გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
Upcoming SlideShare
Loading in...5
×
 

Like this? Share it with your network

Share

გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი

on

  • 902 views

 

Statistics

Views

Total Views
902
Views on SlideShare
902
Embed Views
0

Actions

Likes
0
Downloads
8
Comments
0

0 Embeds 0

No embeds

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Microsoft PowerPoint

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment
  • ბაკურ გელაშვილი

გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი Presentation Transcript

  • 1. რა შეიძლება გაგვახსენდეს გრიგოლ ხანძთელის სახელის გაგებისას?! ტაოკლარჯეთი სამონასტრო ცხოვრება მონასტრების მშენებლობა უდაბნო გიორგი მერჩულე მოწაფეები ხანძთის მონასტერი პოლიტიკური მდგომარეობა ოპიზა VIII-IX სააუკუნეები საეკლესიო კრება არაბები
  • 2. თხზულების აღმოჩენის ისტორიისათვის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ დიდი ხნის მანძილზე არავინ არაფერი იცოდა, ეს უნიკალური ძეგლი აღმოჩნდა იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაში. პირველად მას ყურადღება მიაქცია ნიკო ჩუბინიშვილმა, რომელმაც 1845 წელს იმოგზაურა პალესტიანაში და აღწერა ქართული ხენაწერები. მეცნიერის ეს მოგზაურობა დიდი ხნით გამოუცემელი დარჩა და პირველად დაიბეჭდა გაზეთ ივერიაში 1889 წელს, სადაც შესული იყო მათ შორის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მოკლე მიმოხილვა. 1902 წელს კი აღნიშნული ძეგლი მოინახულა ნიკო მარმა, რომელმაც მთლიანად გადმოწერა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მან გამოსცა გამოკვლევებითა და რუსული თარგმანით 1911 წელს.
  • 3. ბიოგრაფიული ცნობები • გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში, 759 წელს. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როდესაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ტაო–კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი.
  • 4. თხზულების ისტორიული ფონი: •თხულება დაწერილია 951 წელს, გიორგი მერჩულეს მიერ, გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ. •ნაწარმოები მრავალ მხრივ უნიკალურია და იგი ფართოდ მიმოიხილავს VII საუკუნის ბოლოდან X საუკუნის შუახანებამდე, სამხრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ-ეკეონომიკურ ურთიერთობებს, სამონასტრო მშენებლობის ამბებს, ეკლესიის მდგომარეობას, დამოკიდებულებას საერო და საეკლესიო ფეოდალებს შორის, ფეოდალთა ცხოვრების პირად ეპიზოდებს. • ნაწარმოები გარდა მაღალმხატრული ლიტერატურული ქმნილებისა, უნიკალური პირველადი წყაროა ამ პერიოდის ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრების, და მხარის ისტორიულგეოგრაფიული მდგომარეობის შესწავლისათვის.
  • 5. ტაო-კლარჯეთი აღთქმული ქვეყანა •ტაო-კლარჯეთი — ისტორიული ზემო ქართლის, მესხეთის ერთი ნაწილის ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული პირობითი სახელწოდება. ტერმინს საფუძვლად უდევს ამ მხარის ორი უმნიშვნელოვანესი პროვინციის — ტაოსა და კლარჯეთის სახელწოდებები. ფართო გაგებით ტერმინი „ტაო-კლარჯეთი“ ასევე გულისხმობს მომიჯნავე მხარეებსაც: შავშეთი და იმერხევი, ნიგალი, ერუშეთი, სპერი, კოლა, ბასიანი. •VII საუკუნის მეორე ნახევარში ქართლელი მოღვაწეები მიდიან ტაოკლარჯეთში, ვითარცა აღთქმულ ქვეყანაში, რათა იქიდან კვლავ მოიპოვონ თავიანთი სამშობლო ქართლი და საქართველო. ბანას მიმდებარე ტერიტორია
  • 6. ,,ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი’’ •გრიგოლ ხანძთელის ღვაწლით ტაო-კლარჯეთი იქცა სრულიად საქართველოს რელიგიურ და კულტურულ ცენტრად. აქ დაიწყო ამ ხარის აღორძინება და შემდგომ იქცა იგი პოლიტიკურ ცენტრად. •აქ დაიწყო ბაგრატიონთა დინასტია და აქვე შეიქმნა ქართველ მეფეთა ღვთაებრივი წარმოშობის იდეა, რომელიც პირველად გრიგოლ ხანძთელმა გამოთქვა აშოტ კურაპალატის წინაშე: (დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფევ, მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან....არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქვეყანათა ამათ უკუნისამდე.) • • გრიგოლ ხანძთელის სახე შეგვიძლია წარმოვიდგინეთ სამი სიმბოლური ნიშნის მიხედვით: ,,გზა’’, ,,უდაბნო’’ და ,,მოძღვართ-აღმშენებელი’’ (უდაბნოს ქალაქმყოფელი’’), რომელიც შესაბამისი იქნება სამი ზემოაღნიშნული იდეისა: სამშობლოს დატოვება, სულიერი გამოცდის ასპარეზი (უდაბნო) და მზადება აღთქმული ქვეყნისათვის. გრიგოლ ხანძთელი ქართველების მოსეა, იგი მიუძღვის ერს უდაბნოში.
  • 7. ,,მცნება საქართველო’’ •საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ X საუკუნეში გიორგი მერჩულეს პირით პირველად შემოდის მცნება საქართველო,,ქართლი’’: ,,ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.’’ •სწორედ ეს გახდა გრიგოლ ხანძთელის და მისი დასის პროგრამის ძირითადი ქვაკუთხედი. იგი იყო არა მხოლოდ დიდი კულტურული მოღვაწე, არამედ ბრძენი პოლიტიკურსახელმწიფოებრივი მოაზროვნე, რომლის ამგვარი ნააზრევი, ბალავრად ემსახურებოდა იმ მონუმენტურ შენობას , რომელიც ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს სახით წარიმართა X საუკუნის დასასრულს. ხანძთის მონასტერი
  • 8. ,,საქართველოს სინაი’’ •გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას ტაოკლარჯეთის მხარეში არაერთი მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრის დარსება უკავშირდება, საბოლოოდ ამ მხარეში ჩამოყალიბდა მძლავრი ლიტერატურული სკოლა, რომელამც შემდგომ გამოკვება ათონის დიდი საგანმანათლებლო ცენტრი. •გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის შედეგად ტაო-კლარჯეთში არაერთი მონასტერი დაარსდა: •ხანძთის მონასტერი •თუხარისის მონასტერი •შატბერდი •ოპიზა •ბერთა •მერე •ჯმერკი •პარეხთა •წყაროსთავი
  • 9. ,,დიდნი საქმენი’’ •გრიგოლ ხანძთელისა მიერ დაარსებულმა სალიტერატურო სკოლის ტრადიციები დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა: •ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლიდან გამოვიდნენ: •არსენ საფარელი, •ეფრემ მაწყვერელი, •მაკარი ლეთელი, •გიორგი მერჩულე, •მოსე ხანძთელი და სხვანი. ენი რაბათი
  • 10. ,,დიდნი საქმენი’’ იშხანი ენი რაბათი
  • 11. ,, ზოგად ქართლისა არეთა’’.. • • გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები რომ დიდ კულტურულ და აღმშენებლობით საქმიანობას ეწეოდნენ ეს თვით თხზულებიდან ჩანს, ამ მხრივ გამორჩეულია თევდორესი და ქრისტეფორეს სააღმშენებლო საქმიანობა თანამედროვე ბორჯომის ხეობაში. ქრისტეფორემ ხეობაში დაარსა კვირიკეთის მონასტერი, ხოლო თევდორემ-ნეძვის მონასტერი კვირიკეწმიდის მონასტრის ნანგრევები
  • 12. პირადი მოგონებიდან ხანძთის შესახებ: • • • • .....საკმაოდაც ვართ დაღლილები, როგორც ემოციით, ისე რამდენიმე დღიანი მოგზაურობით, მაგრამ ეს არაფერი მთავარი ჯერ არ გვინახავს, და ახლა მისი ნახვა განგვიზრახავს, ეს ხანძთის მონასტერია.... ყველა იმ დაძაბულობას გადააჭარბა, რაც კი აქამდე გზა გაგვივლია... ხანძთისკენ მიმავალი გზა აღმოჩნდა პიკი ჩვენი ალპინისტური გამოცდისა. მძღოლმა მანამ ცენტრალური გზიდან გადაუხვევდით, გააჩერა ტრანსპორტი და თქვა, მე აქ დავრჩები თორემ გული არ გამიძლებს ამხელა სიმაღლეზე. ჩვენ წავედით სათადარიგო მძღოლთან ერთად მაგრამ ვაი იმ წასვლას, რათქმაუნდა ჩემს თავს ვგულისხმობ.... თორმეტი კილომეტრი გვაქვს გასავლელი მაგრამ, სად რო იცოდეთ, ალბათ პირველრიგში მძღოლს და შემდეგ დანარჩენებს ალპინისტთა წოდებით დააჯილდევებდით...... საოცარი სილამაზე, საოცარ განცდებთან ერთად, წინ მიგვიძღვის ხანძთის მონასტრისკენ........ ხანძთა სადაც მდებარეობს, იმ სოფელს ფორთას ეძახიან, ამ სოფელში აღარავინ ცხოვრობს დღეს და იქ მხოლოდ ზაფხულობით ამოდიან საქონლის ამოსარეკად. ხანძთის მონასტრის მდგომარეობაც მძიმეა და შეიძლება ამ ზამთარს ვეღარც კი გაუძლოს მისმა ნახევრდ ჩამოქცეულმა გუმბათმა თუ საყრდენმა კედლებმა. სადიაკვნე ბოსლად გადაუქცევიათ, ხოლო სამრეკლო_შეშის შესანახად. სამრეკლო შიგნიდან მთლიანად განადგურებულია და გამურული, გარედანაც არაა სახარბიელო მდგომარეობაში, სამრეკლოზევეა შემორჩენილი ქართული წარწერა, რომელიც დღეს იკითხება მაგრამ, დაზიანებებიც აქვს და რამდენიმე ასო ამოტეხილია. ხანძთაც მოვილოცეთ, აქედანაც გულმოკლულები ვბრუნდებით და ერთ რამეზე ვფიქრობ, ნუთუ ამისთვის იბრძოდა გრიგოლ ხანძთელი, რომ მის მიერ აგებული სავანე ასე უმოწყალოდ, ასე უპატრონოდ, მლოცველის გარეშე იღუპებოდეს...... 2007 წ. სექტემებრი p.s. როგორც ზემოთ ნახეთ, სამწუხაროდ გუმბათის მდგომარეობა არ იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, რომ ი ს კვლავ გაუძლებდა იქაურ ზამთარს და მძიმე კლიმატურ პირობებს, სამწუხაროდ ჩვენი ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში ხანძთის გუმბათი ჩამოინგრა რაც დიდ გულისტკივილს იწვევს პირადად ჩემში და ყველა ქართველში.
  • 13. ხანძთის გუმბათი 2007 წლის სექტემბერი
  • 14. ეს საინტერესოა.. • ნიკო მარი 1934 წელს გარდაიცვალა. საშინელი წვალებით ებრძოდა საავადმყოფოში უკურნებელ სენს თურმე. ცნობიერება დაუკარგავს.. მიუხედავად ამისა სიკვდილის წინ ძალა მოუკრეფავს და თავზე მდგომი მეუღლისთვის გაჭირვებით მიუხვედრებია -ჩემი გამოცემული ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’ მომიტანეთო. სასწრაფოთ შეუსრულებიათ მომაკვდავისთვის სურვილი. ხელების ცახცახით გადაუშლია ვებერთელა ტომი და სულიც ამოხდომია. • უამრავი წიგნის ავტორმა სასიკვდილო აგონიის ჟამს ინება უკანასკნელად შეევლო ხელი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მათგანის-თავისი უბადლო ფიფოლოგიური ქმნილებისათვის.
  • 15. გამოყენებული ლიტერატურა: • 1. წმ. გრიგოლ ხანძთელი, თბ. 2006 წ. ავტორთა კრებული • 2. გ. ლორთქიფანიძე, ნ. ჩიქოვანი, ქართული კულტურის ისტროია, თბ. 1997წ. • 3. ზურაბ ჭუმბურიძე, ხელნაწერების კვალდაკვალ, თბ. 2000 წ. • 4. პავლე ინგოროყვას გიორგი მერჩულე, თბ. 1954 წ. • 4. საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძრვანელოები • 5. პირადი მოგონებები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობიდან. 2007წ. • 6. ფოტოები ბაკურ გელაშვილისა