იტალიაპოლიტიკური სისტემა — საპარლამენტო რესპუბლიკა.სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო (Giorgio Napolitano,2...
კლიმატი — ხმელთაშუაზღვიური, კონტინენტური, ალპური.ბუნებრივი რესურსები — ვერცხლისწყალი, მარმარილო, გოგირდი, ბუნებრივი აირისდ...
იტალია — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში.ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი, ...
დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემისშემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ...
გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესიმაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ, და მეექვსე უდ...
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარეკუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავ...
ნახევარკუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბებისუმეტესობა (გარდა, კომო, ლაგო-მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალ...
იტალიის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. იტალიის შემადგენლობაში შედის 20რეგიონი : აპულია, აბრუცი, ბაზილიკატა, ემილია-რო...
იტალიის ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი „დარგი“ მაფია აღმოჩდა, რომლისწლიური ბრუნვა 130 მლრდ ევროა, სუფთა მოგება კი 70 მლრდ. ...
სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს.1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინი...
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

იტალია

1,529

Published on

0 Comments
2 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total Views
1,529
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
15
Comments
0
Likes
2
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Transcript of "იტალია"

  1. 1. იტალიაპოლიტიკური სისტემა — საპარლამენტო რესპუბლიკა.სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო (Giorgio Napolitano,2006).მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი (იტალ. Mario Monti) (დ. 19მაერტი 1943, ვარეზე, იტალია) — იტალიელი პოლიტიკოსი. იტალიის პრემიერ-მინისტრი 2011 წლის 16 ნოემბრიდან.საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი, შედგება რესპუბლიკისსენატისა (315 წევრი) და დეპუტატთა პალატისაგან (630 წევრი).ფართობი — 301 230 კმ²საზღვრები: საზღვაო — 4 852 კმ; სახმელეთო — 1 703 კმ.ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ალპები, აპენინები, პოს ველი.უმაღლესი მწვერვალები (მ) — გრან-პარადიზო 4 061, მონბლანი 4 807 (საფრანგეთთანერთად);უდიდესი მდინარეები (კმ) — პო 652, ადიჯე 410, ტევერე 405;უდიდესი ტბები (კმ²) — გარდა 370, ლაგო-მაჯორე 170 (სულ 212), კომო 146,ტრაზიმენო 128;უდიდესი კუნძულები (კმ²) — სიცილია 25 426 სარდინია 23 813, ელბა 223
  2. 2. კლიმატი — ხმელთაშუაზღვიური, კონტინენტური, ალპური.ბუნებრივი რესურსები — ვერცხლისწყალი, მარმარილო, გოგირდი, ბუნებრივი აირისდა ნავთობის მცირე რეზერვები, თევზი, ქვანახშირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.მოსახლეობა — 60 231 214 (2009), მათ შორის 94,1% იტალიელები, 2,6%სარდინიელები, 1,2% ფრიულელები.ენები — იტალიური, გერმანული (ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში), ფრანგული(ვალე დ-აოსტა), სლოვენური (ტრიესტე-გორიცია).რელიგია — კათოლიციზმი.ქალაქები (ათ.) — რომი (2 456, აგლომ. — 3 550), მილანი (1 180, აგლომ. — 4 047),ნეაპოლი (992, აგლომ. — 3 612), ტურინი (856, აგლომ. — 1.612), პალერმო (652, აგლომ.— 946), გენუა (602, აგლომ. - 675), ბოლონია (369, აგლომ. - 536), ფლორენცია (352,აგლომ. - 824).ე.ე.პ. სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 3, მრეწველობა — 33, მომსახურება —64;ე.ე.პ. (1 სულზე) — 20 170 $.უდიდესი კომპანიები — მონტედისონი, ფიატი, ალფა-რომეო, ბუგატი, პირელი, ირი,ბენეტონი, ფერარი.ექსპორტი — ღვინო, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი,ზეითუნის ზეთი, ტექსტილი.ბიუჯეტი — 504 000 მლნ $.ვალუტა — ევრო (EUR); 2002 წლამდე იტალიური ლირა.
  3. 3. იტალია — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში.ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია დასლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს,ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვამრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი,დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს იტალიაშვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დიტალიას. იტალიისტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატით.60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობისრაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციისპოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის
  4. 4. დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემისშემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთიხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები დაოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ.საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლოგახდა.პოსტ-რომის იმპერიული საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იტალიადაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ და ქალაქ-სახელმწიფოდ (მაგალითად, როგორებიციყო სარდინიის სამეფო, ორი სიცილიის სამეფო, მილანის საგრაფო), მაგრამ 1861 წელსგაერთიანდა. გაერთიანების მღელვარე პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც "IlRisorgimento". გვიანდელ XIX საუკუნიდან და მეორე მსოფლიო ომის ბოლომდეიტალია ფლობდა კოლონიურ იმპერიას, რომელზეც მისი მმართველობავრცელდებოდა და ოგო მოიცავდა ლიბიას, ერიტრეას, სომალის, ეთიოპიას,ალბანეთს, დოდეკანესის კუნძულებსა და ტიანძინის კონსესიას ჩინეთში.თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორცმსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა და ცხოვრების ხარისხის ინდექსითშედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში. იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიანმაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალიმაჩვენებლით. წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს დაევროზონის ნაწილს.იტალია ასევე არის დიდი რვიანის, დიდი ოციანისა და ნატოს წევრი.
  5. 5. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესიმაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ, და მეექვსე უდიდესი სახელმწიფობიუჯეტი. ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდესთავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვულიიარაღი.იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ დადიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური დაეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს. იტალიას გააჩნიასაზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულერს. სახელწოდებაოფიციალური: ქართულად — იტალიის რესპუბლიკა; იტალიურად — Italia,Repubblica Italiana.ეტიმოლოგია — სახელი უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმანაწილმა, კერძოდ ლათინებმა დაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომისრესპუბლიკა. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს „ხბოთა ღვთაების“ სახელისაგან(ლათინურად vituli ხბოებს ნიშნავს).ქვეყნის კოდი — IT. გეოგრაფია
  6. 6. ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარეკუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სლოვენია.იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი:ვატიკანი და სან-მარინო. იტალია მდებარეობს ზომიერი სარტყლის ტყის ზონისა(ჩრდილოეთით) და სუბტროპიკული სარტყლის (სამხრეთით) ფარგლებში. მისბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვა. ნაპირი სუსტადაადანაწევრებული, ცოტაა მოხერხებული უბე. შედარებით მეტადაა დანაწევრებულიაპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო. სანაპირო ხაზის სიგრძეადაახლოებით 7 500 კმ. ტერიტორიის დაახლოებით 4/5 უჭირავს მთებსა დამაღლობებს. ჩრდილოეთით გადაჭიმულია ალპები (მთა მონბლანი, 4807 მ —იტალიის უმაღლესი წერტილი), მის სამხრეთით, აპენინის ნახევარკუნძულისგასწვრივ, თითქმის 1200 კმ-ზე გადაჭიმულია აპენინის მთები (მთა კორნო-გრანდე,2914 მ), ეტნა (3340 მ), სტრომბოლი, ვულკანო. შუა და სამხრეთ იტალიაში ხშირიამიწისძვრა (მესინის — 1908, სიცილიის — 1968).სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, ლიგნიტი, ნავთობი,ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიისა, და რკინის მადანი, ბოქსიტი, პირიტი,ვერცხლისწყლის მადანი, გოგირდი, მარმარილო.ჰავა იტალიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულია, ხმელთაშუაზღვიური, პადანისვაკეზე — სუბტროპიკულიდან ზომიერში გარდამავალი. ზაფხული ცხელი დამშრალია. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გადისიტალიის უდიდესი მდინარე პო (სიგრძე 652 კმ.) პადანის ვაკეზე მიედინებამდინარეები: ადიჯე, ბრენტა, პიავე, ტალიამენტო, რენო და სხვ. აპენინის
  7. 7. ნახევარკუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბებისუმეტესობა (გარდა, კომო, ლაგო-მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალპებისმთისწინეთშია, აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი უდიდესი ტბებია: ბოლსენა,ბრაჩანო და სხვ.ალპებში 800 მეტრამდე სიმაღლეზე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა, 800-დან 1800 მ-მდე — წიფლნარი და წიწვნარია მთა-ტყის ყომრალ და ნეშომპალა ნიადაგებზე; მაღლა— ბუჩქნარი, სუბალპური და ალპური მდელოები მთა-მდელოს ნიადაგზე, თხემურ,ნაწილში გაშიშვლებული კლდეები და შვავებია. აპენინებში სიცილიასა დასარდინიაში 500-600 მ-მდე მარადმწვანე ქვამუხის, კორპის მუხის, მინიისა და ალეპოსფიჭვის კორომები და ბუჩქნარია უმთავრესად ყავისფერ ნიადაგზე, მაღლა, 1000-1500მ-მდე ჭარბობს მთის ფართოფოთლოვანი ტყეები ყავისფერ და მთისმურანიადაგებზე. ცხოველები შემორჩენილია მხოლოდ მთაში. ალპებსა დააპენინებში ბინადრობს არჩვი, ველური კატა, კვერნა, ქრცვინი, ცენტრაურ აპენინებში— მურა დათვი. გავრცელებულია: კურდღელი, ციყვი, ფრინველთა 400-მდე სახეობა.ბევრია ქვეწარმავალი და თევზი.ადმინისტრაციული დაყოფა
  8. 8. იტალიის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. იტალიის შემადგენლობაში შედის 20რეგიონი : აპულია, აბრუცი, ბაზილიკატა, ემილია-რომანია, ვენეტო, კალაბრია,კამპანია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მარკე, მოლიზე, პიემონტი, ტოსკანა,უმბრია, ვალე-დ-აოსტა, სარდინია, სიცილია, ტრენტინო-ალტო-ადიჯე, ფრიული-ვენეცია-ჯულია. უკანასკნელ ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს.რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად იყოფა. 2010 წლის მონაცემებით ქვეყანაშისულ 110 პროვინციაა. პროვინციებზე დაბალი დონის ქვედანაყოფია კომუნა, იგივემუნიციპალიტეტი. იტალიაში 8 101 კომუნაა.
  9. 9. იტალიის ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი „დარგი“ მაფია აღმოჩდა, რომლისწლიური ბრუნვა 130 მლრდ ევროა, სუფთა მოგება კი 70 მლრდ. ამ მონაცემებს შეიცავსდანაშაულებების შესახებ მოხსენება, რომელიც საცალო ვაჭრობის ეროვნულმაკონფედერაციამ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებულიდანაშაულის კომერციული შემადგენელი ნაწილი, რომელიც უშუალოდ სამეწარმეოსაქმიანობაზე მოქმედებს, 92 მლრდ ევროს აჭარბებს. ეს მთლიანი ეროვნულიპროდუქტის 6%-ს შეადგენს, აღნიშნავს. ისტორიაიტალიის გაერთიანება ან რისორჯიმენტო — პოლიტიკური და სოციალურიმოძრაობა, რომლის შედეგადაც მეცხრამეტე საუკუნეში იტალიისნახევარკუნძულის სხვადასხვა სახელმწიფოები გაერთიანდნენ და ერთისახელმწიფო - იტალია შექმნეს. ამ მოძრაობის დაწყების და დამთავრებისზუსტი თარიღების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს. თუმცა ბევრი მეცნიერიეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ იტალიის გაერთიანების პროცესი 1815 წელსდაიწყო მაშინ როდესაც ვენის კონგრესი დაიწყო, ნაპოლეონური მმართველობაკი დასრულდა. პროცესის დაბოლოების თარიღად 1861 ან 1871 წლებიმიიჩნევა. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი,
  10. 10. სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს.1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინისმეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს იტალიაგახდა დემოკრატიული რესპუბლიკა.

×