SlideShare a Scribd company logo
1 of 9
Download to read offline
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
მოწოდება მოსესი ღმერთის მიერ
(გამ. 3,1 _ 15; 4,1 _31) ერთხელ მოსე საქონელს აძოვებდა ერთი მთის ახლოს, რომელსაც
ერქვა ქორები. იგი ღრმად იყო ჩაფიქრებული თავისი ხალხის უბედურ მდგომარეობაზედ.
ამ დროს უცებ მთაზედ დაინახა გასაოცარი მოვლენა: ერთ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა,
მაგრამ არ იწვოდა კი. გაკვირვებულმა მოსემ თქვა: წავალ ერთი და ვნახავ, რატომ არ იწვის
მაყვლის ბუჩქი. როცა მიახლოვდა, მაყვლის ბუჩქიდან მოესმა ძახილი: მოსე, მოსე!; რაო,
უფალო? _ მიუგო მან. ნუ მოახლოვდები აქ, გაიხადე ფეხსაცმელი, ეს ადგილი წმინდაა. და
მერე დაუმატა: მე ვარ ღმერთი აბრამის, ისაკისა და იაკობისა. მაშინ მოსე აღივსო
მოკრძალებითა და შიშითა, მოიხარა თავი, დაიფარა პირისახე და კრძალვით დაუწყო სმენა.
უფალმა უთხრა: მე ვხედავ ტანჯვასა ჩემი ხალხისასა ეგვიპტეში, მსურს გამოვიხსნა იგი
ეგვიპტელების ხელიდან და გავიყვანო აღთქმულ ქვეყანაში. შენ უნდა ახლავე წახვიდე იქ
და გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ხალხი. მოსე უარზედ დადგა. იგი ფიქრობდა, ამისთანა
მძიმე და დიდი საქმის ასრულება მე როგორ შემიძლიანო. უფალს უპასუხა: განა მე ვინა
ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ეგვიპტიდან შენი ხალხი? უფალმა აღუთქვა
თავისი შემწეობა და რომ მოსე ამაში უფრო დაერწმუნებინა, უთხრა: აი, იმ მთაზედ
გადიხდის წირვასა ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ. მოსემ ჰკითხა: რო
მკითხავენ, რომელმა ღმერთმა გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო? მე ვარ არსი, ასე უთხარი: მე
გამომგზავნა არსმა ე. ი. იმან, ვინც ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება-თქო. ეს არის
ჩემი სახელი. რომ არ დაიჯერონ და მითხრან, იქნებ შენ ღმერთის გამოგზავნილი
სრულიადაც არ იყვეო, რა ვუთხრა მაშინა? ჰკითხა უფალს მოსემა. უფალმა აღუთქვა მოსეს,
რომ იგი მიანიჭებს მას თავის ძალასა. და ამ ძალით იგი იმისთანა საქმეებს მოახდენს,
რომლების მოხდენა არა კაცს არ შეუძლიან, მაშინ, უთხრა უფალმა, _ყველა დარწმუნდება,
რომ შენ ხარ გამოგზავნილი ჩემგან და ჩემის ძალით ახდენ სასწაულთ. მოსე მაინც კიდევ
უარზე იდგა. უფალო, _ უთხრა მან, _ მჭერმეტყველი კაცი მე ჩემს დღეში არა ვყოფილვარ
და, ამასთან ბლუცა ვარ. უფალმა მიუგო: ვინ მიანიჭა ადამიანს ბაგენი? ვინა ხდის ადამიანს
მუნჯად, ყრუდ, მხედველად და უსინათლოდ?
მე ხომ? მაშ, წადი: მე აგიხსნი ბაგეთა
შენთა და ჩაგაგონებ, რაც უნდა სთქვა,
შე ძმას, აჰრონსაც, წინ დაგახვედრებ და
იგი ეტყვის ხალხსა, რასაც იმას
ჩააგონებ. ამის შემდეგ მოსე
დაემორჩილა ღვთის ბრძანებასა,
გამოესალმა თავის სახლობასა და
გასწია ეგვიპტეში. გზაზედ შეხვდა მას
უფროსი ძმა აჰრონი და ერთად
მივიდნენ ისრაელებთან. აქ მათ
შეჰყარეს ებრაელთა მთავრები,
გამოუცხადეს მათ ღვთის ნება და
განკარგულება. ებრაელებმა დაიჯერეს
მოსეს ნათქვამი და სიხარულით
მადლობდნენ მოწყალე უფალსა,
შემდგომ მოსე და აჰრონი წავიდნენ
ფარაონთანა.
მოსე ფარაონის წინაშე
(გამ. 5,1 _ 23; 6,11 _ 13; 7,9 _21; 8,2 _ 24; 9,1 _18; 19,4 _29; 11,8) მოსე და
თავისი ძმა აჰრონი წარსდგნენ ფარაონის წინაშე და მოახსენეს: ასე ბრძანებს
უფალი ღმერთი ჩვენი: გაუშვი ერი ჩემი, რათა მან უდაბნოში გადიხადოს
წირვა და შემომწიროს მსხვერპლი. ფარაონმა ამაყად მიუგო: ვინ არის ეგ
ღმერთი თქვენი? მე იმას არ ვიცნობ, არც არას გავუგონებ და არც ისრაელის
ერს გავუშვებ აქედან. მარტო ამას არ დასჯერდა ფარაონი: ეტყობა, ისრაელის
ერს საქმე არა აქვს, რომ მაგისთანა რამეებზედ ფიქრობს, _ სთქვა ფარაონმა,
_ მოუმატეთ მას სამუშაო! ამის შემდეგ აღარ მისცეთ ბზე ალიზის
გასაკეთებლად. თვIთონვე აგროვონ ბზე და ალიზიც იმდენივე აკეთონ,
რამდენსაც აქამდე აკეთებდნენ. ხელმწიფის ბრძანების თანახმად
ზედამხედველები აღარ აძლევდნენ ბზეს, ალიზს კი იმდენსავე ითხოვდნენ
იმათგან, რამდენსაც წინათ, რადგანაც ებრაელები ვერ ასწრებდნენ ალიზის
დაწესებული რაოდენობის გაკეთებას, ამიტომ ზედამხედველები უდიერად
სცემდნენ. აუტანელ ტანჯვაში ჩავარდნენ ებრაელები და დაუწყეს ყვედრება
მოსეს და აჰრონსა: ღმერთმა მოგკითხოთ თქვენა, რომ გახდით მიზეზი
ჩვენი წვალების მომატებისა. მაშინ მოსემ მიმართა ღმერთს ლოცვითა:
უფალო, რად გამომგზავნე ტყუილად ფარაონთანა? მე იმას ვუთხარი, რაც
შენ ბრძანე და იმან უფრო უარესი გვიყო. მაშინ უფალმა უბრძანა მოსეს,
რომ იგი ახლად წასულიყო აჰრონითურთ ფარაონთანა და მეორედ
მოეთხოვა ისრაელი ერის გაშვება. თუ ფარაონმა გითხრათ, აბა დამიმტკიცე
რითიმე, რომ შენ სწორედ ღმერთმა გამოგგზავნაო, უბრძანე აჰრონს
ფარაონის წინაშე დააგდოს თავისი კვერთხი (ჯოხი) და იგი გველად
გადაიქცევა. მოსე სწორედ ასე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ
ფარაონმა მაინც არ გაუგონა. ეს იმიტომ, რომ გრძნეულმა ეგვიპტელებმა,
რომელთაც ფარაონმა მოუხმო თვალთმაქცობით იგივე გააკეთეს, რაც მოსემ.
ამის გამო ფარაონმა არ დაიჯერა მოსე და აჰრონი ვთისგან იყვნენ
გამოგზავნილნი და მისი ძალით მოახდინეს სასწაული. ამის შემდეგ
განრისხებულმა უფალმა ეგვიპტეს მიაყენა მრავალი სასჯელი. აი, ეს
სასჯელნიც: წყალი მდინარეებში, ტბებში, წყაროებში, ჭებში ყველგან
იქცა სისხლად და ეგვიპტელები უწყლოდ იხოცებოდნენ. მერე
გაჩნდნენ უთვალავი, საძაგელი მიწის ბაყაყები, რომელთაც აავსეს
მთელი ქვეყანა, სახლები, სადგომები და დაუკარგეს ეგვიპტელებს
მოსვენება. შემდეგ დაეცა მთელ ეგვიპტეს უთვალავი კოღო, რომელიც
არავის მოსვენებას არ აძლევდა; გაჩნდა აუარებელი შხამიანი ბუზი და
მთელი ქვეყანა მოჰფინა. ამის შემდეგ საქონელი დაავადდა ჭირითა
და მთლად გაწყდა. ადამიანებს მუწუკმა გამოაყარა და ხოცავდა მათ.
მოვიდა საშინელი სეტყვა და გაანადგურა მთელი ეგვიპტე. სეტყას
მოჰყვა კალია, რომელმაც მოსვლიპა ყველაფერი, რაც კი გადარჩენილი
იყო. სამი დღე იდგა საშინელი სიბნელე ეგვიპტეში და იყო წყვდიადი
ღამე. ყველა ეს სასჯელი დაწყებოდა ხოლმე მოსეს სიტყვითა და
მისივე სიტყვით თავდებოდა, მაგრამ არც ერთი სასჯელი არ შეხებია
იმ კუთხეს ეგვიპტისას, სადაც ცხოვრობდნენ ებრაელები. ამიტომ
ფარაონი და ეგვიპტელები ცხადად გრძნობდნენ, რომ ამ სასჯელით
მათ სჯიდა ებრაელთა უფალი იმ ტანჯვისათვის, რომელიც მათ
მიაყენეს მის ერსა. როცა სასჯელი ძალიან შეაწუხებდა ხოლმე
ეგვიპტელებსა, ფარაონი იბარებდა ხოლმე მოსეს და ეუბნებოდა:
მოგვაშორე თავიდან ეს უბედურება და გავუშვებ შენ ერს
ეგვიპტიდანო. მაგრამ რაწამს სასჯელი მოშორდებოდა, ფარაონი
თავის აღთქმას აღარ ასრულებდა, ჯიქობდა, არ უშვებდა ებრაელებს
და სხვადასხვა მიზეზით იმართლებდა თავსა. ბოლოს მრისხანებით
უთხრა მოსესა: აღარ დამენახო თვალითა, თუ კიდევ მოხვალ ჩემთანა,
იცოდე, რომ სიკვდილს ვერ გადაურჩები! მოსემ მიუგო: როგორც
ბრძანე, ისე იქნება. მე შენ ვეღარა მნახავ, თვით შენი ეგვიპტელი
მონები მოვლენ ჩემთან და შემომევედრებიან, რომ გავიდე
ეგვიპტიდან და გავიყვანო მთელი ებრაელი ერი, ვინაიდან თქვენი
ჯიუტობით განრისხებულია ღმერთი, იგი საშინელებას მოგაყენებთ
და მთელს ეგვიპტეში ატყდება საშინელი კვნესა და ტირილი.
გასვლა ისრაელთა ეგვიპტიდან
(გამ. 12,3 _ 37; 13,18 _ 22) ბოლოს ეგვიპტელებს მიადგათ საშინელი სასჯელი: როგორც ისინი
უხოცავდნენ ისრაელებს ახალნაშობ ვაჟიშვილებს, ისე ახლა იმათ დაჰკარგეს უფროსი ვაჟიშვილები.
ერთ ღამეს სიყრმის ვაჟიშვილი მოკვდა ყოველი ეგვიპტელის სახლში: ფარაონიდან დაწყებული
უკანასკნელ გლეხამდის. ხოლო ისრაელებს აგრეთვე ჰქონდათ ნათქვამი ღვთისაგან მოსეს პირით, რომ
ამ ღამეს ისინი სრულიად ყოფილიყვნენ მომზადებულნი ეგვიპტიდან გასასვლელად, ჩაცმულნი,
დახურულნი, სარტყელშემოკრულნი და აბარგულნი. ამასთან უფალმა უბრძანა მათ, აღესრულებინათ
შემდეგი წესი: ყოველ სახლობას უნდა დაეკლა ბატკანი, რომელიც ერთ წელზე მომეტებული არ უნდა
უნდა ყოფილიყო და არც რაიმე წუნი ჰქონოდა, მისი სისხლი ჯვარედინად უნდა წაესვათ კარების
თავზე გარედან, ხორცი შეეწვათ და იმ ღამესვე შეეჭამათ; ბატკნის ძვლები არც უნდა დაეხლიჩათ და
არც დაემტვრიათ და რაც კი შეუჭმელი დარჩებოდათ, უნდა ცეცხლში დაეწვათ როგორც წმინდა რამე.
ამ წესის შესრულებას დაერქვა "პასექი უფლისა” შემდეგი მიზეზის გამო; როცა იმ ღამეს სიკვდილის
ანგელოზმა ჩამოიარა ეგვიპტელების უფროსი ვაჟების დასახოცად, მშვიდად გაიარა იმ სახლების წინ,
რომლების კარებსაც ეცხო სისხლი ბატკნისა და არაფერი დაუშავა იქ მცხოვრებ ისრაელის სახლობათა.
ბატკანი, რომელიც მოამზადეს ებრაელებმა და ჭამეს ღვთისაგან ნაბრძანები წესით, წოდებულ იქნა
პასექის ბატკნად. ებრაელებმა სწორედ ისე შეასრულეს ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა. იმავე
ღამეს, სწორედ შუაღამისას, მთელ ეგვიპტეში ატყდა საშინელი ტირილი და ვაება. ყველა სახლში უცებ
მოკვდა უფროსი ვაჟიშვილი. შეშინებულმა ფარაონმა იმავ ღამეს დაუძახა მოსეს და აჰრონს და ნება
მისცა ეგვიპტიდან გასვლისა მთელი ებრაელი ერითა, ეგვიპტელები თავის მხრივ აჩქარებდნენ
ებრაელებს და ეუბნებოდნენ: გაგვეცალენით ჩქარა, თორემ თქვენი გულისათვის სულ
ამოვიჟლიტებით. ებრაელები გაუდგნენ გზასა. მათ თან მიჰქონდათ ყველაფერი თავისი ნივთეულობა,
სარჩო და სიმდიდრე. თან მიჰყავდათ საქონელი. იმათ გასწიეს ჩრდილოეთისაკენ, რადგანაც აღთქმის,
ანუ ქანაანის ქვეყანა, სადაც მათი წინაპარნი ცხოვრობდნენ, ჩრდილოეთისაკენ იყო. მათ თან წაიღეს
იოსების ძვლებიცა, თანახმად მისი ანდერძისა, ერი ისეთი მრავალი იყო, რომ მარტო სრული ხნის
ვაჟკაცების რიცხვი შეადგენდა ექვსას ათასს. მოსე წინ მიუძღოდა, ხოლო გზას უჩვენებდა თვით
უფალი: იმათ წინ, მაღლა ცაში, მიდიოდა ღრუბლით ანგელოზი უფლისა; დღისით ეს ღრუბელი
უჩრდილებდა მათ და იფარავდა უდაბნოს სიცხისაგან, ხოლო ღამე ცეცხლის სვეტად იქცეოდა და
უნათებდა გზასა.
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
გაფორმება: კობა ქსოვრელი

More Related Content

What's hot

საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~Koba Ksovreli
 
The holy bible in georgian (gospels, acts, james)
The holy bible in georgian (gospels, acts, james)The holy bible in georgian (gospels, acts, james)
The holy bible in georgian (gospels, acts, james)WorldBibles
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ Koba Ksovreli
 

What's hot (11)

საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
 
The holy bible in georgian (gospels, acts, james)
The holy bible in georgian (gospels, acts, james)The holy bible in georgian (gospels, acts, james)
The holy bible in georgian (gospels, acts, james)
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
 

Similar to საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~

Similar to საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~ (7)

Georgian - The Protevangelion.pdf
Georgian - The Protevangelion.pdfGeorgian - The Protevangelion.pdf
Georgian - The Protevangelion.pdf
 
Georgian-Testament of Joseph.pdf
Georgian-Testament of Joseph.pdfGeorgian-Testament of Joseph.pdf
Georgian-Testament of Joseph.pdf
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
 
Georgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdf
Georgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdfGeorgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdf
Georgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdf
 
Georgian - Testament of Naphtali.pdf
Georgian - Testament of Naphtali.pdfGeorgian - Testament of Naphtali.pdf
Georgian - Testament of Naphtali.pdf
 
Georgian - Book of Baruch.pdf
Georgian - Book of Baruch.pdfGeorgian - Book of Baruch.pdf
Georgian - Book of Baruch.pdf
 
Georgian - Testament of Benjamin.pdf
Georgian - Testament of Benjamin.pdfGeorgian - Testament of Benjamin.pdf
Georgian - Testament of Benjamin.pdf
 

საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~

  • 3. მოწოდება მოსესი ღმერთის მიერ (გამ. 3,1 _ 15; 4,1 _31) ერთხელ მოსე საქონელს აძოვებდა ერთი მთის ახლოს, რომელსაც ერქვა ქორები. იგი ღრმად იყო ჩაფიქრებული თავისი ხალხის უბედურ მდგომარეობაზედ. ამ დროს უცებ მთაზედ დაინახა გასაოცარი მოვლენა: ერთ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა კი. გაკვირვებულმა მოსემ თქვა: წავალ ერთი და ვნახავ, რატომ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. როცა მიახლოვდა, მაყვლის ბუჩქიდან მოესმა ძახილი: მოსე, მოსე!; რაო, უფალო? _ მიუგო მან. ნუ მოახლოვდები აქ, გაიხადე ფეხსაცმელი, ეს ადგილი წმინდაა. და მერე დაუმატა: მე ვარ ღმერთი აბრამის, ისაკისა და იაკობისა. მაშინ მოსე აღივსო მოკრძალებითა და შიშითა, მოიხარა თავი, დაიფარა პირისახე და კრძალვით დაუწყო სმენა. უფალმა უთხრა: მე ვხედავ ტანჯვასა ჩემი ხალხისასა ეგვიპტეში, მსურს გამოვიხსნა იგი ეგვიპტელების ხელიდან და გავიყვანო აღთქმულ ქვეყანაში. შენ უნდა ახლავე წახვიდე იქ და გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ხალხი. მოსე უარზედ დადგა. იგი ფიქრობდა, ამისთანა მძიმე და დიდი საქმის ასრულება მე როგორ შემიძლიანო. უფალს უპასუხა: განა მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ეგვიპტიდან შენი ხალხი? უფალმა აღუთქვა თავისი შემწეობა და რომ მოსე ამაში უფრო დაერწმუნებინა, უთხრა: აი, იმ მთაზედ გადიხდის წირვასა ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ. მოსემ ჰკითხა: რო მკითხავენ, რომელმა ღმერთმა გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო? მე ვარ არსი, ასე უთხარი: მე გამომგზავნა არსმა ე. ი. იმან, ვინც ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება-თქო. ეს არის ჩემი სახელი. რომ არ დაიჯერონ და მითხრან, იქნებ შენ ღმერთის გამოგზავნილი სრულიადაც არ იყვეო, რა ვუთხრა მაშინა? ჰკითხა უფალს მოსემა. უფალმა აღუთქვა მოსეს, რომ იგი მიანიჭებს მას თავის ძალასა. და ამ ძალით იგი იმისთანა საქმეებს მოახდენს, რომლების მოხდენა არა კაცს არ შეუძლიან, მაშინ, უთხრა უფალმა, _ყველა დარწმუნდება, რომ შენ ხარ გამოგზავნილი ჩემგან და ჩემის ძალით ახდენ სასწაულთ. მოსე მაინც კიდევ უარზე იდგა. უფალო, _ უთხრა მან, _ მჭერმეტყველი კაცი მე ჩემს დღეში არა ვყოფილვარ და, ამასთან ბლუცა ვარ. უფალმა მიუგო: ვინ მიანიჭა ადამიანს ბაგენი? ვინა ხდის ადამიანს მუნჯად, ყრუდ, მხედველად და უსინათლოდ?
  • 4. მე ხომ? მაშ, წადი: მე აგიხსნი ბაგეთა შენთა და ჩაგაგონებ, რაც უნდა სთქვა, შე ძმას, აჰრონსაც, წინ დაგახვედრებ და იგი ეტყვის ხალხსა, რასაც იმას ჩააგონებ. ამის შემდეგ მოსე დაემორჩილა ღვთის ბრძანებასა, გამოესალმა თავის სახლობასა და გასწია ეგვიპტეში. გზაზედ შეხვდა მას უფროსი ძმა აჰრონი და ერთად მივიდნენ ისრაელებთან. აქ მათ შეჰყარეს ებრაელთა მთავრები, გამოუცხადეს მათ ღვთის ნება და განკარგულება. ებრაელებმა დაიჯერეს მოსეს ნათქვამი და სიხარულით მადლობდნენ მოწყალე უფალსა, შემდგომ მოსე და აჰრონი წავიდნენ ფარაონთანა.
  • 5. მოსე ფარაონის წინაშე (გამ. 5,1 _ 23; 6,11 _ 13; 7,9 _21; 8,2 _ 24; 9,1 _18; 19,4 _29; 11,8) მოსე და თავისი ძმა აჰრონი წარსდგნენ ფარაონის წინაშე და მოახსენეს: ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ჩვენი: გაუშვი ერი ჩემი, რათა მან უდაბნოში გადიხადოს წირვა და შემომწიროს მსხვერპლი. ფარაონმა ამაყად მიუგო: ვინ არის ეგ ღმერთი თქვენი? მე იმას არ ვიცნობ, არც არას გავუგონებ და არც ისრაელის ერს გავუშვებ აქედან. მარტო ამას არ დასჯერდა ფარაონი: ეტყობა, ისრაელის ერს საქმე არა აქვს, რომ მაგისთანა რამეებზედ ფიქრობს, _ სთქვა ფარაონმა, _ მოუმატეთ მას სამუშაო! ამის შემდეგ აღარ მისცეთ ბზე ალიზის გასაკეთებლად. თვIთონვე აგროვონ ბზე და ალიზიც იმდენივე აკეთონ, რამდენსაც აქამდე აკეთებდნენ. ხელმწიფის ბრძანების თანახმად ზედამხედველები აღარ აძლევდნენ ბზეს, ალიზს კი იმდენსავე ითხოვდნენ იმათგან, რამდენსაც წინათ, რადგანაც ებრაელები ვერ ასწრებდნენ ალიზის დაწესებული რაოდენობის გაკეთებას, ამიტომ ზედამხედველები უდიერად სცემდნენ. აუტანელ ტანჯვაში ჩავარდნენ ებრაელები და დაუწყეს ყვედრება მოსეს და აჰრონსა: ღმერთმა მოგკითხოთ თქვენა, რომ გახდით მიზეზი ჩვენი წვალების მომატებისა. მაშინ მოსემ მიმართა ღმერთს ლოცვითა: უფალო, რად გამომგზავნე ტყუილად ფარაონთანა? მე იმას ვუთხარი, რაც შენ ბრძანე და იმან უფრო უარესი გვიყო. მაშინ უფალმა უბრძანა მოსეს, რომ იგი ახლად წასულიყო აჰრონითურთ ფარაონთანა და მეორედ მოეთხოვა ისრაელი ერის გაშვება. თუ ფარაონმა გითხრათ, აბა დამიმტკიცე რითიმე, რომ შენ სწორედ ღმერთმა გამოგგზავნაო, უბრძანე აჰრონს ფარაონის წინაშე დააგდოს თავისი კვერთხი (ჯოხი) და იგი გველად გადაიქცევა. მოსე სწორედ ასე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაუგონა. ეს იმიტომ, რომ გრძნეულმა ეგვიპტელებმა, რომელთაც ფარაონმა მოუხმო თვალთმაქცობით იგივე გააკეთეს, რაც მოსემ.
  • 6. ამის გამო ფარაონმა არ დაიჯერა მოსე და აჰრონი ვთისგან იყვნენ გამოგზავნილნი და მისი ძალით მოახდინეს სასწაული. ამის შემდეგ განრისხებულმა უფალმა ეგვიპტეს მიაყენა მრავალი სასჯელი. აი, ეს სასჯელნიც: წყალი მდინარეებში, ტბებში, წყაროებში, ჭებში ყველგან იქცა სისხლად და ეგვიპტელები უწყლოდ იხოცებოდნენ. მერე გაჩნდნენ უთვალავი, საძაგელი მიწის ბაყაყები, რომელთაც აავსეს მთელი ქვეყანა, სახლები, სადგომები და დაუკარგეს ეგვიპტელებს მოსვენება. შემდეგ დაეცა მთელ ეგვიპტეს უთვალავი კოღო, რომელიც არავის მოსვენებას არ აძლევდა; გაჩნდა აუარებელი შხამიანი ბუზი და მთელი ქვეყანა მოჰფინა. ამის შემდეგ საქონელი დაავადდა ჭირითა და მთლად გაწყდა. ადამიანებს მუწუკმა გამოაყარა და ხოცავდა მათ. მოვიდა საშინელი სეტყვა და გაანადგურა მთელი ეგვიპტე. სეტყას მოჰყვა კალია, რომელმაც მოსვლიპა ყველაფერი, რაც კი გადარჩენილი იყო. სამი დღე იდგა საშინელი სიბნელე ეგვიპტეში და იყო წყვდიადი ღამე. ყველა ეს სასჯელი დაწყებოდა ხოლმე მოსეს სიტყვითა და მისივე სიტყვით თავდებოდა, მაგრამ არც ერთი სასჯელი არ შეხებია იმ კუთხეს ეგვიპტისას, სადაც ცხოვრობდნენ ებრაელები. ამიტომ ფარაონი და ეგვიპტელები ცხადად გრძნობდნენ, რომ ამ სასჯელით მათ სჯიდა ებრაელთა უფალი იმ ტანჯვისათვის, რომელიც მათ მიაყენეს მის ერსა. როცა სასჯელი ძალიან შეაწუხებდა ხოლმე ეგვიპტელებსა, ფარაონი იბარებდა ხოლმე მოსეს და ეუბნებოდა: მოგვაშორე თავიდან ეს უბედურება და გავუშვებ შენ ერს ეგვიპტიდანო. მაგრამ რაწამს სასჯელი მოშორდებოდა, ფარაონი თავის აღთქმას აღარ ასრულებდა, ჯიქობდა, არ უშვებდა ებრაელებს და სხვადასხვა მიზეზით იმართლებდა თავსა. ბოლოს მრისხანებით უთხრა მოსესა: აღარ დამენახო თვალითა, თუ კიდევ მოხვალ ჩემთანა, იცოდე, რომ სიკვდილს ვერ გადაურჩები! მოსემ მიუგო: როგორც ბრძანე, ისე იქნება. მე შენ ვეღარა მნახავ, თვით შენი ეგვიპტელი მონები მოვლენ ჩემთან და შემომევედრებიან, რომ გავიდე ეგვიპტიდან და გავიყვანო მთელი ებრაელი ერი, ვინაიდან თქვენი ჯიუტობით განრისხებულია ღმერთი, იგი საშინელებას მოგაყენებთ და მთელს ეგვიპტეში ატყდება საშინელი კვნესა და ტირილი.
  • 7. გასვლა ისრაელთა ეგვიპტიდან (გამ. 12,3 _ 37; 13,18 _ 22) ბოლოს ეგვიპტელებს მიადგათ საშინელი სასჯელი: როგორც ისინი უხოცავდნენ ისრაელებს ახალნაშობ ვაჟიშვილებს, ისე ახლა იმათ დაჰკარგეს უფროსი ვაჟიშვილები. ერთ ღამეს სიყრმის ვაჟიშვილი მოკვდა ყოველი ეგვიპტელის სახლში: ფარაონიდან დაწყებული უკანასკნელ გლეხამდის. ხოლო ისრაელებს აგრეთვე ჰქონდათ ნათქვამი ღვთისაგან მოსეს პირით, რომ ამ ღამეს ისინი სრულიად ყოფილიყვნენ მომზადებულნი ეგვიპტიდან გასასვლელად, ჩაცმულნი, დახურულნი, სარტყელშემოკრულნი და აბარგულნი. ამასთან უფალმა უბრძანა მათ, აღესრულებინათ შემდეგი წესი: ყოველ სახლობას უნდა დაეკლა ბატკანი, რომელიც ერთ წელზე მომეტებული არ უნდა უნდა ყოფილიყო და არც რაიმე წუნი ჰქონოდა, მისი სისხლი ჯვარედინად უნდა წაესვათ კარების თავზე გარედან, ხორცი შეეწვათ და იმ ღამესვე შეეჭამათ; ბატკნის ძვლები არც უნდა დაეხლიჩათ და არც დაემტვრიათ და რაც კი შეუჭმელი დარჩებოდათ, უნდა ცეცხლში დაეწვათ როგორც წმინდა რამე. ამ წესის შესრულებას დაერქვა "პასექი უფლისა” შემდეგი მიზეზის გამო; როცა იმ ღამეს სიკვდილის ანგელოზმა ჩამოიარა ეგვიპტელების უფროსი ვაჟების დასახოცად, მშვიდად გაიარა იმ სახლების წინ, რომლების კარებსაც ეცხო სისხლი ბატკნისა და არაფერი დაუშავა იქ მცხოვრებ ისრაელის სახლობათა. ბატკანი, რომელიც მოამზადეს ებრაელებმა და ჭამეს ღვთისაგან ნაბრძანები წესით, წოდებულ იქნა პასექის ბატკნად. ებრაელებმა სწორედ ისე შეასრულეს ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა. იმავე ღამეს, სწორედ შუაღამისას, მთელ ეგვიპტეში ატყდა საშინელი ტირილი და ვაება. ყველა სახლში უცებ მოკვდა უფროსი ვაჟიშვილი. შეშინებულმა ფარაონმა იმავ ღამეს დაუძახა მოსეს და აჰრონს და ნება მისცა ეგვიპტიდან გასვლისა მთელი ებრაელი ერითა, ეგვიპტელები თავის მხრივ აჩქარებდნენ ებრაელებს და ეუბნებოდნენ: გაგვეცალენით ჩქარა, თორემ თქვენი გულისათვის სულ ამოვიჟლიტებით. ებრაელები გაუდგნენ გზასა. მათ თან მიჰქონდათ ყველაფერი თავისი ნივთეულობა, სარჩო და სიმდიდრე. თან მიჰყავდათ საქონელი. იმათ გასწიეს ჩრდილოეთისაკენ, რადგანაც აღთქმის, ანუ ქანაანის ქვეყანა, სადაც მათი წინაპარნი ცხოვრობდნენ, ჩრდილოეთისაკენ იყო. მათ თან წაიღეს იოსების ძვლებიცა, თანახმად მისი ანდერძისა, ერი ისეთი მრავალი იყო, რომ მარტო სრული ხნის ვაჟკაცების რიცხვი შეადგენდა ექვსას ათასს. მოსე წინ მიუძღოდა, ხოლო გზას უჩვენებდა თვით უფალი: იმათ წინ, მაღლა ცაში, მიდიოდა ღრუბლით ანგელოზი უფლისა; დღისით ეს ღრუბელი უჩრდილებდა მათ და იფარავდა უდაბნოს სიცხისაგან, ხოლო ღამე ცეცხლის სვეტად იქცეოდა და უნათებდა გზასა.