ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი

1,564 views
996 views

Published on

Published in: Education
0 Comments
3 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
1,564
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
1
Actions
Shares
0
Downloads
21
Comments
0
Likes
3
Embeds 0
No embeds

No notes for slide
  • ბაკურ გელაშვილი
  • ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი

    1. 1. ბაგრატ III-ის ბიოგრაფიული ცნობები: ბაგრატ III (975–1014), გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის, აფხაზთა მეფის, თეოდოსის დის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის, დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი.
    2. 2. ბაგრატ III -ის სამი ტახტის მემკვიდრეობის გენეოლოგიური ტაბულა ბაგრატ II ქართველთა მეფე 937–994 გიორგი II აფხაზთა მეფე 922–957 წ. დავით III კურაპალატი ტაოს მეფე 961–1001 წწ. გურგენ ქართველთა მეფე 994–1008 გურანდუხტ ბაგრატ III კურაპალატი მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა 978–1014 წწ. დემეტრე III 957-967 ლეონ III 967-975 თეოდოსი III 975-978
    3. 3. ბაგრატ IIII
    4. 4. ბაგრატ III -ის სამი ტახტის მემკვიდრეობის გენეოლოგიური ტაბულა ბაგრატ II ქართველთა მეფე 937–994 გიორგი II აფხაზთა მეფე 922–957 წ. დავით III კურაპალატი ტაოს მეფე 961–1001 წწ. გურგენ ქართველთა მეფე 994–1008 გურანდუხტ ბაგრატ III კურაპალატი მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა 978–1014 წწ. დემეტრე III 957-967 ლეონ III 967-975 თეოდოსი III 975-978
    5. 5. ,,მატიანე ქართლისაÁს ავტორი ბაგრატ IIII-ზე წერდა: ,,შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუაÁ მსგავსი დიდებითა ძალითა და ყოვლითა გონებითა’’ სუმბატ დავითისძე კი სიამაყით აღნიშნავდა: ,,ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, დაეუფლა ტაოს, მამულსა თვისსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენამდე. ხოლო ადარბადაგანი შარვანი მოხრკე იყო, სომხითისა Ãემწიფებითა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთაი თÂს მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თვისითა უფროÁს სახლეულთა თვისთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე.’’
    6. 6. ბაგრატ III გამეფებისას არსებული პოლიტიკური მდგომარეობა: ბაგრატ III განსაკუთრებით მძიმე საგარეო და საშინაო პირობებში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ბაგრატისდროს დასრულდა ხანგრძლივი ბრძოლა ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფ ოს შექმნისათვის. • როგორც ცნობილია, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო,რომელიც VIII ს აუკუნის ბოლოს დაიწყო. პირველობისათვის ბრძოლაში დიდი მნიშ ვნელობა ენიჭებოდა პოლიტიკურად დასტრატეგიულად, ასევე გეო გრაფიული მდებარეობით საყურადღებო რეგიონს, შიდა ქართლს, რ ომელსაც X საუკუნისდასაწყისიდან “აფხაზთა” მეფეები ფლობდნენ. X საუკუნის 70–იან წლებიდან გახშირ და შინა ფეოდალური ბრძოლები, რომლებმაც უფრო მეტად დაასუსტეს ქვეყანა.დაძაბულობამ განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო თეოდ ოს III უსინათლოს მეფობის პერიოდში (975/978 წწ.). ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც ბრძოლა დაიწყეს ქართლისათვის.
    7. 7. დავითმა შემოიკრიბა ყველა აზნაურები და უბრძანა:,,ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, მე ვარ მოურავი მისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი”. • 975 დავით III ქართლის ერისთავის იოანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და აქ გააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III, რომელსაც მცირეწლოვანობის გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ბაგრატის დედა, თეოდოს III-ის და, "აფხაზთა" მეფის შვილი იყო. თეოდოსს შვილი არ ჰყავდა, უშვილო იყო დავით III-ც. ამრიგად, ბაგრატ III დედით დასავლეთ საქართველოსა და ქართლის, ხოლო მამით და მამობილით სამხრეთ საქართველოს კანონიერი მემკვიდრე იყო. • 978 დავით III-მ და იოანე მარუშისძემ ბაგრატ III აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) გაამეფეს. 980, როცა სრულწლოვანი გახდა ბაგრატ III-მ ხელში აიღო სამეფოს მართვა-გამგეობა. მისი უმთავრესი ამოცანა ქვეყნის გაერთიანება იყო.
    8. 8. ქვეყნის გაერთიანების გზაზე ბაგრატს ბრძოლა მოუხდა: • ქართლის რეაქციონერ თავადებთან: • გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილმა ფეოდალებმა ბაგრატ III-ის ქართლში გაბატონებისთანავე მოიშველიეს კახეთის სამეფოს ლაშქარი, შეიპყრეს ბაგრატ III-ის დედ-მამა, მაგრამ დავით III-ის ენეგრიული ჩარევის შედეგად რეაქციონერ ფეოდალთა ეს გამოსვლა მარცხით დამთავრა. 80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III-მ დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა. 989 ბაგრატ III-მ დაამარცხა გაერთიანების პოლიტიკის მოწინააღმდეგე კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო.
    9. 9. ვინ იყო იოანე მარუშისძე: იოანე მარუშისძე დასავლეთ საქართველოს ფეოდალი იყო. რომელსაც X საუკუნის 70–იან წლებში აფხაზთა მეფის მიერ ბოძებული ქართლის ერისთავის თანამდებობა ეპყრა. იგი აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც ,,საჭირო ჟამს’’ და ,,საჭირო ადგილას’’ დროის მოთხოვნათა სიმაღლეზე იყო. მან შეიმუშავა ქვეყნის გაერთიანების ოპტიმალური გეგმა. ამ გეგმის განხორციელებაში მიმართა ტაოს მეფეს დავით კურაპალატს, რომელსაც დიდ ანგარიშს უწევდნენ როგორც ბიზანტიაში ისე სომხეთსა და საქართველოში. იოანე მარუშისძემ შესთავაზა დავით მეფეს ან თვითონ დაუფლებოდა ქართლს ან ბაგრატი გაემეფებინა. მისივე დამსახურებაა ბაგრატის აფხაზთა ანუ დასავლეთ საქართველოშიც გამეფება. იუანე მარუშის ძემ დავით ტაოელთან ერთად გონივრულად აღასრულა თავისი დიდი ჩანაფიქრი. საქართველოს მთელმა შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა მისი არჩევანის სისწორე, რომელიც გაამართლა თავად ბაგრატ III-მ.
    10. 10. ბაგრატ III-ის დამსახურება ქვეყნის გაერთიანების საქმეში: • 989 წელს ბაგრატმა კლდეკარის საერისთაოს (თრიალეთი, მანგლისის ხევი, სკვირეთი) გამგებელი რატი რატის ძე ბაღვაში დაამარცხა და მისი სამფლობელო შემოიერთა. • 1008 წელს გურგენ მეფეთა–მეფის გარდაცვალების შემდეგ მან შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი. • 1010 წელს ბაგრატმა დაიკავა კახეთ–ჰერეთი. • 1011 წელს ბაგრატმა შეიპყრო თავისი მამიდაშვილები კლარჯი ხემწიფენი სუმბატ და ძმა მისი გურგენი და თმოგვის ციხეში გამოკეთა სადაც გარდაიცვალნენ.
    11. 11. ფანასკერტის ციხე სადაც საკუთარი მამიდაშვილები შეიპყრო ბაგრატმა:
    12. 12. ბაგრატ III–ის კულტურული საქმიანობა •მის მეფობის დროს აიგო: საქართველოში •ბაგრატის ტაძარი •ნიკორწმინდის ტაძარი •ბედიის ტაძარი
    13. 13. ბაგრატ III–ის კულტურული საქმიანობა
    14. 14. ბაგრატ III–ის კულტურული საქმიანობა
    15. 15. ბაგრატ III–ის კულტურული საქმიანობა მრავალძალის მონასტერი რაჭაში
    16. 16. ბაგრატ III ტაოში ფანასკერტის ციხეში გარდაიცვალა 1014 წელს
    17. 17. დაკრძალულია ბედიაში აფხაზეთში
    18. 18. ბაგრატ III-ის შესახებ დამატებით შეგიძლია წაიკითხოთ შემდეგი ლიტერატურა: • მარიკა ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, თბ. 1963 წელი • ჯაბა სამუშია, ბაგრატ III, თბილისი 2012 წელი • ივ. ჯავახიშვილი ქართველი ერის ისტორია ტ. 2 თბილისი 1965 წელი • ზ. პაპასკირი, ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო– პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბილისი, 1990 წელი • როინ მეტრეველი საქართველოს მეფეები, თბ. 2003 წელი • www. Wikipedia.com

    ×