გაკვეთილი № 12  საშინაო დავალების შემოწმება:   1.   ა)         CH3    ბ)                      CH3                        ...
-2-ე.წ. “თხევად აირს” ბალონებში ათავსებენ და იყენებენ საყოფაცხოვრებო სათბობად.აგრეთვე ბუტენისა და ბუტადიენის მისაღებად. ეთ...
-3-(დუღს 3050-4050) შეიცავს C18-C25         ნახშირწყალბადებს. საპოხი ზეთების ფრაქცია(დუღს      4050-5150)    C26-C38     ნ...
-4-  შიდაწვის ძრავაში შედის ბენზინის და ჰაერის ნარევი. ცილინდრში ხდება ამნარევის    შეკუმშვა.       მაქსიმალური     შეკუმშ...
-5-  კოქსის აირები შეიცავენ ამიაკს, წყალბადს, CO-ს და CO2-ს, აგრეთვე მეთანს,ეთილენს და სხვა ნახშირწყალბადებს.  ქვანახშირის...
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

გაკვეთილი № 12

1,167

Published on

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
1,167
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
3
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Transcript of "გაკვეთილი № 12"

  1. 1. გაკვეთილი № 12 საშინაო დავალების შემოწმება: 1. ა) CH3 ბ) CH3   O2N NO2 H3CCH2H2C CH3  NO2 NO2 გ) Cl დ) CH3 NO2 CH=CH2 2. ა) 1-მეთილ-3-პროპილ-4-ქლორბენზოლი ბ) 1,3-დიმეთილ-4-ნიტრო-6-ქლორბენზოლი გ) 1-ბუტილ-3-ნიტრო-4-ქლორბენზოლი 3. M (პოლმერის) = 124800გ/მოლი 4. m (C7H8) = 23გ V0 (H2) = 22,4ლ ნახშირწყალბადების ბუნებრივი წყაროები ბუნებრივი აირი. ბუნებრივი აირის მოპოვება ხდება დედამიწის ქერქის გაბურღვის შედეგად. ისაირადი ნახშირწყალბადებისგან, ძირითადად მეთანისაგან შედგება. სხვადასხვასაბადოს აირის შემადგენლობაში მისი შემცველობა (CH4) იცვლება 82%-დან 98%-მდე. დანარჩენი კი არის ეთანი, პროპანი და ბუტანები. ბუნებრივ აირს აცივებენ, მასაცილებენ პროპანისა და ბუტანის ნარევს, რომელიც ადვილად თხევადდება და მას,
  2. 2. -2-ე.წ. “თხევად აირს” ბალონებში ათავსებენ და იყენებენ საყოფაცხოვრებო სათბობად.აგრეთვე ბუტენისა და ბუტადიენის მისაღებად. ეთანს, რომელსაც ბუნებრივიაირიდან გამოყოფენ, იყენებენ ეთილენის მისაღებად. ეთილენიდან და ეთანიდანმრავალი საჭირო პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი. მრავალი ქიმიური გარდაქმნადა მნიშვნელოვანი პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი მეთანისგანაც. მეთანისძირითადი მასა კი როგორც სათბობი მიეწოდება მომხმარებელს. მეთანი არამარტოსაყოფაცხოვრებო, არამედ სამრეწველო მნიშვნელობის სათბობია. ნავთობის მოპოვებისას იღებენ ე.წ. “ნავთობის თანამდე აირებს”, რომლებსაციჭერენ და შემდგომ გადაამუშავებენ. ამ აირების შედგენილობა ბუნებრივი აირებისშედგენილობის მსგავსია, მაგრამ მათში ეთანის, პროპანის და ბუტანების წილიშედარებით მაღალია. ნავთობი. ნავთობი მუქი ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე, წყალზე მსუბუქი და წყალშიუხსნადი ბლანტი სითხეა. მას მოიპოვებენ დედამიწის წიაღიდან და ზღვისფსკერიდან სპეციალური ჭაბურღილების საშუალებით. ნავთობი ნახშირწყალბადების ნარევია. გარდა ნახშირწყალბადებისა ნავთობის შედგე ნილო ბაში შედიანჟანგბადის, აზოტის და გოგირდის შემცველი ორგანული ნივთიერებებიც. ნავთობისგადამუშავების შედეგად იღებენ ე.წ. “ნავთობპროდუქტებს”. ნავთობისგადამუშავების უმარტივესი სახეა მისი გამოხდა. ნავთობის გამოხდისას მიიღებაშემდეგი ნავთობპროდუქტები: აიარადი ფრაქციები (დუღს 400-მდე) შეიცავსალკანებს C5-მდე. ბენზინის ფრაქცია (დუღს 400-1800) შეიცავს C6-C10ნახშირწყალბადებს. ბენზინი შეიცავს 100-მდე ინდივიდუალურ ნივთიერებას..ესენია: ნორმალური და იზოალკანები, ციკლოალკანები და ალკილბენზოლები.ბენზინის ფრაქცია მთელი ნარევის დაახლოებით 20%-ია. ბენზინი უპირატესადგამოიყენება შიდაწვის ძრავების საწვავად (ავტომობილები, ზოგიერთი სახისთვითმფრინავები და ტრაქტორები). ნავთის ფრაქცია (დუღს 1800-2300) შეიცავს C11 დაC12 ნახშირწყალბადებს.გამოიყენება საავიაციო და სარაკეტო საწვავად, აგრეთვესაყოფაცხოვრებო სათბობად. მსუბუქი გაზოილი (დუღს 2300-3050) შეიცავს C13-C17ნახშირწყალბადებს. დიზელის საწვავია. მძიმე გაზოილი და მსუბუქი საპოხი ზეთები
  3. 3. -3-(დუღს 3050-4050) შეიცავს C18-C25 ნახშირწყალბადებს. საპოხი ზეთების ფრაქცია(დუღს 4050-5150) C26-C38 ნახშირწყალბადებისგან შედგება. ამავე ფრაქციასგანეკუთვნება ვაზელინი და პარაფინი. ამის შემდეგ რჩება ნაშთი, რომელსაცგუდრონს უწოდებენ. მასზე ინერტული შემავსებლების დამატებით იღებენ ასფალტს. გამოსახდელად ნავთობი წინასწარ ცხელდება 4500-მდე და ამ გაცხელებულ მასასშეუშვებენ ე.წ. სარექტიფიკაციო სვეტში. ნავთობის შემადგენლობაში მყოფინივთიერებები, რომლებიც აირად მდგომარეობაში არიან, წარიმართებიან ზემოთ,თანდათან ცივდებიან და კონდენსირდებიან (თხევადდებიან). გათხევადებულინავთობპროდუქტები თავსდებიან ე.წ. თეფშებზე. რაც უფრო მაღლაა ეს თეფში მითუფრო დაბალმდუღარე ნავთობპროდუქტი მოხვდება მასზე. ასე “ლაგდება თეფშებზე” ბენზინის, ნავთის და გაზოილის ფრაქციები. ნავთობის ის ნაწილი, რომელიც ამ პირობებში თხევადი სახითაა, ჩაედინებასარექტიფიკაციო სვეტის ფსკერზე. მას მაზუთი ეწოდება. მაზუთს იყენებენ საწვავადან გადაამუშავებენ ვაკუუმში გამოხდით. ჩვეულებრივ პირობებში მაზუთისგამოხდისას ძალიან მაღალი ტემპერატურის გამო დაიწყებოდა შესაბამისინახშირწყალბადების დახლეჩის და დანახშირების რეაქციები. ვაკუუმში კი იკლებსნივთიერებათა დუღილის ტემპერატურა და შესაძლებელია ნავთობპროდუქტებისგამოყოფა. ბენზინის ფრაქციაზე გადიდებულმა მოთხოვნილებებმა საჭირო გახადანავთობპროდუქტების ქიმიური გარდაქმნით ბენზინის დამატებითი რაოდენობისმიღება. ამას სხვადასხვა სახის კრეკინგის რეაქციებით აღწევენ. არსებობს თერმულიდა კატალიზური კრეკინგი. თერმული კრეკინგი 500-7000 ტემპერატურაზე მიმდინარეობს. კატალიზური 400-5000 ტემპერატურაზე. კატალიზატორებია ბუნებრივი და სინთეზურიალუმინოსილიკატები. კრეკინგისას მიმდინარე რეაქციებია. მაგ: C12H26  C6H14 + C6H12 თავისი მოლეკულის შედგენილობითა და დუღილის ტემპერატურით მიღებულინივთიერებები შეესაბამებიან ბენზინის ფრაქციას.
  4. 4. -4- შიდაწვის ძრავაში შედის ბენზინის და ჰაერის ნარევი. ცილინდრში ხდება ამნარევის შეკუმშვა. მაქსიმალური შეკუმშვისას ელექტრული ნაპერწკლისსაშუალებით ხდება ბენზინის აფეთქებით წვა, რაც ცილინდრის დგუშის უკუსვლასიწვევს. საჭიროა, რომ ბენზინის და ჰაერის ნარევი თავისთავად, ელექტრულინაპერწკლის მიწოდებამდე არ აფეთქდეს, ანუ არ განიცადოს დეტონაცია. რაც უფროუკეთ უძლებს ბენზინი ჰაერთან ერთად შუკუმშვას ანუ რაც უფრო ნაკლებადგანიცდის დეტონაციას, მით უფრო მაღალი ხარისხისაა იგი. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტია ბენზინში ნორმალური აღნაგობის ნაჯერინახშირწყალბადები, მით უფრო დაბალი ხარისხისაა ასეთი ბენზინი. განშტოებული,უჯერი და არომატური ნახშირწყალბადები აუმჯობესებენ ბენზინის ხარისხს.ბენზინის ხარისხის დასადგენად მის დეტონაციისადმი მდგრადობას ადარებენსპეციალურ ეტალონებს. ეტალონები მზადდება ნორმალური ჰეპტანის H3CCH2CH2CH2CH2CH2CH3 და იზოოქტანისგან (2,2,4-ტრიმეთილპენტანი): CH3  H3CCCH2CH CH3   CH3 CH3 ნ-ჰენტანის ოქტანური რიცხვი ანუ დეტონეციური მდგრადობა 0-ის ტოლია, ხოლოიზოოქტანის ოქტანური რიცხვი 100-ის ტოლია. ნარევში იზოოქტანის მასური წილიგვიჩვენებს ეტალონის ოქტანურ რიცხვს. როგორი ოქტანური რიცხვის ეტალონსაც დაემთხვევა საკვლევი ბენზინისდეტონაციური მდგრადობა იმდენივე იქნება მისი “ოქტანური რიცხვი”.პრაქტიკულად ავტომანქანებისთვის იყენებენ ბენზინებს, რომელთა ოქტანურირიცხვია 72-76, 92 და 96. ქვანახშირი ქვანახშირის გადამუშავებისას, კერძოდ უჰაეროდ გაცხელებისას ორთქლდებააირის ფრაქცია, ქვანახშირის კუპრი და რჩება მყარი მასა, რომელსაც კოქსი ეწოდება.კოქსი დიდი რაოდენობით გამოიყენება ბრძმედებში როგორ საწვავი და აღმდგენინივთიერება.
  5. 5. -5- კოქსის აირები შეიცავენ ამიაკს, წყალბადს, CO-ს და CO2-ს, აგრეთვე მეთანს,ეთილენს და სხვა ნახშირწყალბადებს. ქვანახშირის კუპრის გამოხდით იღებენ შემდეგ ფრაქციებს: 1. მსუბუქი ზეთი. დუღს 1700-მდე. შედგება ძირითადად ნახშირწყალბადებისგან. 2. საშუალო ზეთი. დუღს 1700-2300. შედგება ნახშირწყალბადებისგან, აგრეთვე ფენოლისაგან (რა არის ფენოლი მოგვიანებით ვისწავლით). 3. მძიმე ზეთი. დუღს 2300-2700. მისგან შეიძლება გამოვყოთ ნაფტალინი. ნაფტალინია C10H8 4. რჩება შემცხვარი მყარი მასა. საშინაო დავალება: 1. რისგან შედგება ბუნებრივი აირი? რისგან შედგება ნავთობი? 2. რომელ ფრაქციებს გამოყოფენ ნავთობის გამოხდისას? რაში გამოიყენებიან ისინი? 3. რა არის კრეკინგი? 4. რა არის ოქტანური რიცხვი?

×