Your SlideShare is downloading. ×
  • Like
გვანცა ჯიქია
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×

Now you can save presentations on your phone or tablet

Available for both IPhone and Android

Text the download link to your phone

Standard text messaging rates apply

გვანცა ჯიქია

  • 598 views
Published

 

  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
598
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
5
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. ესპანეთიისტორიათბილისის 65-ე საჯარო სკოლაავტორი : გვანცა ჯიქიახელმძღვანელი : ზაზა ნაცვლიშვილი
  • 2. გეოგრაფიული მდებარეობაესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო - ქვეყანა, განთავსებულია ევროპის სამხრეთ-დასავლეთით,პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია:საფრანგეთი, ანდორა,პორტუგალია.ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგებასენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი),სახელმწიფოს მეთაური არის - მეფე ხუან კარლოსპირველი.
  • 3. ისტორიამდელი ესპანეთიესპანეთის ტერიტორიაზე ადამიანს 400 ათ.-100 ათ. წლის წინათ უცხოვრია. ზედა პალეოლითისდროინდელია კანტაბრიაში, ალტამირას გამოქვაბულის კედლებზე შემორჩენილინახატები, რომლებიც ერთ-ერთი უძველესია ევროპის ტერიტორიაზე. ძვ. წ. I ათასწლეულისდასაწყისში დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფო ტარტესოსი შეიქმნა.ალტამირას გამოქვაბულის ნახატები
  • 4. ძველი ესპანეთიძველი . წ. III საუკუნის დასასრულს ესპანეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კართაგენმა დაიმორჩილა. ძვ .წ. 197 წელს რომმა ესპანეთის ტერიტორია თავის სამფლობელოდ გამოაცხადა და 2 პროვინციად გაყო.ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის გამო ესპანეთის დაპყრობა მხოლოდ ძვ.წ.21-19 წწ .დასრულდა . ამის შემდეგ ესპანეთი გახდა მნიშვნელობით მეორე პროვინცია რომის იმპერიაში თვით იტალიისშემდეგ. ესპანეთის ტერიტორიაზე დაიბადა ოთხი რომაელი იმპერატორი და ცნობილი პოეტი და ფილოსოფოსისენეკა . რომაელთა დაპყრობის შემდეგ ესპანეთში მონათმფლობელური წყობილება დამყარდა. რომანიზაციაუმთავრესად სამხრეთ ესპანეთს შეეხო. ჩრდილოეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთის მთიანი რაიონებისმცხოვრებმა გალეკებმა,ვასკონებმა და სხვა ტომებმა თვითმყოფობა შეინარჩუნეს. III-V საუკუნეებში ესპანეთშირომაელი დიდებულების ლატიფუნდიებში კოლონიების, მიწაზე დასმული მონებისა და გაღატაკებულიმონების შრომას იყენებდნენ...ეპანეთი რომის იმპერიისშემადგენლობაში I-III სს.
  • 5. ბარბაროსების მმართველობა409 წელს პირენეის ნახევარკუნძლს ტომეები : ვესტგუთები,ვანდალები,ალანები და სვებები მიაწყდნენ.ვესტგუთებმა ვანდალები და ალანები განდევნეს ესპანეთის სამხრეთში, ხოლო 429 წელს აიძულეს ისინიჩრდილოეთ აფრიკაში გადასულიყვნენ, თვითონ კი დააარსეს საკუთარი სამეფოდედაქალაქით ბარსელონაში.სვებები კი დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ-დასავლეთ გალისიაში და დააარსეს სვებებისსახელმწიფო.მეხუთე საუკუნის ბოლოსათვის პირენეის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი რომაელდიდებულებს ემორჩილებოდა და ფორმალურად რომის იმპერიას ექვემდებარებოდა.V საუკუნის მეორე ნახევარშივესტგუთების მეფე ევრიხმა(446-484) თითქმის მთელი პირენეის ნახევარკუნძული დაიპყრო (გარდა ჩრდილოეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთი ტერიტორიისა სადაც სვებები და ბასკები ცხოვრობდნენ). გალიის იდიდი ნაწილისდაკარგვის შემდეგ (VI საუკუნის დასაწყისი) ვესტგუთებმა თავისი სამეფოს დედაქალაქი ქ. ტოლედოშიგადაიტანეს (VI საუკუნის შუა წლები). ვესტგუთები პირენეის ნახევარკუნძულის მოსხლეობის მხოლოდ 4 %-სშეადგენდნენ. 585 წელს მათ სვებების სამეფო შეიერთეს, ხოლო VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიელებსესპანეთის სამხრეთი ნაწილი წაართვეს (ბიზანტია აქ 554 წლიდან ბატონობდა).ვესტგუთების სამეფო 500 წელს
  • 6. ვესტგუტების მიერ ესპანეთის დაპყრობას თან ახლდა სათემო მიჭათმფლობელობისა და წვრილი საგლეხომეურნეობის გავრცელება. ვესტგუთურ ესპანეთში დაიწყო ფეოდალიზაციის პროცესი. ყალიბდებოდა დაძლიერდებოდამსხვილ ფეოდალ-მიწათმფლობელთა კლასი. ესპანელ-რომაელი (საეკლესიო და საერო)ფეოდალების გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა ვესტგუთების მეფისრეკარედის არიანელობიდან კათოლიკეობაზე გადასვლამ და VI საუკუნის ბოლოს კათოლიციზმისსახელმწიფო რელიგიად გადაქცევამ (ესპანეთის დანარჩენმა ნაწილმა კათოლიკობა მიიღო 400 წელს).მსხვილ ფეოდალთა სეპარატიზმმა და შინაომებმა დაასუსტა ვესტგუტების სახელმწიფოს სამხედროძლიერება, რამაც არაბებს გაუადვილა პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობა.ბარბაროსების მმართველობა
  • 7. არაბთა ბატონობა710 წელს ვესტგუთების ერთერთმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ და ტოლედოს არქიეპისკოპოსმადახმარება სთხოვა ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრებ არაბებსა და ბერბერებს, რომლებსაც შემდეგმავრებს უწოდებდნენ. მავრიტანიული კორპუსის ხელმძღვანელი ტარიკ იბნ ზიადი 711 წელსგადავიდა ესპანეთში, ხერეს-დე-ლა-ფრონტერასთან დაამარცხა ვესტგუთების მეფე როდერიხი, ტყვედჩაიგდო იგი და სიკვდილით დასაჯა, მისი სახელმწიფო კი მთლიანად დაიმორჩილა. ესპანეთის ისადგილი რომეზედაც ტარიკ იბნ ზიადმა ფეხი პირველად დადგა დღესაც მის სახელსატარებს: გიბრალტარი (არაბ. "ჯაბალ ტარიკ") ნიშნავს "ტარიკის კლდეს„
  • 8. აბდ ალ-რაჰმან მესამეVIII საუკუნის მეორე მეოთხედში მავრების მიერ დაპყრობილი ტერიტორია მთლიანად ომაიანებისსახალიფოს შემადგენლობაში გადავიდა. 756 წელს ომაიანებმს დამოუკიდებელი კორდოვისსაამირო, ხოლო უფრო მოგვიანებით კი 929 წელს კორდოვის სახალიფო დააარსეს. არაბებმამიისაკუთრეს ყველაზე ნაყოფიერი მიწები ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთში,ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში ბერბერები დაასახლეს. არაბთა სახელმწიფომ უდიდესძლიერებას მიაღწია აბდ ალ-რაჰმან მესამის მმართველობის დროს. ფეოდალურ ურთიერთობათაშემდგომი განვითარება არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ვითრებაში ხდებოდა.არაბთა ბატონობა
  • 9. მე-16 საუკუნეში ესპანეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები ევროპაში.1504 წელს ხელთიგდო ნეაპოლის სამეფო და სიცილია,1512 წელს-ზემო ნავარა.ფერდინანდ მეორე არაგონელისა და ისაბელკასტილიელის პირადი უნიის ნიადაგზე გაერთიანებული და გაძლიაერებული ესპანეთი 1516 წელს ფერდინანდისგარდაცვალების შემდეგ მათ შვილიშვილს კარლ მეხუთეს,როგორც მაქსიმილიანეს შვილიშვილს გადაეცაგერმანიის იმპერია და ნიდერლანდები.1559 წელს იტალიასთან 50 წლიანი ომის შემდეგ გაბატონდა ცრდილოეტდა შუა იტალიაში.ამგვარად მის ხელში აღმოჩნდა ესპანეთის,იტალიის,ნიდერლანდების,გერმანიისა და ამერიკისტერიტორიები.როგორც თანამედროვენი ამბობდნენ მის იმპერიაში „მზე არასოდეს არ ჩადიოდა“.ესპანეთის ოქროს ხანა
  • 10. საუკუნის შუა წლებიდან იწყება ესპანეთის ეკონომიკური დაცემა.იგი აშკარა ხდება ფილიპე მეორისმმართველობის დროს.მან კარლ მეხუთის იმპერიის გაყოფისას 1556 წელს მემკვიდრეობით მიიღოესპანეთი,იტალია,ამერიკული სამფლობელოები,ნიდერლანდები,ფრანშ-კონტე და რამდენიმე დასაყრდენი პუნქტიაფრიკაში.1581 წელს პორტუგალიაც შემოიერთა,მიუხედავად ამ ყველაფრისა ესპანეთის იმპერია ნელ-ნელაეცემოდა,რაზეც დიდი გავლენა მოახდინა მე-16 საუკუნის ფასების რევოლუციამ.ქვეყნის დასუსტებას ხელსუწყობდა ინკვიზაციაც.მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ესპანეთის საგარეო პოლიტიკამ მარცხი განიცადა:ინგლისთან ომში დაიღუპა„უძლეველი არმადა“.1566 წელს დაიწყო ნიდერლანდების რევოლუცია,რომლის შედეგადაც ჩრდილოეთინიდერლანდი საბოლოოდ გამოეყო ესპანეტს.ხანგრძლივმა ომებმა ხაზინა გაარატაკა.დიდი თანხა იხარჯებოდაბიუროკრატიულ აპარატზე.ესპანეთის მეფეებიგენუელ და გერმანელ ბანკირთ მევალეები გახდნენ.ფილიპე მეორემორჯერ გამოაცხადა ბანკროტობა.მეტექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ინგლისთან ომებში ესპანეთმა საზღვაოუპირატესობაც დაკარგა.ესპანეთის დაცემა
  • 11. ვესტფალიის ზავიოცდაათწლიანი ომისა (1618-1648) და საფრანგეთ-ინგლისთან შემდგომი იმების შედეგად , ვესტფალიის(1648),პირენეის(1659),აახენის(1668) და ნიმვეგენის (1678) საზავო ხალშეკრულებებით ესპანეთი იძულებულიიყო ეცნო ჰოლანდიის დამოუკიდებლობა , შერიგებოდა მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვას.1668 წელსსცნო პორტუგალიის დამოუკიდებლობა.1640-1652 წ წ. გრძელდებოდა აჯანყება კატალონიაში.1646-1648 წწ.ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებები მიმდინარეობდა იტალიაში.ზავის დადების პროცესი
  • 12. ომი ესპანური მემკვიდრეობისათვისმეთვრამეტე საუკუნეში ესპანეთი კვლავ განაგრძობს საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას.ქვეყნის სამხედროძლიერების დასუსტებამ ესპანეთი და მისი სამფლობელოები საფრანგეთს,დიდ ბრიტანეთს,ავსტრიასა და სხვასახელმწიფოებს შორის ბრძოლის ობიექტად გადააქცია.უკანასკნელი ჰასბურგის,უშვილო კარლ მეორისსიკვდილის შემდეგ დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის.ომის შედეგად ესპანეთში ფილიპე მეხუთისხელისუფლება დამკვიდრდა.ომი დასრულდა უტრეხტისა და რაშტატის ზავით.ესპანეთის ევროპული მიწებიდანაწილდა:ავსტრალიელმა ბურბონებმა მიიღეს ესპანეთის სამფლობელოები ნიდერლანდებში დაიტალიაში;დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა გიბრალტარი და მენორკა;მთელი რიგი ჩრდილოეთ ამერიკულისამფლობელოები გადავიდა საფრანგეთის ხელში.
  • 13. 1808-1813 წ წ . ესპანეთს ბონაპარტების დინასტიის ერთადერთი წარმომადგენელი , ჟოსეფ ბონაპარტიმართავდა.1812 წელს ხელი მოაწერეს ესპანეთის პირველ კონსტიტუციას , ქვეყანა გათავისუფლდა ნაპოლეონისჯარებისაგან , მაგრამ ამავდროულად კარგავდნენ კოლონიებს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.1810-1826 წწ.ლათინურ ამერიკაში ესპანური კოლონიების უმეტესობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.1890-იან წლებში კიდარჩენილი კოლონიების უმეტესობა ესპანეთ-ამერიკის ომის შედეგად აშშ-ს და გერმანიის ხელში გადავიდა .კუბამ ფორმალურად მიიღო დამოუკიდებლობა.მე-19 საუკუნეში ესპანეთში 5 დაუმთავრებელი რევოლუცია მოხდა:1808-1814, 1820-1823, 1834-1843, 1854-1856და 1868-1874 წწ. თუმცა ამ რევოლუციებმა ვერ გადაჭრეს ესპანეთის ძირითადი პრობლემა . ქვეყანა ისევეკონომიკურ დაღმასვლას განიცდიდა.მეცხრამეტე საუკუნის ესპანეთი
  • 14. მე-20 საუკუნე და მეორე რესპუბლიკაპირველ მსოფლიო ომში ესპანეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.1918-1920 წწ. გამოცოცხლდა რევოლუციურიმოძრაობა და კატალონიელების,ბასკების,გალისიელების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.1923 წლის13 სექტემბერს „მტკიცე ხელის“ მთავრობის შესაქმნელად გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ სახელმწიფოგადატრიალება მოახდინა.ახალმა მთავრობამ-სამხედრო დირექტორიამ-დაითხოვა კორტესი,აკრძალაპოლიტიკური პარტიები,მიტინგები და კრებები.საერთო ეროვნული წინააღმდეგობების გამო 1930 წლის 30 იანვარსპრიმო დე რივერა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა და დატოვა ქვეყანა.ქვეყანა ანტიმონარქიულმამოძრაობამ მოიცვა.პრიმო დე რივერა
  • 15. 1931 წლის 14 აპრილს მონარქია დაემხო . ესპანეთი რესპუბლიკად გამოცხადდა , დამყარდა ესპანეთისმეორე რესპუბლიკა . მეფე ალფონსო მეცამეტემ დატოვა ქვეყანა.1936 წელს გენერალ ფრანსისკო ფრანკოს აჯანყებით დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი , რომელიცესპანეთის მეორე რესპუბლიკის დაცემით და ფ.ფრანკოს დიქტატურის დამყარებით,1939 წელს დამთავრდა.მეორე რესპუბლიკაფრანცისკო ფრანკო
  • 16. მეორე მონარქია : ხუან კარლოს პირველი1975 წელს ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ესპანეთში აღსდგა კონსტიტუციური მონარქია.მეფე გახდა ფრანკოს მიერმემკვიდრედ გამოცხადებული ხუან კარლოს პირველი.1976 წელს შემოიღეს საპარლამენტოსისტემა,ლეგალიზებული გახდა პოლიტიკური პარტიები და პროფკავშირები.1977 წელს დაიშალა მმართველიპარტია ესპანური ფალანგა.1978 წლის დეკემბერში მიიღეს ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია.კატალონიამ,ბასკეთმა და გალისიამმიიღეს ავტონომიის სტატუსი.1982 წელს ესპანეთი გახდა ნატოს წევრი.ამავე წლიდან ესპანეთის მთავრობასმართავდა სოციალისტური მუშათა პარტია,1996 წელს ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა.1986 წელს ესპანეთი გახდა ევროპის კავშირის წევრი.1996 წლიდან ესპანეთის პრემიერ-მინისტრია ხოსე მარიაასნარი.2000 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ იმარჯვებს სახალხო პარტია .ასნარმა შეინარჩუნაპრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
  • 17. სამოქალაქო ომებიესპანეთის სამოქალაქო ომი-მასშტაბური კონფლიქტი,რომელიც ესპანეთში მიმდინარეობდა 1936 წლის 17ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე.კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკისმთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთიჯგუფის მიერ.ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანურიკონფედერაცია,კარლისტები და ფაშისტური ფალანგა.ომი ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალებისგამარჯვებით,რესპუბლიკური მთავრობის დამხობით და დიქტატურის დამყარებით,გენერალ ფრანსისკო ფრანკოსმეთაურობით.სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმი მმართველ პარტიაშიგაითქვიფა.რეპუბლიკელებს მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა,ხოლო აჯანყებულთამიმდევრებს,ნაციონალისტებს,მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან,ასევეავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში.მიუხედავად იმისა,რომ აშშ ოფიციალურადნეიტრალური იყო,ძირითადი ამერიკული კორპორაციები,როგორიცაა ტექსაკო,ჯენერალ მოტორსი,ფორდმოტორსი და ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთომანქანების,საბურავების,სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.
  • 18. ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებში დაგანიხილებოდა , როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურლაგმანებს შორის . კონკრეტულად , ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქებისსაჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით , რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილიგახდა.ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა „პირველი მედია ომი“ , ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმულიმწერლები და ჟურნალისტები . უცხოელ კორესპონდენტთა შორის , რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ , იყვნენ ერნესტჰემინგუეი , მართა გელჰორნი და რობერტ კაპა.სამოქალაქო ომები
  • 19. სამოქალაქო ომიმრავალ სამოქალაქო ომთა მსგავსად,ეს ომიც გამოირჩეოდა ნაციონალისტური სულისკვეთებითა დაპოლიტიკური პათოსით,ისევე როგორც სამხედრო დანაშაულებების სიმრავლით კონფლიქტის ორივემხარეს.ესპანეთის სამოქალაქო ომმა მრავალი ოჯახის წევრი,მეზობელი და მეგობარი დაუპირისპირაერთმანეთს.მებრძოლთა გარდა,პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის მრავალი სამოქალაქო პირიციქნა მოკლული,ხოლო 1939 წელს ომის დასრულების შემდეგ,რესპუბლიკელებს დიდი ხნის განმავლობაშიდევნიდნენ და ასამართლებდნენ გამარჯვებული ნაციონალისტები.
  • 20. მადრიდის კრიზისიმადრიდის აღება ომის პირველი დღეებიდანვე გადაიქცა მეამბოხეთა მთავარ ამოცანად.სექტემბერშიმეამბოხეებმა აიღეს ტალავერი-მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი მადრიდის გზაზე.ხ.ხირალისმთავრობამ ვერ შეძლო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება.ასეთ პირობებში,4 სექტემბერს,შეიქმნა ახალი მთავრობა ლარგო კაბალიეროსხელმძღვანელობით.ლ.კაბალიეროს მთავრობა შეუდგა მტრის მოსაგერიებლად საჭირო ზოგიერთისაჩქარო ღონისძიებების განხორციელებას.მიღებულ იქნა დეკრეტი მილიციის რეგულარულრ არმიადგარდაქმნის შესახებ,შეიქმნა პოლიტიკურ კომისართა ინსტიტუტი,დაიწყეს აგრარული რეფორმისგატარება და სხვა.მაგრამ ყველა ეს ღონისძიება ისე ნელა ხორციელდებოდა ,რომ გამორიცხავდა მასებისსწრაფ და ენერგიულ მობილიზაციას.
  • 21. ფაშისტური ძალები განაგრძობდნენ წინსვლას . ნოემბრის დასაწყისში ისნი მადრიდის შემოგარენსმიუახლოვდნენ . ბრძოლები წარმოებდა საუნივერსიტეტო ქალაქსა და კასა დე კამპოს რაიონში . დედაქალაქისშიგნით მოქმედებდნენ ჯაშუშები და დივერსანტები , რომლებსაც მეამბოხე მოლა „მეხუთე კოლონას“ უწოდებდა.კაბალიეროს მთავრობამ , რომელსაც არ სჯეროდა მადრიდის შენარჩუნებისა , მიატოვა ქალაქი და ვალენსიაშიგაიქცა . დიდი ძალების შედეგად კი მოხერხდა ქალაქის დამცველების დარაზმვა და 7-8 ნოემბერს მტერიმადრიდის კედლებთან შეჩერებულ იქნა . მადრიდი , რომელიც გადაიქცა ესპანელი ხალხისდამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ , სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ვერ ჩაიგდეს ხელშიმეამბოხეებმა.მადრიდის კრიზისი
  • 22. ბარსელონას პუტჩი1937 წლის 3 მაისს,იმ დორს,როდესაც მეამბოხეები უტევდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებს,კატალონიისანარქისტმა ბარსელონაში მოაწყვეს კონტრევოლუციური ამბოხება.პუტჩისტებს გააჩნდათტანკები,არტილერია,ტყვიამფრქვევები.ფრონტიდან ბარსელონასკენ გამოემართნენ ანარქისტული ბატალიონებირესპუბლიკური ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად,პუტჩისტები დამარცხდნენ.რესპუბლიკელთა ამ ანარქისტულმა ქმედებებმა შედეგად გამოიღო ის,რომ კაბალიეროს მთავრობადაიშალა.კაბალიეროს ცდას-შეედგინა ახალი მთავრობა,ხალხი აღშფოთებით შეხვდა.1937 წლის 17 მაისს შეიქმნაახალი მთავრობა სოციალისტ ხ.ნეგრინის მეთაურობით.
  • 23. ფალანგური ბრძოლები1936 წლის 16 თებერვალს , კორტესების არჩევნები სახალხო ფრონტმა მოიგო . მიუხედავად თებერვლისარჩევნებში მარცხისა , ფაშისტებმა მნიშვნელოვანი პოსტები შეინარჩუნეს სახელმწიფო აპარატსა და არმიაში .ისინი ფინანსურ კაპიტალს , ეკლესიასა და უცხოეთის მონოპოლიებს ეყრდნობოდნენ.1936 წლის შუაზაფხულისათვის ფაშისტებმა საბოლოოდ შეიმუშავეს ამბოხების გეგმები და ამოცანები . ამბოხებისათვის უნდაეხელმძღვანელათ რეაქციონერ გენერლებს მოლას-ნავარასა და ბურგოსში , ფრანკოს-მაროკოში , ფანხულს -მადრიდში , ხოლო გოდედს - კატალონიაში . ამბოხება დაიწყო 17 ივლისს ესპანეთის მაროკოში.18 ივლისს სეუტისრადიოთი გადაიცა პაროლი „ესპანეთის თავზე უღრუბლო ცაა “, რაც ამბოხების დაწყების ნიშანი გახდა საკუთრივესპანეთში მყოფი რეაქციონერებისათვის . ამბოხება მოედო ესპანეთში , კანარისა და ბალეარის კუნძულებზე მყოფყველა გარნიზონს . ამბოხებულთა მხარეს აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების 80%.
  • 24. ესპანეთის პირველი რევოლუციაესპანეთის პირველი რევოლუცია-ესპანეთში მე-19 საუკუნეში მომხდარი ხუთი დაუმთავრებელი რევოლუციიდანპირველი მიმდინარეობდა 1808-1814 წწ.დაიწყო ნაპოლეონ პირველის მიერ ესპანეთის ოკუპაციისდროს,რევოლუციის თავისებურებას წარმოადგენდა ესპანელების ანტიფეოდალური მოძრაობის შერწყმა მათბრძოლასთან ფრანგი ოკუპანტების წინააღმდეგ.1808 წლის 17 მარტს დაიწყო აჯანყება არანხუესში.კარლოს მეოთხეაიძულეს გადამდგარიყო ტახტიდან თავისი შვილის ფერდინანდ მეშვიდის სასარგებლოდ.20 მარტს ფრანგებისჯარი მადრიდში შევიდა,რამაც ესპანელთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.1808 წლის 2 მაისს მადრიდშიიფეთქა აჯანყებამ,რომელიც სასტიკად ჩაახშო ფრანგთა ჯარმა.10 მაისს ნაპოლეონმა აიძულა ფერდინანდ მეშვიდეგადამდგარიყო ტახტიდან,რასაც მოჰყვა ახალი აჯანყებები ასტურიაში,ანდალუსიაში,ვალენსიაში,გალისიასა დასხვა მხარეებში.განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა ქალქის დაბალი ფენები.მაშინროდესაც ხალხი ებრძოდა ფრანგ ოკუპანტებს,უმაღლესი თავადაზნაურობისა და სამღვდეოების ნაწილმა მიიღონაპოლეონის მიერ ბოძებული ბაიონის კონსტიტუცია და ესპანეთის მეფედ სცნო ნაპოლეონის ძმა-ჟოსეფბონაპარტი.
  • 25. ესპანეთის მეორე რევოლუციაესპანეთის მეორე რევოლუცია მიმდინარეობდა 1820-1823 წწ.ამ რევოლუციის მამოძრავებელ ძალასწარმოადგენდა არმია,რომელმაც 1808-1813 წწ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის გავლენაგანიცადა.რევოლუცია დაიწყო 1820 წლის იანვარში,სამხედრო გამოსვლით კადისში რაფაელ რიეგო-ი-ნუნიესისმეთაურობით,რასაც მოჰყვა აჯანყება მთელს ქვეყანაში.1820 წლის 9 მარტს მეფე ფერდინანდ მეშვიდე იძულებულიგახდა აღედგინა 1812 წლის კონსტიტუცია,მარტ-აპრილში შეიქმნა კონსტიტუციური მთავრობა,რომელშიცშევიდნენ პირველი რევოლუციის ყოფილი მოღვაწეები-მოდერადოსის პარტიის წარმომადგენლები.1820 წლის დეკრეტით გაუქმდა მაიორატები,დაიხურა მონასტრების ნაწილი და მათი მიწები ნაციონალიზებულიქნა.შემცირდა გადასახადები იმპორტულ მანქანებზე,გააძევეს იეზუიტები,დაარსდა ეროვნული მილიცია დაარდგენილ იქნა წინა რევოლუციის დროინდელი ადმინისტრაციული რეფორმები.
  • 26. ეპანეთის მესამე რევოლუციაესპანეთის მესამე რევოლუცია მიმდინარეობდა 1834-1843 წწ. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველკარლისტურ ომთან.1833 წელს რეგენტმა მარია კრისტინამ გამოაქვეყნა მანიფესტი ესპანეთში აბსოლუტისტურიწესების შენარჩუნების შესახებ.მანიფესტმა უკმაყოფილება გამოიწვია,რამაც აიძულა მარია კრისტინა დათმობაზეწასულიყო.1834 წელს შეიქმნა მოდერადოსთა მთავრობა მარტინეს დე ლა როსას,ხოლო 1835 წლის იბნისიდან-ტორენოს მეთაურობით.მათი მთავრობის პოლიტიკამ აჯანყებები,რომელთა მსვლელობაშიც წამოაყენეს კადისის1812 წლის კონსტიტუციის არდგენის ლოზუნგი.1835 წლის სექტემბერში მათი მოთხოვნების საფუძველზე შეიქმნაპროგრესისტების მთავრობა მენდისაბლის მეთაურობით.მარია კრისტინას ანტი სამთავრობო გადატრიალებისმცდელობამ კვლავ აჯანყება გამოიწვია.
  • 27. ესპანეთის მეოთხე რევოლუციაესპანეთის მეოთხე რევოლუცია მიმდინარეობდა 1854-1856 წწ. დაიწყო 1854 წლის 28 ივნისს სამხედრო .აჯანყებას მიემხრო მადრიდისა და ესპანეთის სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა.31 ივლისს დედოფალი ისაბელმეორე იძულებული გახდა პრემიერად დაენიშნა მესამე რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა,ესპანეთისყოფილი რეგენტი ბალდომერო ესპარეტო,რომელმაც პროგრესისტებისა და მემარჯვენე ლიბერალებისგან შექმნამთავრობა .1854 წლის 8 ნოემბერს მადრიდსი შეიკრიბა ერთპალატიანი დამფუძნებელი კორტესი,რომლისდეპუტატთა უმეტესობა ეკუთვნოდა ლიბერალური კავშირის პარტიას სამხედრო მინისტრ ო’დონელის პირადიმეტოქეობა გადაიზარდა დიდ პოლიტიკურ კონფლიქტში,რის შედეგადაც რევოლუციის მომხრეები ორადგაიყვნენ:ერთნი ითხოვდნენ რევოლუციის გაღრმავებას,მეორენი კი მიღწეულით კმაყოფილნი იყვნენ.ლეოპოლდო ო’დონელი ხორისი სარგებლობდა ისაბელ მეორის,სამეფო კარის წრეების და სამღვდელოებისმხარდაჭერით.კატალონიაში,ვალენსიასა და ანდალუსიაში ძალას იკრებდა რესპუბლიკური მოძრაობა.1856 წელსდაიწყო აგრარული მღელვარებანი ანდალუსიაში,ესტრემადურასა და ვალიადოლიდში,რითაც ისარგებლადედოფალმა და გადააყენა ესპარტეროს მთავრობა.მთავრობის სათავეში ჩაუდგა ო’დონელი,რომელმაც დაშალაეროვნული მილიცია და დამფუძნებელი კორტესი.აღადგინა 1845 წლის კონსტიტუცია და რევოლუციამდემოქმედი სხვა კანონები.
  • 28. ესპანეთის მეხუთე რევოლუციაესპანეთის მეხუთე რევოლუცია მიმდინარეობდა 1868-1874 წწ.1868 წლის 18 სექტემბერს კადისში ადმირალ ხუამბატისტა ტოპეტეს მეთაურობით აჯანყდა ფლოტი.მას მოჰყვა არმიის გამოსვლა,რომელსაც სათავეში ჩაუდგნენგენერალიტეტის უმაღლესი წარმომადგენლები.ბრძოლას შეუერთდნენ მადრიდის,ბარსელონის,ვალენსიისა დასხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა,რომლებსაც უმთავრესად რესპუბლიკელები ხელმძღვანელობდნენ.მთელქვეყანაში იქმნებოდა ხუნიტები.ალკოლესთან ბრძოლის შემდეგ დედოფალი ისაბელ მეორე 30 სექტემბერსესპანეთიდან გაიქცა და 18 ოქტომბერს შიქმნა დროებითი მთავრობა ფრანსისკო სერანოს მეტაურობით.მაგრამრესპუბლიკელები არ დაუშვეს სახელმწიფოს მმართველობაში.1869 წელს გამოქვეყნდა ესპანეთისკონსტიტუცია,რომელმაც ესპანეთი მემკვიდრეობით მონარქიად გამოაცხადა.ამ კონსტიტუციაში უმთავრესი იყოის, რომ პირველად ესპანეთის ისტორიაში, სარწმუნოების თავისუფლება გამოცხადდა.1869 წლის 18 ივნისსფ.სერაო დაინიშნა რეგენტად,ხოლო ხუან პრიმი-პრემიერ მინისტრად.1870 წელს ესპანეთის ტახტზე აირჩიესუფლისწული ამადეო სავოიელი.
  • 29. კულტურაფლამენკო არის ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი,რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში.საბოლოოჩამოყალიბებული სახე მან მე-18 საუკუნესი მიიღო.ფლამენკო ესპანუ,ბოშურ და არაბულ ფოლკლორისელემენტებს შიეცავს.მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით.ცეკვას თანახლავს შეძახილები,ტაში,თითების ტკაცუნი,მამაკაცები ხეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმულიმოძრაობით,ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.2010 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ფლამენგო კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსიმიანიჭა.
  • 30. კორიდაკორიდა ხარების ბრძოლის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.დამახასიათებელიაესპანეთისთვის.თავდაპირველად კორიდა იმართებოდა ქალაქის სწორკუთხა მოედნებზე,მე-18საუკუნეში კორიდის კანონების ჩამოყალიბების შემდეგ იგი,იმართებოდა უკვე წრიულ მოედნებზე.ისსათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებიბერიელებს,რომლებიც ხარებსწმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ.თავიდან ხარის მოკვლა სპეციალურირიტუალი იყო.უკვე ესპანეთის ერთიან სახლემწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობისელიტარული ნაწილის გასართობი გახდა.თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში.მასშიმონაწილეობას იღებს ხარი 4-დან 6 წლამდე,მისი წონაარ უნდა იყოს 450 კგ-ზე ნაკლები.
  • 31. დასასრული