მაჰათმა განდი დაიბადა გუჯარატის შტატის ქალაქ პორბანდარში 1869 წლის 2 ოქტომბერს. მისი მშობლები არ იყვნენძალზედ განათლებულნი...
მაჰათმა “დიდი სული” ასე შეარქვა ინდოელმა ხალხმა თავის ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლსა დასულიერ მოძღვარს მო...
1891 წელს იგი ბრუნდება ინდოეთში და ქალაქ რაჯკორში იწყებს ადვოკატად მუშაობას. ამ დროს, იგი შესანიშნავადფლობს ინგლისურ, გუჯა...
ცხოვრების წლებიიგი ისევ მიემგზავრება ქ.იოჰანესბურგში, სადაც ირჩევენ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრად. ამ პერიოდში მისი...
1916 წელს, ბენარეთის ჰინდუთა უნივერსიტეტის დაარსების ცერემონიალზე, განდიმ წარმოთქვა პირველიმწვავე, კრიტიკული სიტყვა ბრიტან...
დიდი გამოღვიძება1921 წელს იწყება დიდი გამოღვიძება ინდოელი ხალხის ეროვნული თვითგამორკვევისა, რასაც მმართველობისგან მოჰყვამკ...
1930 წლის 2 მარტს განდი ვრცელ მემორანდუმს უგზავნის ლორდ ირვინს, ინგლისის მეფისნაცვალს ინდოეთში, სადაცხაზგასმულია განდის სუ...
პატიმრობა და შიმშილობა1931 წლის აგვისტოში, ლონდონში გაიმართა კონფერენცია, სადაც ინდოეთის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ინდოეთი...
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა მხარდაჭერა აღუთქვა ინგლისის მთავრობასგერმანიის წინააღმდეგ, ოღო...
განხეთქილება1943 წლის თებერვალში იგი კვლავ აცხადებს შიმშილობას რომელიც გასტანს რამოდენიმე კვირას და შესაძლებელი იყო იგიტრა...
შიმშილობის შეწყვეტა1947 წლის 3 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეტლიმ, დაამტკიცა ინდოეთის გაყოფის გეგმა ორსახელმწი...
მკვლელობა30 იანვარს, როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდაჰინდუ მიიჭ...
 -ძალაუფლება ორნაირი არსებობს!-ერთი-სასჯელის შიშზე დამყარებული, მეორე კი – სიყვარულის ძალაზედაფუძნებული , რომელიც ათასჯერ...
 -როცა ვინმე ცდება, ჩემს თავს ვეუბნები: -- შენ არ შემცდარხარ განა? ან თუ ვინმე ვნებასაა აყოლილი მაშინაც მოვაგონებხოლმე ჩე...
მაჰათმა განდის გამონათქვამები -ცოცხალი არსებათა შორის ადამიანი ერთადერთია , რომელმაც იცის, რომ იგი ღვთის შვილია. ამდენად,...
ლიპარტელიანი სალომე
ლიპარტელიანი სალომე
ლიპარტელიანი სალომე
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

ლიპარტელიანი სალომე

273 views

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
273
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3
Actions
Shares
0
Downloads
11
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

ლიპარტელიანი სალომე

  1. 1. მაჰათმა განდი დაიბადა გუჯარატის შტატის ქალაქ პორბანდარში 1869 წლის 2 ოქტომბერს. მისი მშობლები არ იყვნენძალზედ განათლებულნი, მაგრამ გამოირჩეოდნენ უაღრესი სიპატიოსნით და რელიგიურობით. პატარაობისას, განდიგამოირჩეოდა კეთილი ხასიათითა და გონებამახვილობით. ერთხელ როდესაც მაჰათმა პატარა იყო, მისმა უფროსმა ძმამყური აუწია მას. მაჰათმამ დედას შესჩივლა. დედამ მიუგო – “მერე შენ რატომ არ მისცხე საპასუხოდ შენს ძმას?” პატარაგანდიმ უპასუხა – “დედი, რატომ მეუბნები, რომ ვინმეს უნდა ვცემო? ხელი რატომ უნდა შემოვკრა ჩემს ძმას?”დედა არმოელოდა პატარა ბიჭისგან ასეთ პასუხს და გაკვირვებული დარჩა. ცამეტი წლის ბიჭი დანიშნეს თავის მეზობელ გოგონაზეკასტურბაიზე, რომელიც შემდგომში მისი უერთგულის თანამებრძოლი გახდა.ინდოეთში, მან მიიღო დაწყებითი განათლება, რის შემდეგაც შევიდა კერძო კოლეჯში,ხოლო 1888 წელს მუმბაის (ბომბეი)ნავსადგურიდან გაემგზავრა ინგლისში, უმაღლესი განათლების მისაღებად. იგი ირიცხება იურიდიული ფაკულტეტზე. ამპერიოდში, მისი მოღვაწეობა გამოირჩევა აქტიურობით. იგი თანამშრომლობდა ჟურნალ “ვეგეტარიანელთან”,(თვითონგანდი ბავშვობიდან ვეგეტარიანელი იყო),ეცნობა ფილოსოფოსებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს.ბავშვობა და განათლება
  2. 2. მაჰათმა “დიდი სული” ასე შეარქვა ინდოელმა ხალხმა თავის ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლსა დასულიერ მოძღვარს მოჰანდას კარამჩანდ განდის.ის მუდამ შეუჩერებლივი ძიების პროცესში იყო, მიისწრაფოდასრულყოფისკენ, იგი ცხოვრობდა ასკეტურად და ღარიბი ხალხისადმი უსაძღვრო სიბრალული ამოძრავებდა. იგი გახლდათჰინდუს რელიგიის მიმდევარი და წინააღმდეგი იყო თვით მწერის მოკვლისაც, რადგან ის ყოველ ცოცხალ არსებაშიხედავდა სულს, მსგავსად ადამიანისა. მან დაარსა მოძრაობა “სატიაგრაჰა” /ჭეშმარიტების მიმდევარი/ რომლის ქმედებებიცმიმართული იყო ბრიტანეთის კოლუნიალური იმპერიის წინააღმდეგ. მისი კრედო იყო არაძალმომრეობრივი სულიერისიმტკიცე და ეროვნული დაუმორჩილებლობა. იგი პიროვნებებში არ ეძებდა მტერს, არამედ უღრმავდებოდა საქმის არსს.შეხედულებები
  3. 3. 1891 წელს იგი ბრუნდება ინდოეთში და ქალაქ რაჯკორში იწყებს ადვოკატად მუშაობას. ამ დროს, იგი შესანიშნავადფლობს ინგლისურ, გუჯარატულ , ჰინდის , სანკრისტს , სპარსულს და ფრანგულ ენებს.1893 წელს მაჰათმა განდი მიემგზავრება სამხრეთა აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგში, სადაც იწყება მისი მოღვაწეობაროგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მებრძოლი იქ მცხოვრები ინდოელთა უფლებების დასაცავად. 1896 წელს იგიისევ ბრუნდება ინდოეთში, სადაც აქვეყნებს შრომებს თანამემამულეების მძიმე ცხოვრების შესახებ აფრიკაში. მისიმსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ბურების(ჰოლანდიური წარმოშობის სამხრეთ აფრიკელები) აჯანყების პერიოდშიბრიტანელების წინააღმდეგ. განდი, გარკვეული მოსაზრებებით ემხრობოდა ბრიტანელებს . 1902 წელს, ნატალის რეგიონში(სამხრეთ აფრიკა) გაიმართა ინდოელთა კონგრესი, რომელმაც სთხოვა განდის ჩასულიყო მათ ქვეყანაში და მხარი დაეჭირამათთვის .ცხოვრების წლები
  4. 4. ცხოვრების წლებიიგი ისევ მიემგზავრება ქ.იოჰანესბურგში, სადაც ირჩევენ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრად. ამ პერიოდში მისითაოსნობით დაარსდა ჟურნალი “ინდური აზრი”. 1906 წელს ნატალის რეგიონში იწყება ზულუსთა აჯანყება ადგილობრივიმმართველობის წინააღმდეგ. სწორედ ამ დროს მიმართავს განდი პოლიტიკური ბრძოლის ახალ მეთოდს “სატიაგრაჰა”-სრომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. იგი აქტიურად მოღვაწეობდასაზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი ერთ-ერთი მეგობარი ყიდულობს მიწას,რომელსაც განდი არქმევს “ტოლსტოის ფერმას”(ტოლსტოისადმი უაღრესი პატივისცემის გამო), სადაც მოწეული მისავალი მთლიანად ხმარდება უმწეო მოსახლეობას.ასევე, ფერმის ტერიტორიაზე აშენებს სკოლას და სხვადასხვა საამქროებს. 1913 წელს ქალაქ ტრანსვაალში იგიხელმძღვანელობს ინდოელ მუშათა პოლიტიკურ აქციას, რისთვისაც მას აპატიმრებენ მაგრამ მალევე უშვებენთავისუფლებაზე. 1914 წელს მაჰათმა სამშობლოში ბრუნდება და აარსებს “სატიაგრაჰა აბრამს”, ორგანიზაციას სადაც იგიაწევრიანებს ყველა კასტის წარმომადგენლებს, მათ შორის “ჰარიჯანებსაც”, (უმდაბლესი კასტა).
  5. 5. 1916 წელს, ბენარეთის ჰინდუთა უნივერსიტეტის დაარსების ცერემონიალზე, განდიმ წარმოთქვა პირველიმწვავე, კრიტიკული სიტყვა ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ. 1919 წელს იგი მოგზაურობს მთელსინდოეთში, სადაც პირისპირ წარსდგა ყველა პრობლემისა თუ გასაჭირის წინაშე.1920 წლიდან განდი სიცოცხლის ბოლომდეინდოეთის ერვნული კონგრესის ლიდერი ხდება. ამავე წელს ქვეყნდება მისი ნაშრომი “ახალგაზრდა ინდოეთი”, სადაცმოუწოდებს ხალხს არ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და აყალიბებს მშვიდობიანი ბრძოლის ხერხებს.პირველი მწვავე სიტყვა
  6. 6. დიდი გამოღვიძება1921 წელს იწყება დიდი გამოღვიძება ინდოელი ხალხის ეროვნული თვითგამორკვევისა, რასაც მმართველობისგან მოჰყვამკაცრი რეპრესიები. განდი, მოუწოდებდა ინდოელებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ ინგლისელების მიერ დაწესებულ ყველასაზეიმო თარიღზე. ამავე წელს, იგი უერთდება ინდოეთის პოლიტიკურ მოძრაობას დევიზით “სვარაჯ” (ბრძოლათვითმმათველობის დამკვიდრებისთვის). მას ისევ აპატიმრებენ და სვავენ ციხეში. იგი ციხეშიც აგრძელებს მუშაობას. წერსნაშრომებს, ეუფლება მედიტაციას, სწავლობს ხელობას(მას მიაჩნდა რომ, ადამიანმა თავი უნდა ირჩინოს მხოლოდ საკუთარი ფიზიკური შრომით). იგი გულისყურით ეკიდება“ჰარიჯანების” (უმდაბლესი კასტა) სოციალურ პრობლემებს და ჰინდუიზმისა და მუსულმანური რელიგიის მიმდევრებსშორის წარმოშობილ პრობლემებს. 1929 წელს იგი სრულიად ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტობისკანდიდატად ასახელებს ჯავაჰარლალ ნერუს. ამავე წელს, ინდოეთის მმართველობამ გაზარდა ყადაღა მარილისმოპოვებაზე, როდესაც იგი უმნიშვნელოვანეს პროდუქტს წარმოადგენდა ინდოელთათვის ტროპიკულ პირობებში. მაჰათმაგანდიმ გაილაშქრა ამ კანონის წინააღმდეგ და წამოიწყო მოძრაობა “სოლტ სატიაგრაჰა” ( დაუმორჩილებლობა მარილისკანონს).
  7. 7. 1930 წლის 2 მარტს განდი ვრცელ მემორანდუმს უგზავნის ლორდ ირვინს, ინგლისის მეფისნაცვალს ინდოეთში, სადაცხაზგასმულია განდის სულისკვეთება და შეუპოვრობა. განდი აწყობს სამ კვირიანი საპროტესტო სვლას ინდოეთისსხვადასხვა კეთხეებში, რითაც მიიპყრო მსოფლიო საზოგადოებისა და პრესის ყურადღება. რეპრესიები გაძლიერდა.ეროვნული კონგრესი გამოაცხადეს არალეგალურად და ლიდერები დააპატიმრეს. დემონსტრანტებს სასტიკადუსწორდებობნენ, მაგრამ ისინი მოძალადეებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ და მიწაზე წვებოდნენ. განდის დაპატიმრებამდიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიო საზოგადოებაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინტსონ ჩერჩილი მრავალწერილს იღებდა განდის მხარდასაჭერი შინაარსით, რამაც აუძულა მთავრობა დათმობაზე წასულიყო და ციხიდან გამოეშვადაპატიმრებული ლიდერები.პირველი წარმატება
  8. 8. პატიმრობა და შიმშილობა1931 წლის აგვისტოში, ლონდონში გაიმართა კონფერენცია, სადაც ინდოეთის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ინდოეთიდანმაჰათმა განდი გაემგზავრა მცირე დელეგაციით. განდი მიიღეს დიდი პატივით, თუმცა ჩერჩილმა უარი განაცხადა მასთანშეხვედრაზე. განდი მიიწვიეს ინგლისის მეფე-დედოფლის ვახშამზე, სადაც განდის ემოსა ქვედეწელზე შემოხვეული“დჰოტი” (ტრადიციული ინდური სამოსი). წვეულების დამთავრებისას ჟურნალისტმა ჰკითხა: --“თუ გიფიქრიათრომ, უფრო უკეთ გცმოდათ მეფის წვეულებაზე?“ რაზედაც განდიმ მიუგო: --“რა საჭირო იყო მე რომ მცმოდა, როდესაცორივეს სამყოფი თავად მეფე-დედოფალს ეცვა?!”. ინდოეთში ჩასვლიდან ცოტა ხანში იგი ისევ საპატიმროში აღმოჩნდა. მისისაპატიმროში ყოფნის დროს, ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც “ჰარიჯანების” (დაბალი კასტა)წარმომადგენლებს ცალკე უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რაც აშკარად მათი მოქალაქეობრივი უფლებებისშელახვა იყო. ამიტომ, განდიმ 1932 წლის 20 მარტს სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადა. ეს დღე განდის საპატივცემულოდგამოცხადდა როგორც “წმინდა მარხვის” დღედ მთელს ინდოეთში. მან თვეზე მეტი იშიმშილა, რითაც პანიკაში ჩააგდოინგლისის ადგილობრივი მმართველობა და შიშით შეპყრობილებმა რომ, განდი არ გარდაცვლილიყოსაპატიმროში, გააუქმეს აღნიშნული კანონი.
  9. 9. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა მხარდაჭერა აღუთქვა ინგლისის მთავრობასგერმანიის წინააღმდეგ, ოღონდ სანაცვლოდ მოითხოვდნენ დამოუკიდებლობის სტატუსს. ამ წინადადებაზე ინგლისმაუარი განაცხადა. 1942 წელს განდი ეროვნულ კონგრესში შევიდა წინადადებით, რათა შექმნათ ინდოეთის დროებითიმთავრობა. ინგლისის მთავრობა ისევ აპატიმრებს განდის და სხვა ლიდერებს. მთელს ინდოეთში ვრცელდება მისილოზუნგი: “სიკვდილი ან სიცოცხლეკვლავ პატიმრობა
  10. 10. განხეთქილება1943 წლის თებერვალში იგი კვლავ აცხადებს შიმშილობას რომელიც გასტანს რამოდენიმე კვირას და შესაძლებელი იყო იგიტრაგიკულად დამთავრებულიყო, რომ არა მისი ცოლი კასტურბაი, რომელიც მის გვერდით იყო ყოველთვის დაუმსუბუქებდა მას მძიმე ხვედრს. თუმცა, კასტურბაის დაეწყო გულის შეტევები და მიუხედავად განდის მცდელობისაგადაერჩინა იგი სიკვდილისგან, ვერაფერს გახდა და დაიღუპა მისი ყველაზე ერთგული მეგობარი და ცხოვრებისთანამგზავრი, ხოლო განდი ხალხის დაჟინებული მოთხოვნით ისვე ციხის გარეთ აღმოჩნდა. 1945 წელს დამთავრდა მეორემსოფლიო ომი, გარდაიცვალა ჩერჩილი, მისი ადგილი დაიკავა ეტლიმ , მრავალი ქვეყანა მხარს უჭერდა ინდოეთისდამოუკიდებლობას, მაგრამ ინდოეთის დროებით მთავრობაში განხეთქილება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენჰინდუიზმისა და მუსულმანური რელიგიის მიმდევრები. ინდოეთი მოიცვა სისხლისმღვრელმა შეტაკებებმა.სამწუხაროდ, განდი რომელიც მუდამ ქადაგებდა მშვიდობიან თანაარსებობას, უძლური აღმოჩნდა გაეჩერებინასისხლისღვრა.
  11. 11. შიმშილობის შეწყვეტა1947 წლის 3 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეტლიმ, დაამტკიცა ინდოეთის გაყოფის გეგმა ორსახელმწიფოდ: პაკისტანად-მუსულმანური ინდოელთათვის და ინდოეთად. ამავე წლის 15 აგვისტოს ინდოეთიგამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. კონფლიქტი უფრო გაღვივდა ძმებს შორის. მუსულმანი ინდოელებიდაიძრნენ ინდოეთიდან პაკისტანისკენ, ხოლო ჰინდიუს რელიგიის მიმდევრები პირიქით, პაკისტანიდან ინდოეთისაკენ.მაჰათმა განდი აღქმული იქნა, როგორც მოღალატედ ჰინდუ-ექსტრემისტების თვალში. 1948 წლის 13 იანვარს განდიმგადაწყვიტა სასჯელი საკუთარ თავზე აეღო და ისევ გამოაცხადა შიმშილობა, იმ იმედით რომ ფანატიკოსი ინდოელებიმაინც მოეგებოდნენ გონს. ხალხი აღელდა და სევდამ მოიცვა რადგან, მოხუცი განდისთვის ეს შეიძლება საბედისწეროქმედება ყოფილიყო.18 იანვარს ინდოეთის მშვიდობის კომიტეტმა ხელი მოაწერა საგანგებო პაქტს, რომელიცითვალისწინებდა ინდოეთში დარჩენილი უმცირესობების, მათ შორის-მუსლიმანთა სიცოცხლის, სარწმუნოების და პირადაქონების დაცვის გარანტიებს. ამ ფაქტის შემდგომ, განდიმ შეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა.
  12. 12. მკვლელობა30 იანვარს, როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდაჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამჯერდაახალა მოხუც განდის. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
  13. 13.  -ძალაუფლება ორნაირი არსებობს!-ერთი-სასჯელის შიშზე დამყარებული, მეორე კი – სიყვარულის ძალაზედაფუძნებული , რომელიც ათასჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე შიშზე დამყარებული ძალაუფლება. -მე უზომოდ მიყვარს ჩემო თავისუფლება, ამიტომ ისეთს არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისითავისუფლება. -პირადი ცხოვრების სიწმინდე აუცილებელი პირობაა, რათა სხვა აღზარდო და გაანათლო. -ქალის ჭეშმარიტი სილამაზე, მისი შინაგანი ბუნებაა. -აპატიო არ ნიშნავს რომ დაივიწყო. -პიროვნების ღირსება მდგომარეობს სიყვარულის უნარში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი მეგობარი ის ვინცგიყვარს. -უდიდესი ძლიერება – მტკიცე ნებისყოფაა და არა ფიზიკური ძლიერება. -სიბრძნე გამოცდილებით მტკიცდება.მაჰათმა განდის გამონათქვამები
  14. 14.  -როცა ვინმე ცდება, ჩემს თავს ვეუბნები: -- შენ არ შემცდარხარ განა? ან თუ ვინმე ვნებასაა აყოლილი მაშინაც მოვაგონებხოლმე ჩემს თავს – განა შენ არ აყოლიხარ ვნებებს? და ასე თანდათან ვრწმუნდები, რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც სხვები.თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ მე ვერ ვიქნები ბედნიერი, სანამ ყველანი არ ვიგრძნობთ, რომ ბედნიერნი ვართ. -წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების, რაგინდ კეთილშობილურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს. -არ მინდა განვჭვრიტო მომავალი, ჩემი ვალია აწმყოს გავუფრთხილდე, რადგან მომავალის ჭვრეტა ღვთის უფლებაა, მასკი ერ ჩემთვის არ მოუნიჭებია. -საკმარისი თავმდაბლობა გამაჩნია, რათა ვაღიარო საკუთარი შეცდომები და მუდამ გავაანალიზო ჩემს მიერგადადგმული ყოველი ნაბიჯი. -ძალიან იოლია თქვა, არ მწამს ღმერთი, რამეთუ ღმერთი არ გსჯის ამისათვის და გაძლევს საშუალებას რაც -გინდა ისთქვა მასზე. მაგრამ იგი ყოველ ჩვენს ქმედებას თვალს ადევნებს და მისი კანონის ყოველი დარღვევისთვის, შურისძიებისგარეშე, გვაიძულებს განვიწმინდოთ და მივიღოთ მისგან სასჯელი. -მუდამ მაოცებენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ მათ პატივით მოეპყრონ, როდესაც თავად სხვებს ამცირებენ.მაჰათმა განდის გამონათქვამები
  15. 15. მაჰათმა განდის გამონათქვამები -ცოცხალი არსებათა შორის ადამიანი ერთადერთია , რომელმაც იცის, რომ იგი ღვთის შვილია. ამდენად, ადამიანიმოვალეა მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარი მატერიალური კეთილდღეობისგაუმჯობესებაზე, არამედ იმაზეც, რომ დღითიდღე მიუახლოვდეს თავის შემოქმედს, -ღმერთს. -გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი. -მტკიცე დისციპლინა – ტანჯვით მიიღწევა. -მე ვისურვებდი – სიცოცხლეში მოვსწრებოდი ინდოეთის თავისუფლებას, მაგრამ თუ ამას ღმერთი არ მაღირსებდა,შევებრძოლებოდი არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს.

×