერთქმედების პროდუქტი მარკოვნიკოვის წესის საწინააღმდეგო მიმართულებით მიიღება).4. დაწერეთ მალონის მჟავას ურთიერთქმედება ნატრიუმთან, კალიუმის ოქსიდთან, ნატრიუმის ჰიდროქსიდთან და ერთ და ორ მოლეკულა მეთილის სპირტთან.5. დაადგინეთ ერთფუძიანი მჟავას ფორმულა თუ მჟავას 10გ ჭარბ ნატრიუმთან გამოყოფს 1,27ლ წყალბადს (ნ.პ.). მჟავას ნორმალური აღნაგობა აქვს.6. 20,8გ ორფუძიანი მჟავას განეიტრალებას 16გ NaOH სჭირდება. დაადგინეთ მჟავას ფორმულა.