სოციალურ ქსელებზე

1,450 views

Published on

Published in: Education
0 Comments
1 Like
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
1,450
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
4
Actions
Shares
0
Downloads
19
Comments
0
Likes
1
Embeds 0
No embeds

No notes for slide

სოციალურ ქსელებზე

  1. 1. ის, რაც დღეს შესაძლებელია, წარმოუდგენელი იყო ორი ათეული წლის წინ“, -ამგვარად დაახასიათა ინტერნეტ-ტექნოლოგიები ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკობამამ. ეს მოსაზრება მან 2009 წლის აგვისტოში მოსკოველ სტუდენტებთანშეხვედრაზე გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტისგან ეს ფრაზა კიდევ უფროდამაჯერებლად ჟღერს. მართლაც, ერთი შეხედვით მარტივი და ყველასთვისმისაწვდომი ტექნოლოგიები უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამშესაძლებლობებთან ერთად საფრთხეებსაც შეიცავს. ამის შესახებ კვლავ ამერიკისპრეზიდენტმა თქვა, ამჯერად, ამერიკელ სკოლის მოწაფეებთან შეხვედრაზე. ერთ-ერთმა თინეიჯერმა კითხვა დაუსვა, რა რჩევას მისცემდა ბარაკ ობამა მათ, ვისაცმომავალში პრეზიდენტობა სურს. რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:„პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით, სიფრთხილითმოეკიდოთ იმას, რასაც Facebook-ში „დაპოსტავთ“. რადგანაც YouTube-ის ხანაში,ყველაფერი, რასაც აკეთებ, შეიძლება, მოგვიანებით წინ დაგხვდეთ.“„როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან სისულელეებსაც კისჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაცგამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, სამსახურის ძებნისას პრობლემები შექმნიათ.“სტუდენტებთან საუბარში ობამამ რამდენჯერმე ახსენა „შეცდომები“, რომლებიც მანსკოლის ასაკში დაუშვა. თუმცა, უცნობია, რა შეცდომებზე იყო საუბარი. სამაგიეროდ,ცნობილია, რა იგულისხმა ობამამ, როდესაც დამსაქმებლების მიერ ინტერნეტ-ძიებაახსენა. კერძოდ, კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ამერიკელ დამქირავებელთა 45% სამსახურის მაძიებელთა ირგვლივ ინფორმაციას ინერნეტში აგროვებს.მაგალითად, სოციალურ ქსელებში.გამოკითხულთა 35 %-მა განაცხადა, რომ აპლიკანტებისათვის სამსახურში მიღებაზეუარი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უთქვამთ. ეს
  2. 2. გადაწყვეტილება მომავალი თანამდებობისათვის შეუსაბამო ფოტოებმა,ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დამოკიდებულებამ, ან წინა დამსაქმებელებისაგანდა ყოფილი თანამშრომლებისაგან უარყოფითმა კომენტარებმა განაპირობა.სოციალური ქსელები – გასართობისაშუალება თუ უწამლო ნარკოტიკითავად ტერმინი, სოციალური ქსელი, არც ისე დიდი ხნისაა. გასული საუკუნის 30-იანწლებში დამკვიდრდა, ამერიკელი სოციოლოგები ადამიანებს შორის არსებულურთიერთკავშირებს სწავლობდნენ, ასეთ კავშირებს სოციოგრამების, ანუ ერთგვარიდიაგრამების საშუალებით გამოსახავდნენ. ამ გამოსახულებებში ცალკეულიპიროვნებები წერტილებით იყვნენ აღნიშნულნი, მათ შორის კავშირები კი – ხაზებით.ამ სახით ვიზუალიზებულ ადამიანთა საზოგადოებას, ანუ ურთიერთგადამკვეთხაზთა რთულ სისტემას, სოციალური ქსელი დაარქვეს.ტერმინმა სოციალური ქსელი, მოგვიანებით, სოციოლოგიიდან ინტერნეტშიცგადაინაცვლა. ინტერნეტში იგი ისეთ ვებგვერდებს ან სერვისებს აღნიშნავს,რომლებსაც თავად მომხმარებლები ამდიდრებენ. ასეთი საიტები ერთგვარსოციალურ გარემოს წარმოადგენენ, რომელიც საერთო ინტერესებით დაკავშირებულმომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობის, ინფორმაციისა და გამოსახულებების
  3. 3. გაცვლის საშუალებას აძლევეს. ბოლო ხანს სოციალური ქსელები მთელს მსოფლიოშიდიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამის მაგალითია თუნდაც FACEBOOK-ი. რომმეგობრობა სოც,ქსელშიც შეიძლლება. სწორედ ვირტუალური მეგობრების შემკერბიდა ე.წ ,, ბირჟის,, როლი დღეს Facebook- მა იკისრა*500 მილიონზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით*მე-3 ქვეყანა მსოფლიოში*516 000-ზე მეტი მომხმარებელი საქართველოდან*საქართველო facebook-ის ქვეყნებს შორის 87-ე ადგილზეპირადი პროფილი1.პირადი ინფორმაცია, ნამდვილი სახელი დაგვარი2.მეგობრები3.აპლიკაციები, თამაშები4.ფოტო და ვიდეო მასალის გაზიარება5. 5 000- კაციანი ლიმიტი მეგობრებზე
  4. 4. 2.გვერდი-page1.კომპანიები, ბრენდები, აქციები, ცნობილი პიროვნებები.2.უფასო3.უნიკალური ლინკი4.ბრენდირების შესაძლებლობა5.არ არის ლიმიტი ლაიქერებზე6.სტატისტიკა7.მომხმარებელთან ურთიერთობა3.ჯგუფები - groups!
  5. 5. ღიადახურულისაიდუმლო3)Facebook Ads•მიზნობრივი აუდიტორიის მაქსიმალური დავიწროება•სტატისტიკაზე კონტროლი•რეკლამის ფასს ადგენთ თქვენით•მაქსიმალური დღიური ბიუჯეტი•ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს•ორი ტიპის გადახდა: view, click
  6. 6. Facebook PagesFacebook-ის გვერდის ადმინისტრირების რამდენიმე ოქროს წესი1.მიაწოდეთ მომხმარებელს ინფორმაციარომელიც მას სჭირდება და პერიოდულად ის თქვენთვის საჭიროინფორმაციითაცდაინტერესდება.2.არ დატოვოთ პასუხგაუცემელი არც ერთი შეკითხვა,არც ერთი კომენტარი.ინტერაქცია სოციალური მედიისმთავარი ხიბლია3.მუდმივად იზრუნეთ მომხმარებლების გაზრდაზედა რაც მთავარია!1.გვერდი უნდა აწვდიდეს მომხმარებელს მისთვის საჭიროდა საინტერესოინფორმაციას2.კარგად მუშაობს წამახალისებელი კონკურსებითვითონ კონკურსები რამდენიმეტიპისაა,არსებული მომხმარებლების წამახალისებელი და ახალიმომხმარებლებისმოსაზიდი.3.გვერდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს აქტიურიადმინისტრატორი,რომელიც ყველაშეკითხვას დროულად უპასუხებს.4.ინფორმაციის ზედმეტად აქტიურად გაზიარებამ შეიძლება ლაიქერების დაკარგვაგამოიწვიოს-ისინი ანგავლენ გვერდიდან, ან დამალავენ მას კედლის ნიუსებში.არავის უყვარს სპამი
  7. 7. Facebook- ი არის ბირჟა სადაც,, ბირჟავიკები ყოველთვისაა, ალბათ გაგჩენიათკიითხვა ვინ გამოიგონა Facebook- ი, საიდან გაჩნდა მსგავსი სოც. ქსელის დაარსებიიდეა, რამდენი იყო Facebook- ის დაარსების საწყისი კაპიტალი და რამდენადმომგებიანია ეს ბიზნესი მსოფლიო ბაზარზე, პასუხები აქვე წაიკითხეთ _ Facebook- ისდაარსების დღედ 2004 წლის 4 თებერვალი ითვლება. თავდაპირველად, ქსელიმხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებზე იყო გათვლილი, ხოლო გარკვეული დროისშემდეგ, რეგისტრაცია უკვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლოთ. სწორედამ დროს გახდა უკვე დამატებითი ფინანსური წყაროს მოძიება და ცუკენბერგიინვესტორების ძიებას შეუდგა.გაფართოვების აუცილებელი პირველი თანხა მას პიტერ ტილმა, კომპანია PayPal_ისერთ–ერთმა დამაარსებელმა გამოუყო. 500 ათასი აშშ დოლარი სრულიად საკმარისიაღმოჩნდა Facebook_ის დამაჯერებელი უახლოესი გეგმების ხორცშესასხმელად. ამისშემდეგ კი, პროექტის გაფართოება კიდევ უფრო დაჩქარდა. ინტერნეტში გაშვებიდანნახევარი წელიც კი არ იყო გასული, როცა მის მომხმარებელთა რიცხვმა მილიონადამიანს მიაღწია. 2005 წელს განათლების სფეროს გაცდა და ნებისმიერმსურველისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მომხმარებლების ასეთი ინტერესი კი იმაშიგამოიხატებოდა, რომ იმდროინდელი სხვა სოციალური წარმონაქმნებიდანგანსხვავებით, Facebook რეალურად ნაცნობ ადამიანებს შორის ურთიერთობაზე იყოგათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღეიზრდებოდა, პროექტს მისი შემქმნელებისთვის საერთოდ არანაირი მოგება არმოჰქონდა. ჩანაფიქრში, ფული რეკლამას უნდა მოეტანა. რომელიც დეტალურადშევსებული, პირადი ინტერესების წყალობით, ინდივიდუალურად მოერგებოდამომხმარებელთა შეფასების ჯგუფს. თუმცა, გარკვეული დრო, ქსელიმხოლოდდამხოლოდ იზრდებოდა. იმ დროს, როცა მისი მომხმარებლებისრაოდენობამ, 50 მილიონს გადააჭარბა, ცუკენბერგს პროექტის შეძენის არაერთიწინადადება შესთავაზეს. მაგალითად, კომპანია Yahoo! მზად იყო დამაარსებლისთვის900 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა ცუკენბერგისთვის ეს წინადადებამიუღებელი აღმოჩნდა.
  8. 8. 2007 წელს Facebook_ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.კომპანია Microsoft_მა ქსელის აქციების 1,6% 240 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, რისშემდეგაც Facebook_ზე პირადად ბილ გეიტსი დარეგისტრირდა. გარკვეული დროისგანმავლობაში, დღეში რამდენიმე საათი გეიტსი სოციალური ქსელის საშუალებითნებისმიერ მსურველს ესაუბრებოდა. თუმცა, ბუნებრივია, ,,მსურველთა” რიცხვიცთანდათანობით იზრდებოდა, რაც საბოლოოდ მისი Facebook_ის პროფილისგაუქმებით დასრულდა. რადგან იგი ფიზიკურად ვეღარ ასწრებდა ყველასთანურთიერთობას. თუმცა გეიტსის წყალობით, სოციალურმა ქსელმა მთელ მსოფლიოშიგაითქვა სახელი Facebook_ის რეალური ღირებულება ანალიტიკოსთა შორის დღემდედავის საგანია. მისი ფასი 5_დან 15 მილიარდ დოლარამდე მერყეობს., თუმცა ბევრს ესვარიანტებიც ზედმეტად გაბერილად ეჩვენება. საქმე კი ისაა, რომ კომპანიისშემოსავლები მის მიახლოვებით საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამება. მსოფლიოფინანსურმა კრიზისმა კი მისი აქციების საჯარო გაყიდვაზე გატანა მინიმუმ 2012წლამდე გადაავადა. სხვა უმარავი სოც ქსელებია მსოფლიოში და მათ შორისსაქართველოშიც მიბაძეს მათ, თუმცა ქართული სოც. ქსელი დაბალ ხარისხიანი დადაბალ რეიტინგულია.მსოფლიოში მეორე პოპულარულიქსელი Twitter
  9. 9. Twitter (ტვიტერი) — ვებგვერდი, რომელსაც ფლობს Twitter Inc. საიტი მოიცავსსოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს. მომხმარებლებს შეუძლიათგაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი არის 140-მდესიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის,თავსებადი გარე აპლიკაციების, ან მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისისმეშვეობით. ვებსაიტის მთავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიისშტატში. ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონში.2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავსდაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად აგენერირებს 65მილიონ შეტყობინებას. ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS“-ს უწოდებენ. საქართველოშიარც ისე პოპულარულია, სამწუხაროდ•მსოფლიოში მეორე პოპულარული ქსელი•Follow•140-სიმბოლოიანი სმს-ები მსოფლიოს•Google-ს ძიება•სისწრაფე•არ არის დამოკიდებული ინტერნეტზე• საქართველოში-1 000-მდე მომხმარებელი
  10. 10. Web 2.0სოციალური ქსელების შექმნას, თავის მხრივ, ინტერნეტის განვითარებამ შეუწყოხელი, კერძოდ კი Web 2.0- მა.Web 2.0 არ არის რომელიმე კონკრეტული ინტერნეტტექნოლოგიის ან სერვისისსახელი. ეს, უბრალოდ, ინტერნეტის განვითარების თანამედროვე ეტაპისსახელწოდებაა. თავიდან ინტერნეტ სერვისები და ვებგვერდები ტრადიციული მედიასაშუალებების ანალოგიურად ფუნქციონირებდნენ. მაგალითად, როდესაცტელევიზია მაუწყებლობს, ჯერ ერთი, ის თავად განაგებს დღის განრიგს. ანუ თუკირაღაც გადაცემა საღამოს 8 საათზე გადის, მისი ნახვა მხოლოდ ამ დროს არისშესაძლებელი. მეორეც, ის მაუწყებლობს იმას, რაც მას ჰგონია, რომ მაყურებლისთვისსაინტერესო იქნება.Web 2.0 პრინციპებით შექმნილი ინტერნეტგვერდები რადიკალურად განსხვავდებატრადიციული მედიისგან. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მომხმარებელი თავადაყალიბებს დღის განრიგს. ანუ, ინტერნეტტელევიზიის შემთხვევაში, მომხმარებელითავად ირჩევს რას უყუროს მოცემულ მომენტში.
  11. 11. ამის საილუსტრაციოდ ყველასთვის ცნობილი ინტერნეტსერვისი myvideo.geგამოდგება. myvideo.ge-ს მომხმარებელს საშუალება აქვს, ათი დღის განმავლობაში,საქართველოს წამყვან ტელეარხებზე გასულ ნებისმიერ სიუჟეტს თუ გადაცემასუყუროს. ამგვარად, მომხმარებელს სრული კონტროლი აქვს ამ ტელეარხების დღისგანრიგზე. მაგრამ განსხვავებები ამით არ სრულდება. ვინაიდან მომხმარებლებითავადვე ქმნიან „კონტენტს“, ანუ იმას, რასაც მერე სხვები უყურებენ. myvideo.ge-სშემთხვევაშია მისთვის საკმარისია ამ ვიდეოსერვისის შესაბამის განყოფილებაშიგადასვლა.ყველასთვის ცნობილი ვიდეოსერვისი YOUTUBE ხომ მხოლოდ მოსახერხებალიპლატფორმაა. ამ სერვისზე განთავსებული ვიდეოები მხოლოდ მომხმარებლების მიერარის განთავსებული. იგივე შეიძლება ითქვას ყველა სოციალურ ქსელზეც.მაგალითად, FACEBOOK-ის მთავარი სიმდიდრე თავად მომხმარებლები არიან,რომლებიც ამ სერვისს თავისი მეგობრებისა და ახლობლებისთვის საინტერესოსხდიან. ერთ, ფეისბუქისთვის არც ისე მშვენიერ დღეს, ყველა მისმა მომხმარებელმაFACEBOOK-ში ინფორმაციის განთავსება რომ შეწყვიტოს, დაკარგავს თავისმომხიბვლელობას და გამოუსადეგარ ვებგვერდად გადაიქცევა. იგივე ეხება სხვა Web2.0 პრინციპებით მომუშავე სერვისებსაც (Wikipedia, YouTube, Fliker, Blogger,WordPress და ა.შ.).
  12. 12. სოციალური ქსელების ეპოქაში თითოეული ადამიანი ინტერნეტსამყაროს ცენტრშიექცევა. მომხმარებელი თავად ირჩევს, როდის და რას უყუროს, რას უსმინოს, რაწაიკითხოს. უფრო მეტიც, თავადვე ქმნის იმას, რაც მერე სხვისთვის ხდებასაინტერესო.პატარა სამყაროს ეფექტიამირიკელ სოციოლოგ სტენლი მილგრამს (Stanley Milgram) უყვარდა სხვადასხვაექსპერიმენტები. მაგალითად, ადამიანებს შორის არსებული კავშირების შესწავლაგადაწყვიტა და ყველასთვის მოულოდნელი დასკვნები გააკეთა. ამერიკის ერთ-ერთიპატარა ქალაქის მაცხოვრებლებს მილგრამმა და მისმა კოლეგებმა 300 კონვერტიდაურიგეს. ამ კონვერტების ადრესატები სხვა ქალაქებში მცხოვრები, კონკრეტულიპიროვნებები იყვნენ. ექსპერიმენტის პირობების თანახმად კონვერტების ფოსტითგაგზავნა არ შეიძლებოდა, დაშვებული იყო კონვერტების მხოლოდ ნაცნობების დაახლობლებისთვის გადაცემა. კონვერტის გზა ერთი ადამიანიდან სულ სხვა ქალაქშიმცხოვრები მეორე ადამიანამდე ძალზე მოკლე აღმოჩნდა. ასე დაიბადა პატარასამყაროს ან ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია. შემდეგმა კვლევებმა აჩვენა, რომჩვენს პლანეტაზე არსებულ ნებისმიერ კონკრეტულ ადამიანს მეორესგან საშუალოდსულ რაღაც ექვსი ხელის ჩამორთმევა აშორებს. ანუ მე თქვენგან, ისევე, როგორც ბილგეიცთან, სავარაუდოდ, დაახლოებით ექვსი საერთო ნაცნობი მაშორებს.
  13. 13. სოციალური ქსელების ხიბლიც ზუსტად ესაა. მე სოციალური ქსელის საშუალებითვაცნობ ინფორმაციას ჩემს მეგობარს, რომელიც ამ ინფორმაციას აცნობს თავისმეგობარს და ამგვარად, იდეაში, ამ ჩემ მიერ ინიცირებულმა ინფორმაციამ შეიძლებამთელი მსოფლიო მოიაროს და სოციალურ ქსელში გაერთიანებული ყველამომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდესფაქტია, დრეს დღეობით უადვილესია სოციალური მედიების გამოყენება სხვადასხვაბიზნების რეკლამისათვის, პროდუქტის გაყიდვისათვის. ჩვენ კი ვართ ის ხალხი ვინცამ ყველაფერს ყიდის ან ყიდულობს - მომხმარებელი და მომწოდებელი, თუმცა ამუკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა ბიზნესის კეთება ლამაზად, თორემ შედეგიკატასტროფული შეიძლება იყოს. დავიდ გრინერი (David Griner) სოცილაურიმედიების ექსპერტი საუბრობს 7 ”სასიკვდილო” ცოდვაზე რომელიც ადამიანმა მსგავსადგილებში შეიძლება გამოიყენოს.გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:1)სურვილი - რაც შეიძლება ბევრი მეგობრის შეძენა შეიძლება განხილული იქნასროგორც სასოცარკვეთილი ადამიანის ქმედება.2)ვაჭრობა: თუ თქვენ უბრალოდ რამის გაყიდვა გინდათ და მეგობრებნს ამისათვისიყენებთ, თქვენი მეგობრობები დიდხანს არ შეგრჩებათ, ამიტომ დროა ან გყიდვაშეწყვითოთ ან ახალი მეგობრების მოიძიოთ3)ბოღმა: შეეცადე არ დაწერო ცუდი სხვა ადამიანების, კომპანიების და ა.შ. შესახებ.ყველაფერს ჯობია საკუთარ თავზე გააკეთოთ ორიენტაცია4)”კარგი მსმენელი”: ბევრი არ ილაპარაკო შენ თავზე, სხვებს უსმინე და მხარშიდაუდექი.ვფიქრობ ეს ”ცოდვები” ისეთ კატეგორიას გაეკუთვენება რომლებიც არა ამრტოსოციალურ ქსელებში არამედ რეალურ ცხოვრებაშიც კი უნდა გამოიყენოს ადამიანმა.
  14. 14. უახლესი გამოკვლევებით დადგინდა, რომ დიდ ბრიტანეთში განქორწინებისყველაზე ხშირი მიზეზი სოციალური ქსელი Facebook-ია.ამის შესახებ წერს საიტი Divorce-Online.co.uk, რომელიც წყვილებს განქორწინებისშემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება. კვლევის განმავლობაში 5 ათასი განქორწინებისგანაცხადი განიხილეს.ორგანიზაციამ გამოარკვია ძირითადი ფაქტორები, რომლის გამოც Facebook-იგავლენას ახდენს ოჯახებზე. ყველაზე ხშირად განქორწინების ინიციატორებისოციალურ ქსელში პარტნიორების Online-მეგობრებთან გაჩაღებულ ფლირტზეჩიოდნენ.სხვათა შორის, მსგავსი კვლევა ჩატარდა 2 წლის წინაც, თუმცა მაშინ Facebook-იგანქორწინებაზე შეტანილ მხოლოდ ყოველ მეხუთე განცხადებაში ფიგურირებდა.საინტერესოა, რომ კიდევ ერთი სოციალური ქსელი Twitter-ი თითქმის არანაირგავლენას არ ახდენს წყვილების ურთიერთობაზე. მის გამო გასულ წელსშეყვარებულების მხოლოდ 0,4 პროცენტი დაშორდა ერთმანეთს.google ისტორია ასე დაიწყო… იყო და არა იყო რა იყო სტენფორდისუნივერსიტეტი, ამ უნივერსიტეტში ორი იღბლიანი სტუდენტი სწავლობდა. ამ ორმასტუდენტმა ერთ მშვენიერ დღეს შეიმუშავეს ინტერნეტში ინფორმაციის ძიებისსისტემა, რომელიც მათსავე სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნებოდა. ძიებისას, შედეგებისდალაგების დროს უპირატესობა იმ გვერდებს ენიჭებოდა, რომლებზეც მეტი ლინკისხვა საიტებზე იყო განთავსებული. სულ ცოტა ხანში იღბლიანმა სტუდენტებმაპროექტის განვითარებისათვის სოლიდური თანხა მიიღეს. ასე მოევლინაკიბერსამყაროს Google.
  15. 15. ახლა კი ცოტა რამ Google-ს საჭირო სერვისების შესახებ.Google Schoolar – საძიებო სისტემა ძირითადათ სკოლებისათვის. ძიება სხვადასხვაწიგნებში და სტატიებში.Cheatoogle – გეიმერების საყვარელი სერვისი, ამ სერვისით მოიძიებთ ყველაშესაძლებელი თამაშის ჩეთ-კოდს და სხვადასხვა საიდუმლოებების აღწერას.Gmail – ყველასათვის ცნობილი საფოსტო სერვერი. რაც შეიძლება დიდი მოცულობითVideo google – ვიდეო ძებნა, საკმაოდ მოხერხებულია…Google Local – სისტემა განკუთვნილია ლოკალურ ი მომსახურეობ ი ს ძიებისათვის.Google Mac – ძიება MAC-ის პლატფორმებისათვის, ეს სერვისი ინფორმაციას ეძებსმხოლოდ Apple/Macintosh საიტებზე.Google’s University Search – ძიება უნივერსიტეტებში (საქართველო აზრადაც არმოგივიდეთ ;( )Google Linux – ძიება Linux-ის პლატფორმებისათვის, ეძებს ინფორმაციას მხოლოდLinux-ის საიტებზე.Google GOV – საძიებო სისტემა მხოლოდ *.gov საიტებზე (სახელმწიფო საიტებზე) და*.mil -სამხედრო საიტებზე, (არც აქ მოგივიდეთ აზრად საქარველო).Froogle – ”ტავარის” ძიება ინტერნეტში მოკლედ ამ სისტემით მოიძიებთ ნებისმიერსაქონელს სავაჭრო ქსელში.Google Map Site – საიტის რუქა. მოკლედ თავად იხილეთ და მიხვდებით რაც არისრა…Google Microsoft – ძიება Windows-ის პლატფორმებისათვის, სახელიდან მიხვდებითსადაც ეძებსGoogle Labs – ვრცლად Google-ს სერვისების შესახებ.Hacker Style Google – გუგლი 31337 სტილში, ჩანაფიქრში ჰაკერებისთვის, მაგრამუფრო გავს სლენგს და საკმაოდ კარგად უნდა ერკვეოდე კოდში, რომ აქ რაიმე გაიგოჰაკერებო ამ ლინკისაკენGoogle BSD – ძიება BSD საიტებზე.Google Miror – არ ვიცი რამდენად საჭირო სერვისია მაგრამ ნამდვილად მაგრაგაერთობით აქ სტუმრობისას. ეს არის ძია გუგლის ამოტრიალებული ტყუპი. მოკლედ
  16. 16. თავად ნახეთGoogle Firefox – სერვისი Mazilla Firefox-ის მოყვარულთათვის, მოკლედ ფანები აქეთGoogle Fight – მოკლედ ეს სერვისი სიტყვების შეჯიბრია. ჩაწერთ ორ სიტყვას დაგამარჯვებული იქნება ის რომელსაც უფრო მეტი რეიტინგი ექნება ინტერნეტში.სისტემის აგებულებას სამწუხაროდ ვერ მიხვდიGoogle Options – Google-ს ყველა ძირითად ოფიციალურ განყოფილება.Google Features – გუგლის სხვადასხვა სერვისების ჩამონათვალი.Google Mobile – საძიებო სისტემა მობილურ ი ტელეონებისათვის.Google Hiliday Logos – გუგლის ლოგ ო ების კოლექციაახლა კი მოდით ცოტა ბლოგებზეცვისაუბროთ:)თანამედროვე ბლოგი გულისხმობს უფრო კერძო პირთა პირად ონლაინ დღიურებს,რომელთა უმეტესობა თავს უწოდებს ჟურნალისტებს. თუმცა ბლოგინგის ისტორიადიდი ხნით ადრე იწყება.. 1994 წელს ჯასტინ ჰოლმა დაიწყო პერსონალურიბლოგინგი, როცა კოლეჯის სტუდენტი გახლდათ, იგი მიიჩნევა ყველაზე ადრეულბლოგერად. მოგვიანებით გაჩნდა კამერით გადაღებული ონლაინ დღიურების იდეა,რომელიც ტექსტთან ერთად იდებოდა ბლოგზე და მნახველს შეეძლო ეყურებინა დაშეეფასებინა ბლოგერის პირადი ვიდეოები.ვიდეოსა და ტექსტის შეფარდება დაიწყო 1994 წლიდან, როცა ონლაინ ჟურნალებიაღიარეს ლეგალურად. გაუბედავი სტარტის შემდეგ ბლოგინგი ნელ ნელა იპყრობსსაზოგადოებას და 1999 წლიდან, უკვე პოპულარობას იხვეჭენ Bruce Ableson (დაიწყობლოგინგი 1998 წელს), Brad Fitzpatrick (დაიწყო ბლოგინგი 1999 წელს), Evan Williams(1999 წელი) ამ უკანასკნელმა დააფუძნა blogger.com 1999 წლის აგვისტოში , რომელიცშეიძინა Google მა 2003 წელს.დროთა განმავლობაში ბლოგინგი იხვეჭს პოპულარობას, ბლოგერები თამამადავრცელებენ თავის აზრს და მათ მიმდევრებიც უჩნდებათ, ნათელი ხდება, რომბლოგინგს შეუძლია პოლიტიკური გავლენაც მოახდინოს და აი, 2004 წელსარჩევნებში პლიტიკური ლიდერები იყენებენ ბლოგებს თავის პოზიციებისგასამყარებლად, 2005 წლის იანვარში “Fortune magazine” მა გამოავლინა რვა ბლოგერი,
  17. 17. რომელთა იგნირირება ბიზნეს ფენის წარმომადგენლებს აღარ შეეძლოთ, ესენი იყვნენ:Peter Rojas, Xeni Jardin, Ben Trott, Mena Trott, Jonathan Schwartz, Jason Goldman, RobertScoble, and Jason Calacanis.2009 წელს ქვეყნების ლიდერებმა აღიარეს ბლოგინგის მნიშვნელობა და გავლენასაზოგადოების აზრზე: ისრაელის ხელისუფლება იყო ერთ ერთი პირველი,რომელმაც დააყენა ოფიციალური სახელმწიფო ბლოგი.ბლოგერთა საზოგადოება ცნობილია როგორც “ბლოგსფერო”, ბლოგის ოფიციალურითარიღად დადგენილია 31 აგვისტო. ამჟამად უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომუამრავი ადამიანი ბლოგიდან ეცნობა მსოფლიო სოახლეებსა და არა მხოლოდსიახლეებს, საინტერესო ფაქტებსაც და ზოგად ცნობებს სხვადასხვა თემის შესახებ.არსებობს სპეციალური საიტი, რომელიც აღრიცხავს ბლოგების პოპულარობასვიზიტორთა რიცხვის მიხედვით და გამოავლენს ყოველწლიურ გამარჯვებულს.თავიდან ბლოგი პირადად მიიჩნეოდა და მასზე დადებული ინფორმაცია მხოლოდავტორის ინტერესებიდან გამომდინარე იყო, უმრავლესობა ანონომურობასამჯობინებდა,რადგან როგორც გაირკვა, საკუთარი სახელით ბლოგერობა ზიანისმომტანიც იყო: მაგალითად, Ellen Simonetti გაათავისუფლეს სამსახურიდან- კომპანიაDelta Air Lines დან, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ბლოგზე “Queen of Sky: Diary of a FlightAttendant”- დადებული კომენტარები მიიჩნიეს მიუღებლად. ანალოგიურად- MarkCuban, Dallas Mavericks-ის მფლობელი გაათავისუფლეს სამსახურიდან 2006 წელსიმიტომ რომ ის აკრიტიკებდა NBA -ს თანამდებობის პირებს თავის ბლოგში.. დაასეთი უამრავი მაგალითი არსებობს. ასევე ცნობილია, რომ ის ბლოგერები, რომლებიცნათლად აფიქსირებენ თავის აზრს (განსაკუთრებით პოლიტიკურს დაგანსაკუთრებით ხელისუფლების საწინააღმდეგოს) საფრთხის ქვეშ გრძნობენ თავს:მაგალითად Kathy Sierra, რომელიც ავტორია ბლოგისა Creating Passionate Users – იყოისეთ ზეწოლის ქვეშ რომ იძულებული გახდა გაეუქმებინა თავისი გამოსვლა სანდიეგოში კონფერენციაზე. მისი თაოსნობით შეიქმნა blogger’s code of conduct-“ბლოგერთა ქცევის კოდექსი”..ინტერნეტი იმდენად სწრაფად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მსხვილიკომპანიები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ მის ძალას. მაგალითად, იმას, თუ რამხელაზიანი შეიძლება მოიტანოს თუნდაც მოკლე ჩანაწერმა, რომელიმე ბლოგში.კორპორაცია „DELL“-ის ირგვლივ აგორებული ისტორია ცხადყოფს, რომ საქმე არც ისემარტივად არის. ეს ამბავი 2005 წელს დაიწყო, როდესაც ერთმა ჟურნალისტმა,სახელად ჯეფ ჯავრისმა, თავის ბლოგში პატარა ჩანაწერი გააკეთა კორპორაცია„დელის“ მომხმარებელთა სერვისის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ჯეფმა იმხანად„დელის“ კომპიუტერი იყიდა. კომპიუტერს პრობლემები აღმოაჩნდა და ჟურნალისტიშეეცადა, მწარმოებელი კომპანიის დახმარებით მოეგვარებინა პრობლემა. მაგრამ მისი
  18. 18. ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ თავის პერსონალურ ბლოგში უმნიშვნელოჩანაწერი გააკეთა, სადაც თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა „დელის“მიმართ. მისი ჩანაწერი სხვა ბლოგის მომხმარებლებმაც წაიკითხეს. ზოგი, უბრალოდ,კომენტარს ტოვებდა. ზოგი კი ჯეფის ჩანაწერს ციტირებას უკეთებდა. ასე, ნელ-ნელადაიწერა უზარმაზარი საგა „დელის“ არაკეთილსინდისიერი მუშაობის შესახებ,რომელშიც ჩამოთვლილი იყო უპასუხოდ დარჩენილი იმეილები, უშედეგოტელეფონის ზარები, კომპიუტერის გამოუცვლელი დეტალები... თავიდან ამყველაფერს „დელი“ ყურადღებას არ აქცევდა. მერე კი თავად გამოიჩინა ინიციატივა.კორპორაციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ჯეფს და კომპიუტერის გამოცვლაშესთავაზეს. ეს, შეიძლება, პატარა ბლოგის მიერ უზარმაზარი კორპორაციისთვისშექმნილი პრობლემების დასასრული ყოფილიყო, მაგრამ საქმე ამითი არ ამოიწურა.ჯეფის მიერ აგორებული ტალღა კვლავ იკრეფდა ძალას. ახლა უკვე მისი ჩანაწერისციტირება ბეჭდვით მედიაში ხდებოდა. ინტერნეტში სულ უფრო მეტი ლინკიჩნდებოდა მის ბლოგზე. ბოლოს ამ ყველაფერმა „დელის“ გაყიდვებზეც იმოქმედა.ეს ისტორია ბლოგში გაკეთებული ჩანაწერიდან ორი წლის განმავლობაშიგრძელდებოდა. 2007 წლის ოქტომბერში ჯეფმა „BusinessWeek“-ში მაიკლ დელთანექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა (ასეთი დაკავებული პიროვნების ინტერვიუზედაყოლიება, ალბათ, არც ისე ადვილია და არც „BusinessWeek“- ი უთმობს ყველამსურველს ცენტრლურ ადგილს). ამ ინტერვიუში მაიკლ დელი იუწყებოდა, რომბლოგში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ კომპანიამ 150,000,000 $ დახარჯამომხმარებელთა სერვისის გასაუმჯობესებლად.და ბოლოსუამრავი საინტერესო ფაქტი თუ კურიოზი ზუსტად ბლოგების საშუალებით ხდებახოლმე ცნობილი.მაგალითად, რუსეთში, სადაც მედია საშუალებები გარკვეულ სირთულეებსგანიცდიან, ბევრი რამ სწორედ ბლოგების საშუალებით ხდება ცნობილი. მაგალითად,18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი… ქალაქ ომსკს ეწვია. ამ
  19. 19. ვიზიტს პატარა კურიოზი მოჰყვა, რომელიც ბლოგების საშუალებით გახდა ცნობილი.პრეზიდენტის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ქალაქის მერიის თანამშრომლებმასასწრაფოდ ჩამოხსნეს ბანერი, რომლზეც ეწერა - „Ждем тебя, веселый гном“. ამპლაკატს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პრეზიდენტის ვიზიტთან. ის, უბრალოდ,მოსახლეობას საბავშვო სპექტაკლის შესახებ ამცნობდა. როგორც იუწყებოდნენბლოგერები, ბანერის ჩამოხსნას იმდენად ჩქარობდნენ, რომ ნაჯახებით ჩამოხიესპლაკატი.როგორც ბილ გეითსმა თქვა - თუ თქვენ არ ხართ ინტერნეტში, თქვენ არც ბიზნესშიხართ! . ბლოგის მეშვეობით ყველაზე ეფექტურად ხდება თანამედროვეობაშისაზოგადოებრივი აზრის ფორმირების ხელშეწყობა. შეგნებულად არ ვამბობ იმას, რომაყალიბებს და ვსიო! ტრადიციული მას-მედიისგან და ჟურნალისტებისგანგანსხვავებით ეს არის "ერთ-ერთი ჩვენთაგანის და ჩვენი რიგებიდან წამოსული"ადამიანის მოსაზრებები, შთაბეჭდილებები. ეს არის ხალხის ხმა და უკუკავშირი,რომელიც არ გააჩნია ტრადიციულ მედიას.

×