ტატო ტალახაძე-ბორჯომი

501 views

Published on

Published in: Art & Photos
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
501
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
5
Actions
Shares
0
Downloads
3
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

ტატო ტალახაძე-ბორჯომი

  1. 1.  ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ლტოლვილ მოსახლეობას. ოფიციალურ წყაროებში სახელი ბორჯომი XIX საუკუნეში იხსენიება. 1825 წელს დაიწყო რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბორჯომის წყალი, რომელმაც მალე მთელს იმპერიაში გაითქვა სახელი. ქალაქი ბალნეოლოგიურ კურორტად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად გადაიქცა. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. ბორჯომმა კი ქალაქის სტატუსი 1918 წელს მიიღო.
  2. 2.   ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მაქსიმ გორკი, პეტრე ჩაიკოვსკი, იოსებ სტალინი, გიორგი დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომში არის რკინიგზის სადგური. ბორჯომთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბაკურიანი, რომელთანაც დაკავშირებულია ვიწროლიანდაგიანი ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზით. ასევე ბოჯომთან ახლოსაა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრეს ციხე და გოგიას ციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომში არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
  3. 3.  სასტუმრო სახლი „ფირუზა” 1892 წელს ირანის საელჩოს წარმომადგენლის დაკვეთით აშენდა. ფსევდომავრიტანული არქიტექტურული სტილის ნაგებობის მხატვრულ არქიტექტურულ ღირებულებას ირანული, ევროპული და ქართული ხელოვნების სინთეზი განსაზღვრავს და გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს საერო დანიშნულების ნაგებობათა შორის. შენობა შემკულია სპარსული სამოქალაქო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეკორატიული მოხატულობით, ძერწული თაბაშირის ორნამენტებით, სარკის ინკრუსტაციით, ფერადმინიანი ხის ვიტრაჟებითა და ხის აჟურული დეტალებით, რაც საქართველოში იშვიათად გვხვდება. განუმეორებლი დეკორაციები თავად ირანელი ოსტატების მიერ არის შესრულებული და ამდენად იგი განსაკუთრებით ფასეულია არა მხოლოდ ქართული, არამედ ირანული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით.
  4. 4.  ყვიბისის საჯარო სკოლის VI კლასისი მოსწავლე   ტატო ტალახაძე

×