Isolation/deisolation of abkhazia in western paradigm-geo

403 views
366 views

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
403
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2
Actions
Shares
0
Downloads
2
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Isolation/deisolation of abkhazia in western paradigm-geo

  1. 1. დასავლური პარადიგმის ფარგლებში აფხაზეთის „იზოლაცია/დეიზოლაციის“ საკითხი ქეთევან ციხელაშვილი მარტი 2011 1
  2. 2. 2008 წლის აგვისტოს კრიზისმა და მოსკოვის მიერ სეპარატისტული რეგიონებისცალმხრივმა ცნობამ შეცვალა კონფლიქტების ‘ტოპოგრაფია’ საქართველოში. ყველაის მექანიზმი, რომელსაც მყიფე მშვიდობიანი პროცესი ეყრდნობოდა, დაიშალა.აფხაზეთიდან გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) გასვლასა და „დსთ–სცისფერჩაფხუტიანთა“ დამატებითი შეიარაღებითა და პირადი შემადგენლობითგაძლიერებულ რუსეთის რეგულარულ არმიად მყისიერ გადაქცევასთან ერთად,ფაქტობრივად, შეწყდა საერთაშორისო სადამკვირვებლო და „სამშვიდობო“მანდატები. კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესები, ძირითადად, იგივედარჩა, თუმცა შეიცვალა მათი მდგომარეობა. ზოგადად, კონფლიქტის მოგვარებისპერსპექტივა გაცილებით გაუარესდა. ომს, რომელმაც, რონალდ ასმუსის მსგავსადმიიჩნევენ, რომ „მსოფლიო შეძრა“, საქართველოსა და რეგიონის ფარგლებს გარეთაცმოჰყვა რეზონანსი. ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ამ ომში აშკარაგამარჯვებული არ გამოვლენილა, ვინაიდან სხვადასხვა დოზით, მაგრამ ვერცერთმამხარემ შეძლო საკუთარი ინტერესების სრულად დაკმაყოფილება.1 შეილახა 2დასავლეთის ინტერესებიც, რომელთა არსიც, უპირველესად, მშვიდობისა დასტაბილურიბის შენარჩუნებაა. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა ვირტუალურად „ახალირეალობა“, რომლის გათვალისწინებითაც როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ ახალიპარადიგმები შეიქმნა.ყველა უფლება დაცულია © ქეთევან ციხელაშვილი, 201150/1 რუსთაველის გამზ. 0108, თბილისი, საქართველოტელ/ფაქს: +995 322 931128მობ: +995 599 14 52 13მეილი: ktsikhelashvili@ei-lat.geURL: www.ei-lat.ge1 საქართველოში კონფლიქტების შესახებ ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია,ხელმისაწვდომია შემდგომ მისამართზე: http://www.ceiig.ch/, გვ.322 აქ ტერმინი „დასავლეთი“ მიზანმიმართულად გამოიყენება ორივე აშშ–სა და ევროკავშირისაღსანიშნავად,, ისევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით, რომელთა შემადგენლობაშიცერთის ან მეორის წარმომადგენლები ჭარბობენ. 2
  3. 3. „ახალი“ დასავლური ხედვა – განვითარება და მახასიათებლებიდასავლური პარადიგმა, რომელიც თავდაპირველად, რეაგირებას გულისხმობდა,დროთა განმავლობაში, ანალიზისა და გადაფასების ეტაპის გავლით, პრო–აქტიურადგარდაიქმნა.დასავლეთი, რომელმაც ვერ შეძლო მზარდი კრიზისის პრევენცია, იძულებულიგახდა რეაგირება მოეხდინა განვითარებულ დრამატულ მოვლენებზე. ერთის მხრივ,მისი პირველადი რეაქციის მთავარ ამოცანას ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტისაუცილებლობა განისაზღვრავდა. რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ აშშ–სადმინისტრაციისა და ბრიუსელის მხრიდან მკაცრი განცხადებები გაკეთდა.ზოგიერთი ევროპელი ლიდერი მხარდაჭერის საჩვენებლად, რისკის მიუხედავად,პირადად ჩავიდა საქართველოში. კრიზისის დროს, თბილისს ესტუმრა ასევე აშშ–სსახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი. მალევე, ამერიკული მხარდაჭერისდემონსტრაციის მიზნით, აშშ სამხედრო ხომალდი ფოთის პორტში შევიდა. თუმცა,სწორედ ევროკავშირი, საფრანგეთის თავჯდომარეობით, საკმაოდ სწრაფად ჩაუდგაპოლიტიკურ პროცესს სათავეში და მიაღწია უშუალო მიზანს – ცეცხლის შეწყვეტასექვსპუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე.ევროკავშირმა, ასევე მისთვის ერთგვარად უჩვეულოდ სწრაფ ტემპში პროცესშიჩართო „ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ (ESDP)სამოქალაქო მისია – ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია (EUMM), რომელიც მაშინ200 დამკვირველისგან შედგებოდა და რომლის მოვალეობაც იყო „გადაემოწმებინათყველა მონაწილე მხარის მიერ ევროკავშირის ეგიდით გაფორმებული, საქართველოსადა რუსეთის მიერ ხელმოწერილი 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი და 2008 წლის 8სექტემბრის „განსახორციელებელი ზომების“ შეთანხმებების პირობების 3შესრულება.“ თუმცაღა, დღემდე მისია აწყდება იმას, რასაც ხშირად „ცალმხრივკონსტრუქტივიზმს“ უწოდებენ ხოლმე და რაც გულისხმობს შეთანხმებით აღებულივალდებულებების მხოლოდ საქართველოს მხარის მიერ შესრულებას. ვიდრერუსული მხარე უარს ამბობს შეთანხმების პირობების შესრულებაზე, სამხედროშენაერთების გაყვანასა და კრიზისამდელ მდგომარეობის აღდგენაზე, ასევე ვიდრეაფხაზური და რუსული მხარეები არ უშვებენ ევროპელ დამკვირვებლებსკონფლიქტის ზონაში, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია (EUMM)არასრულფასოვან ინსტრუმენტად რჩება.მეორეს მხრივ, დასავლეთის მკაფიო და ცალსახა რეაქცია მოჰყვა მოსკოვისგადაწყვეტილებას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების„დამოუკიდებლობის“ ცნობის შესახებ. საერთაშორისო საზოგადოებისინდივიდუალური და კოლექტიური პასუხი, იქნებოდა ეს ვაშინგტონი,3 EUMM ოფიციალური ვებ–გვერდი, http://www.eumm.eu/en/about_eumm 3
  4. 4. ევროკავშირის სტრუქტურები თუ ცალკეული წევრი ქვეყნები, ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსი, ეუთო, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები,დსთ–ს ზოგიერთი ქვეყანა და გაერო, შესაძლოა განსხვავებული ტონითა დასიმძაფრით,4 მაგრამ ერთხმად გმობდა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებდა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.მესამე მხრივ, დასავლეთის რეაქცია მოყვა კრიზისამდე არსებული მოლაპარაკებებისყველა ფორმატის ჩაშლასაც. მკვეთრი პოლარიზაციის გასაქარწყლებლად დაპროცესის მოლაპარაკებების ფორმატში გადაყვანის მიზნით, საერთაშორისომხარდაჭერით დაიწყო ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც ევროკავშირი, გაერო დაეუთო შუამავლობენ მხარეებად წარმოდგენილ აშშ–ს, საქართველოსა და რუსეთს.ჟენევის მოლაპარაკებებში უზრუნველყოფილ იქნა აფხაზური და სამხრეთ ოსურიმხარეების წარმომადგენლობაც. მოლაპარაკებების ამ ფორმატს ითვალისწინებდაიგივე 2008 წლის 8 სექტემბრის „განსახორციელებელი ზომების“ შეთანხმება, რომლისსაფუძველზეც საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია (EUMM)გააქტიურდა და რომლის ზოგადი მიზანი იყო 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანიშეთანხმების შევსება ქმედითი ინსტრუმენტებით. ჟენევის ფორმატი თავისთავადღირებულია, როგორც დისკუსიის ერთადერთი საშუალება. თუმცა დღემდეგამართული თოთხმეტი რთული მოლაპარაკების რაუნდი უფრო პოლიტიკურიდრამის პლატფორმაა, ვიდრე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების, მათშორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემებისგადაჭრაზე მიმართული მექანიზმი. ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეთა მიერსაკუთარი როლის, სტატუსისა და ამოცანების განსხვავებული აღქმა ხელს უშლისკონკრეტული შედეგების მიღწევას. შესაბამისად, ზოგიერთ მნიშვნელოვანიგადაწყვეტილება ამ ფორმატის გარეთ გადის. ამის მნიშვნელოვან მაგალითადშესაძლოა მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ძალის გამოყენებაზე ცალმხრივად უარისგანაცხადი ევროპული პარლამენტის წინაშე, რამაც საერთაშორისო საზოგადოებისპოზიტიური შეფასებები დაიმსახურა.54 მაგალითად, პრეზიდენტმა ბუშმა უწოდა მას „უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება“ West condemnsRussia over Georgia, BBC News, 26 August, 2008, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7583164.stm5 წარმოთქმულ იქნა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ევროპული პარლამენტის წინაშე 23 ნოემბერს,ადრე გამოქვეყნდა „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის: ჩართულობათანამშრომლობის გზით“ ფარგლებში, რომლის პრეამბულაშიც ვკითხულობთ the Preamble of whichreads: “საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდმშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტისგადაწყვეტის შესაძლებლობას”, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:http://www.smr.gov.ge/uploads/file/SMR-Strategy-en.pdf 4
  5. 5. მეოთხე რიგში, დასავლეთის რეაქცია მოჰყვა იმ დიდ ფიზიკურ და მატერიალურზარალს, რაც საქართველომ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად განიცადადა რამაც გამოხატულება ჰპოვა ეკონომიკური ზრდის შენელებასა და საინვესტიციოგარემოს გაუარესებაში, ინფრასტრუქტურის ნგრევასა და ჰუმანიტარულიმდგომარეობის გაუარესებაში, კონფლიქტური ზონებიდან ათიათასობით ეთნიკურიქართველის ხელახალი გამოდევნის ფონზე. 2008 წლის ოქტომბერში შედგა ე.წ.დონორთა კონფერენცია, რომელმაც საქართველოსათვის 4,5 მილიარდი დოლარიგამოჰყო (მათ შორის სესხებისა და კრედიტების სახით), რაც საქართველოსთვისმნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენდა, განსაკუთრებით მზარდი ფინანსურიკრიზისის პირობებში.შემდგომში დასავლეთი რეაგირებიდან მდგომარეობისა და „ახალი სინამდვილის“შეფასების ეტაპზე გადავიდა, რაც საერთაშორისო საზოგადოების პოზიციების„გადაფასებას, კორექტირებასა და გამყარებას“ ისახავდა მიზნად (როგორც ამას„საქართველოში კონფლიქტის შესახებ ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელისაერთაშორისო მისია“-ე.წ. „ტალიავინის ანგარიში“ აყალიბებს).ერთ–ერთი ძირითადი გარდატეხა დასავლურ ხედვაში უკავშირდებოდაკონფლიქტების კონტექსტისა და განზომილების აღქმას. რუსეთმა ფაქტობრივადღიად გამოავლინა თავი კონფლიქტის მხარედ რაც, თავისთავად არ წარმოადგენდასიახლეს ქართული მხარისათვის.6 2008 წლის აგვისტომდე გაცილებით ადრე,თბილისი მოსკოვს განიხილავდა, როგორც დაინტერესებულ მხარეს დამიკერძოებულ ‘შუამავალს,’ რაც, თავის მხრივ, განაპირობებდა უკანასკნელი ორიათწლეულის განმავლობაში რუსულ–ქართული ურთიერთობების პერიპეტიებსა დასამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის პროგრესსა თუ უკუსვლას შორის არსებულ‘უცნაური’ უკუკავშირს.ამიერიდან, დასავლეთმა პირდაპირ ან ირიბად მაინც აღიარა ეს ფაქტი. საქართველოსტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები უკავშირდება ან განიხილება როგორცრუსეთ–საქართველოს დაპირისპირების ნაწილი, ხშირად უფრო ფართოგეოპოლიტიკური მოცემულობების გათალისწინებით. 2011 წლის 17 იანვრისგანცხადებაში, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის განსაკუთრებულმაწარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ აღნიშნა, რომ არსებობს „კონფლიქტებისსხვადასხვა დონე – როგორც სახელმწიფოთა შორისი ისე შიდა სახელმწიფოებრივი,6 იხილეთ Archil Gegeshidze, “The August Events: Background Factors of the Crisis, Causes and Prospectsof Elimination,” in Crisis in Georgia 2008: Preconditions, Reality, Perspectives, 2009, ხელმისაწვდომია შემდეგმისამართზე http://fes.ge/de/images/Fes_Files/09_GeoP/crisis%202008%20in%20georgia_final.pdf 5
  6. 6. და ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ორივე მათგანზე, იმისათვის რომკონფლიქტის მოგვარების მცდელობა საბოლოო ჯამში წარმატებული იყოს .“7კონფლიქტის მრავალგანზომილებიანი ხასიათი აგრეთვე აღინიშნა „ტალიავინისანგარიშშიც:“8„კონფლიქტს ახასიათებს სამი დამოუკიდებელი, მაგრამ ურთიერთდაკავშირებულიდონე: – საქართველოს ხელისფლებასა და საქართველოს საზღვრებში მცხოვრებ უმცირესობათა შორის მოუგვარებელი ურთიერთობები; – დაძაბული და გაურკვეველი ურთიერთობები საქართველოსა და მის ძლიერ ჩრდილოელ მეზობელ რუსეთს შორის; – ძირითადი საერთაშორისო, როგორც რეგიონალური, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფი მოთამაშეების გეო–სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს პოლიტიკური გავლენის, ენერგორესურსებზე წვდომისა და სხვა სტრატეგიული აქტივებისათვის.“უკანასკნელი პუნქტის ფარგლებში აღირებულია მოცემული კონფლიქტისმასშტაბურობა. კონფლიქტის შემდგომ ძალიან მალე დასავლეთმა მიიღოსერიოზული გამოწვევა. რუსეთმა, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულიაგრესიის საერთაშორისო დონეზე გაკიცხვის ფონზე, უკან დახევის ნაცვლად,მაშინვე მსოფლიო წესწყობის „ახალი პრინციპები“ წამოსწია წინ. მოსკოვისძალისხმევა ‘წითელი ხაზით’ შემოესაზღვრა ე.წ. „პრივილეგირებული ინტერესების“არეალი,9 დასავლეთმა მიუღებლად მიიჩნია, როგორც „ევროპაში ახალი გამყოფიხაზების“10 გავლების მცდელობა, რის გამოც რუსეთის „პრეტენზია... ქონდეს სხვასახელმწიფოთა შიდა თუ საგარეო საქმეებში ჩარევის განსაკუთრებული უფლება“7 პიტერ სემნების გამოსვლა ევროსაბჭოს ეროვნული ასამბლეის წინაშე, პარიზი, 2011 წლის 17 იანვარი“ჩართულობის, დიალოგისა და თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ რუსეთ–საქართველოსომის შედეგების უგულებელსაყოფად: მომავლისკენ მიმართული მიდგომა“8 საქართველოში კონფლიქტების შესახებ ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია,ტომი II, გვ. 33; ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://www.ceiig.ch/9 New Russian World Order: the Five Principles, BBC News, 1 September, 2008, ხელმისაწვდომია შემდეგმისამართზე: http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7591610.stm10 Ferrero Walder, ციტატა გადაცემიდან BBC News on “EU’s Show of Unity Over Georgia”, 2008 წლის 1სექტემბერი, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://news.bbc.co.uk/2/hi/7592972.stm 6
  7. 7. დაგმობილ იქნა, როგორც „საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამობაში მყოფი“მოთხოვნა.11გარდა ამისა, დასავლური საზოგადოებისათის ცხადი გახდა რუსეთის მცდელობაერთგვარი ‘სამაგიერო’ გადაეხადა კოსოვოსათვის. შესაბამისი მინიშნებებიკეთდებოდა რუსეთის ლიდერების განცხადებებში, სადაც ისინი აგრესიისგასამართლებლად „ჰუმანიტარული აუცილებლობაზე“ აპელირებდნენ, მაშინ როცაამ არგუმენტის გამოყენება მათი მხრიდან ჩეჩნეთის სავალალო გამოცდილებისფონზე ცინიკურად ჟღერდა. შესაბამისად, ფაქტების დამდგენმა დამოუკიდებელმასაერთაშორისო მისიამ, რომელიც არა ვარაუდებით, არამედ გამოძიების შედეგებითხელმძღვანელობდა, ანგარიშში დაასკვნა, რომ „რუსეთის ჩარევას არ გააჩნდაჰუმანიტარული ხასიათი.“12იგივე ანგარიშში იკვეთება რამდენიმე დაკვირვება, რაც დასავლური პარადიგმისშემადგენლად შეიძლება მივიჩნიოთ, განსაკუთრებით საერთაშორისო სამართალზედაფუძნებული „არაღიარების“ პრინციპთან მიმართებაში.13 “საერთაშორისო სამართალი არ ცნობს უფლებას ცალმხრივად შეიქმნას ახალისახელმწიფო თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, გარდა კოლონიებისა დააპართეიდის შემთხვევებისა.“ გამოყოფის საფუძვლად მიჩნეული ისეთი‘ექსტრემალური ვითარება,’ როგორიც არის გენოციდი, მოცემულ შემთხვევაშიუსაფუძვლოდ და დაუდასტურებლად იქნა აღიარებული.მეტიც, ანგარიშის მიხედვით, „არსებობს რამდენიმე მაჩვენებელი, რაც მიანიშნებსრომ ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი [მაგრამ] ქართველების მიმართ სამხრეთოსეთში როგორც 2008 წლის კონფლიქტის დროს, ასევე მის შემდეგაც.“ აფხაზებისადა რუსების მიერ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ზემო კოდორის ხეობისძალადობრივი დაკავებაც მოცემული ანგარიშის შესწავლის საგანი გახდა.აღნიშნული ქმედება აღიარებულია უკანონოდ, არღვევს რა საერთაშორისოსამართლის მოთხოვნებსა და კონკრეტული შეთანხმებების პირობებს.14ის, რაც ყველაზე მეტად უთხრის ძირს სეპარატისტულ მოთხოვნებს, გახლავთხელოვნური „დემოგრაფიული ინჟინერია“ სასურველი ეთნიკური ჯგუფებისსასარგებლოდ სხვათა ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის ხარჯზე, რაცსრულიად აქარწყლებს „კანონიერებისა“ თუ „ჰუმანიტარული საჭიროების“11 “Tagliavini Report”, იგივე ნაშრომი., ტომი II, გვ. 712 “Tagliavini report”, ტომი II, გვ. 2413 დამატებითი მასალა: John Dugard and Daviod Raič, “The role of recognition in trhe law and practice ofsecession”, in “Secession”, Marcelo G. Kohen (Ed.), Cambridge University Press, 2006, pp. 94-11014 “Tagliavini report”, იგივე ნაშრომი. განსაკუთრებით მე–17 და 24 პარაგრაფები 7
  8. 8. პრეტენზიებს საერთაშორისო სამართლის კონტექსტში. ამ მხრივ, მდგომარეობაგანსაკუთრებით მძიმეა აფხაზეთის შემთხევაში. 2011 წლის იანვარის ე.წ. აფხაზურ–რუსული გაერთიანებული კომისიის გადაწყვეტილება ქართული წარმოშობისრუსეთის მოქალაქეებისათვის ქონებასთან დაკავშირებულ დავებში მონაწილეობისაკრძალვის შესახებ ამის ერთერთი უახლესი მაგალითია და კიდევ უფრო ამძიმებსვითარებას. ამ ფაქტს სულ მცირე, აშკარა ეთნიკური დისკრიმინაცია შეიძლებაეწოდოს (რადიო „ეხო მოსკვი“–ს რუსი კომენტატორი მატვეი განაპოლსკი თავისშეფასებებში გაცილებით უფრო მკაცრია).15დაკვირვებისა და შეფასების შემდგომ, დასავლეთმა მოქმედების პრო–აქტიურრეჟიმში გადაინაცვლა, „ახალი სინამდვილის“ გათვალისწინებით და კონფლიქტისსხვადასხვა დონეზე აქტიურობის განსაზღვრის მცდელობით.სახელმწიფოთა შორის დონეზე, აშშ–სა და ევროკავშირის მიდგომა (ერთის მხრივ,რუსეთის და მეორეს მხრივ, საქართველოსადმი) მგავსია, მიუხედავად ქვემოთმოყვანილი რიგი განსხვავებებისა. ორივე აშკარა მხარდაჭერას უცხადებსსაქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ამავდროულადგამოხატულია ‘არაღიარების’ პოლიტიკის გატარებაში. ორივე გმობს რუსეთისგადაწყვეტილებას და ქმედებებს საქართევლოს წინააღმდეგ. აშშ-ს ახალმა, ობამასადმინისტრაციამ, ისევე როგორც ‘ლისაბონის შემდგომმა’ ბრიუსელმა, მოსკოვთან„გადატვირთვის“ პოლიტიკა გამოაცხადეს, რათა მზარდი დაძაბულობა შეეკავებინათდა ურთიერთობები მშვიდობიან ჩარჩოში დაებრუნებინათ, ორმხრივად მომგებიანითანამშრომლობის სარგებლიანობაზე აპელირებით. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკა უფრო მოქნილია, აღიარებს რა საერთაშორისო წყობის‘მრავალპოლუსიანობას’ (რაც 2003 წლის ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიაშიარის გათვალისწინებული).16 მეტიც, ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსრუსეთთან „სამუშაო“ თუ „მეგობრული“ ურთიერთობის და ორმხრივად მომგებიანითანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, (ძირითადად ენერგეტიკისსფეროში). შესაბამისად, ევროპის შემთხვევაში, რუსეთთან შერჩეული პოლიტიკაახლებურ პარადიგმას არ წარმოადგენს. აშშ–ს ადმინისტრაციის მხრიდან კი„გადატვირთვის“ ღილაკზე ხელის დაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მკვეთრადგამოხატული ჟესტი იყო. რუსეთის მიწვევა ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსისლისაბონის სამიტზე და მისთვის ურთიერთობების ‘თავიდან დაწყების’ შეთავაზება15 Matvei Ganapol’ski “Nevozmozhnoe proizoshlo: Rossija I Abkhazia official’no vveli fashizm”,14 January, 2011,ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://echo.msk.ru/blog/ganapolsky/741745-echo/page/3.html16 A Secure Europe in a Better World, European Security Strategy, Brussels, 12 December, 2003.ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://www.consilium.europa.eu/uedocs/cmsUpload/78367.pdf 8
  9. 9. ამ საერთო დასავლური პოლიტიკის ნაწილად აღიქმება.17 მაგრამ ამ ფონზემნიშვნელოვანია ის, რომ ძირითადი პრინციპები და პოზიციები უცვლელია.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეები (დასავლეთ და რუსეთი)ერთგვარად ‘შეთახმდნენ’ ‘უთანხმოებაზე’ საქართველოსთან (და მასში მიმდინარეკონფლიქტებთან) დამოკიდებულების საკითხში, სადაც დიამეტრალურადგანსხვავებული პოზიციების გამო კომპრომისი მიუღწეველია.მეტიც, აშშ–სა და საქართველოს შორის გაფორმდა „სტრატეგიული პარტნიორობისქარტია,“18 რაც თანდათანობით ურფო სრულ ფორმას იძენს. თეთრი სახლი, შესაძლოანაკლებად ხმამაღლა, ვიდრე რესპუბლიკური ადმინისტრაციის დროს, მაინცთანამიმდევრულად და მიზანმიმართულად აგრძელებს საქართველოსსუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უცვლელი მხარდაჭერისპოლიტიკას. გარდა რუსეთისათვის ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისშერულების აუცილებლობის შეხსენებისა და ‘არაღიარების’ პრინციპისერთგულებისა, აშშ სახელმწიფო მდივანმა საქართველოს სეპარატისტულირეგიონების მიმართ გამოიყენა ტერმინი ‘ოკუპაცია,’ რაც მნიშვნელოვანიდიპლომატიური ნაბიჯია, (აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინის გამოყენებაგულისხმობს ოკუპანტის მიერ საერთაშორისო სამართალში გაწერილივალდებულებების შესრულების აუცილებლობის აღიარებასაც).ევროპელები, ტრადიციულად უფრო ფრთხილები და დელიკატურები არიანგამოსვლებში. თუმცა აქაც ბოლო პერიოდში რიგ განცხადებებში გაჩნდა ტერმინები„ოკუპაცია“19 და „ოკუპირებული ტერიტორიები.“20 „არაღიარების“ პოლიტიკა დასაქართევლოს დამოუკიდებლობისადმი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობისადმი პატივისცემა დასტურდება ყველა დონეზე. ამავდროულად, 2008წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაღრმავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორისთანამშრომლობა. 2010 წლის ივლისში მოლაპარაკებები დაიწყო„ასოცირებულიშეთანხმების“ შესახებ; მიღებულ იქნა კონკრეტული ზომები გადაადგილებისგასაადვილებლად და ვაჭრობის წასახალისებლად. ურთერთობების ამ ფორმატს,სამომავლოდ, უნდა მოჰყვეს საქართველოს უფრო მჭიდრო პოლიტიკური და17 Nato and Russia promise a fresh start at Lisbon Summit, BBC News, 20 November, 2010http://www.bbc.co.uk/news/world-europe-1179909718 The US – Georgia Charter on Strategic Partnership, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:http://www.america.gov/st/texttrans-english/2009/January/20090109145313eaifas0.2139093.html19 ევროპული პარლამენტის 2011 წლის 20 იანვრის რეზოლუცია შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირისსტრატეგიის თაობაზე (2010/2087(INI)) http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//TEXT+TA+P7-TA-2011-0025+0+DOC+XML+V0//EN&language=EN20 Stephan Fule, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის განხილვისას ქართულ დელეგაციასთან2010 წლის დესემბერში, ევროკავშირი–საქართველოს მოლაპარაკებანი ბრიუსელში, 2010 წლის 8დეკემბერი, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://civil.ge/eng/article.php?id=22941 9
  10. 10. ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ დადებისპერსპექტვით.კონფლიქტის „საერთაშორისო“ განზომილებაში განხილვისა და რიგი გარემოებებისცვლილების ფონზე, ერთგვარად შესუსტდა ქართულ–აფხაზური შემადგენელზეაქცენტირება. ის საერთაშორისო პროექტები, რაც ნდობის აღდგენასა და კონფლიქტისზონაში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად,კვლავაც გრძელდება, მაგრამ ფაქტობრივად მათი განხორციელება შეფერხებულიაადგილზე შექმნილი „ახალი სინამდვილით.“ ახლო მომავალში პოლიტიკურიგარღვევის პერსპექტივის არარსებობისა და რეგიონ(ებ)ში რუსული გავლენის ზრდისფონზე, დასავლეთი ცდილობს ჩართულობის ისეთი სტრატეგია შექმნას, რაც ჩიხშიმოქცეულ პოლიტიკურ პროცესს ჩამოშორდება, მაგრამ არც საერთაშორისოვალდებულებების იგნორირებას მოახდენს.„არაღიარება და ჩართულობა“ და აფხაზეთის დეიზოლაციის პერსპექტივებიეფექტური პრო–აქტიური მიდგომის ძიებაში, დასავლეთში გაჩნდა „არაღიარებისა დაჩართულობის“ კონცეფცია, რომლის მიზანიცაა, ორი პრინციპის კომბინირების გზითაფხაზეთის ‘იზოლაციიდან’ გამოყვანა. ვიდრე კონცეფციის დეტალურ განხილვასშევუდგებოდეთ, შემდგომი ფაქტორები უნდა აღინიშნოს:პირველი: იმ შემთხვევაშიც, თუ აფხაზური მხარე მოიაზრებს მოსკოვს, როგორცსტრატეგიულ პარტნიორს და გარე სამყაროსთან წვდომის „ერთადერთ“ გზას (ახდენსრა თბილისის, როგორც ალტერნატივის იგნორირებას), ის, რასაც მოვიხსენიებთტერმინით „იზოლაცია,“ ფაქტობრივად აღწერს არსებული მდგომარეობას, როდესაცაფხაზეთი გახსნილია მხოლოდ რუსეთისათვის.მეორე: ქვემოთ, „არაღიარებისა და ჩართულობის“ დასავლური პარადიგმისგანხილვისას მთავარ მოთამაშედ ძირითადად ევროკავშირს განვიხილავთ, იქიდანგამომდინარე რომ აშშ, ერთის მხრივ, ყოველთვის ნაკლებად იყო ჩართულიადგილზე მიმდინარე პროცესებში და, მეორეს მხრივ, თეთრი სახლისადმინისტრაცია საკუთარ პოზიციას სხვაგვარად აყალიბებს.21მესამე: მიუხედავად იმისა, რომ ხაზგასმულია ევროკავშირის, როგორც„არაღიარებისა და ჩართულობის“ პროგრამის ძირითადი გამტარებლის როლი,მოკლედ განვიხილავთ სხვა ორ დოკუმენტსაც, ვინაიდან ევროკავშირის სტრატეგიაჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. შესაბამისად, ამ ორი დოკუმენტის განხილვა21 აშშ შეფასების ოფიციალური ვერსიისათვის იხილეთ აშშ სენატში ინიციირებული საქართველოსშესახებ რეზოლუციის პროექტი, 2010 წლის 10 დეკემბერი, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:http://www.civil.ge/eng/article.php?id=22951&search=US engagement Abkhazia 10
  11. 11. აადვილებს ევროკავშირისეული კონცეფციის აღქმას და მასთან დაკავშირებულიიურიდიული, პრაქტიკული თუ სხვა შესაძლებლობებისა და საფრთხეებისშეფასებას.2010 წლის იანვარში, საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა „სახელმწიფო სტრატეგიაოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით.“22მოცემული დოკუმენტი მომზადდა დასავლელ ექსპერტებთან და ინსტიტუტებთანმჭიდრო თანამშრომლობით და მათი რჩევების საფუძველზე. მნიშვნელოვანი იყო ამპროცესში ევროკავშირის განსაკუთრებული წარმომადგენლის ოფისის,23 ისევეროგორც ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და საერთაშორისოორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობა. სტრატეგიამ პოზიტიურიგამოხმაურება ჰპოვა დასავლურ წრეებში, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან დაშეფასებული იქნა, როგორც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და„მოსახლეობის ინტერესებზე“ ორიენტირებული მრავალი კონსტრუქციულიწინადადების შემცველი დოკუმენტი. სტრატეგია თანხვედრაში იყო ევროკავშირის„არაღიარებისა და ჩართულობის“ მიდგომასთან.24 დასავლურმა საზოგადოებამმოიწონა სტრატეგიაში ქართული მხარის მიდგომა ‘სუვერენიტეტის’ პრინციპთანმიმართებაში, რაც ტერიტორიაზე კონტროლის გარდა, იქ მცხოვრებ მოსახლეობაზეპასუხისმგებლობის აღებას გულისხმობდა. “კეთილი ნების“ გამოხატვის გარდა,სტრატეგია ერთგვარად ასახავს ქართული მხარის მიერ ქმედითი ნაბიჯებისგადადგმის აუცილებლობის გაცნობიერებას, ნაცვლად „სტრატეგიულიმოთმინებისა,“ თუ ეს უკანასკნელი მოცდის რეჟიმში ყოფნას და შესაბამისად,რეგიონის „იზოლირებულად“ ანუ, სავარაუდოდ სრული „რუსიფიკაციის“ საფრთხისწინაშე დატოვებას გულისხმობს.სტრატეგია განსაზღვრავს თანამშრომლობის რამოდენიმე სფეროს, როგორიცააეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა და განათლება,გადაადგილების თავისუფლება, ინფორმაციის თავისუფალი წვდომა, კულტურულიმემკვიდრეობა და იდენტურობა. სამოქმედო გეგმა,25 რომელიც სტრატეგიისგამოქვეყნებიდან ნახევარ წელიწადში შემუშავდა, მოიცავს ქართული მხარის მიერშეთავაზებული „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ პოლიტიკისგანხორციელების პრაქტიკულ ზომებს. გამოიყო ოთხი სამუშაო მიმართულება დაშემუშავდა შვიდი სამოქმედო ინსტრუმენტი. სამოქმედო გეგმა განსაკუთრებითმნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩართულობას „მოსახლეობასთან, მათი კეთილდღეობის22 http://www.smr.gov.ge/uploads/file/SMR-Strategy-en.pdf23 პიტერ სემნების 17 იანვარს წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც მან ისაუბრა ახლოთანამშრომლობაზე და შეაფასა საქართველოს მთავრობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.24 Cathrin Ashton, 8 July, 2010 http://www.mfa.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=30&info_id=1231525 სამოქმედო გეგმა ჩართულობისათვის (ინგლისურად), ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:http://www.civil.ge/files/files/AP-en.pdf 11
  12. 12. გაუმჯობესების, იზოლაციის შემცირების, პიროვნებისა და რეგიონულიუსაფრთხოების დაცვისათვის.“ მოცემულ ნაშრომში სამოქმედო გეგმას დეტალურადარ განვიხილავთ, თუმცაღა, აღსანიშნავია, რომ აფხაზური (და ოსური)მხარეებისათვის არც ისე მიმზიდველი ოფიციალური ენისა და ტერმინოლოგიისმიღმა, ბევრი საკმაოდ მოქნილი და განსახილველად ღირებული წინადადებააწამოყენებული.ქართული სტრატეგიის გახმოვანების პარალელურად, ევროკავშირის საბჭოსპოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო პიტერ სემნების მიერინიციირებული ორი შიდა დოკუმენტი (2009 წლის დეკემბერში). ერთ–ერთიმათგანი ეხება საქართველოში, კონფლიქტურ ზონებში „არაღიარებისა დაჩართულობის“ პოლიტიკას. ეს დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა,თუმცაღა, ევროკავშირის ოფიციალური პირების შემდგომი განცხადებები, ისევეროგორც ამ დოკუმენტებისა და ქართული სტრატეგიის დროში, ტერმინოლოგიაში,პრინციპებში და აქტორებში (ევროკავშირის მხრიდან) თანხვედრა გვაძლევსსაფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ამ დოკუმენტებს შორის მჭიდრო შინაარსობრივითანხვედრაც არის, თუნდაც განსხვევებული ფორმულირებით.გარდა ამისა, 2010 წლის მაისში ორმა ამერიკელმა ექსპერტმა – ალექსანდერ ქულიმდა ლინკოლნ ა. მიტჩელმა წამოაყენეს მსგავსი კონცეფცია აფხაზეთისა და „ევრაზიისარაღიარებული სახელმწიფოებისათვის“, რომელსაც „ჩართულობა აღიარების გარეშე“უწოდეს, თუმცაღა ეს უკანასკნელი წმინდა სამეცნიერო ხასიათის ნაშრომია (და არაპოლიტიკური დოკუმენტი). ოდნავ განსხვავებული დასახელების მქონე ესკონცეფცია მსგავს ხედვას გვთავაზობს აშშ და ევროკავშირის მიერ გასატარებელიპოლიტიკის თვალსაზრისით, მოიცავს რა არაღიარებისა და ჩართულობისელემენტებს, (განახლებული გამოცემა გამოქვეყნდა 2010 წლის ოქტომბერში).26კონცეფცია ეფუძნება კონფლიქტის მოგვარების ძალზე მცირე ალბათობის აღიარებასმოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში. შესაბამისად, ავტორთა მოსაზრებით,რაც უფრო დიდხანს რჩება დასავლეთი უმოქმედოდ, მით უფრო მტკიცე ხდებააფხაზეთის კავშირი რუსეთთან. თბილისი კი, როგორც ალტერნატივა, უარყოფილია.ავტორები სტრატეგიული და ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე,მიიჩნევენ, რომ დასავლეთი უნდა გააქტიურდეს და კონფლიქტური ზონებისმოსახლეობას გარკვეული დერეფნები გაუხსნას ევრო–ატლანტიკურ სამყაროსთანსაურთიერთოდ, რათა ადგილობრივ მაცხოვრებლებს წარმოდგენა შეექმნათდასავლური ღირებულებებისა და დასავლური ცხოვრების წესის შესახებ.არაღიარების პრინციპის დაცვის პირობებში, კონცეფცია კონფლიქტის მოგვარების26 Alexander Cooley and Lincoln L. Mitchel, Engagement without Recognition: A New Strategy toward Abkhaziaand Eurasia’s Unrecognized States, The Washington Quarterly • 33:4, October 2010, გგ. 59-73 12
  13. 13. ალბათობის თანდათანობით გაზრდის საშუალებად ჩართულობას მოიაზრებს.მეტიც, ავტორების აზრით, მათი კონცეფცია „საქართველოს გაერთიანების იმედისშესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალია,“ მიუხედავად იმისა, რომ ელიან ასეთიკონცეფციის განხორციელებისადმი გარკვეულ წინაამღდეგობას ქართული მხრიდან.ლოგიკა შემდეგია: პოლიტიკის გატარება უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობისგარეშე (რაც, ავტორთა აზრით, გამოიწვევს ქართული მხარის წინააღმდეგობას), დამაშინ, როდესაც აფხაზეთი აღიქვამს დასავლეთს, როგორც რუსეთზედამოკიდებულების რეალურ ალტერნატივას, „საშუალო ვადიან პერსპექტივაში...კონტაქტების ხარისხი და რაობა შეიძლება ოდნავ შესწორდეს და გაითვალისწინოს,ან თუნდაც პირდაპირ დაუკავშირდეს, სტატუსის საკითხებს და საქართველოსთანშერიგებისკენ მიმართულ ინიციატივებს.“27კონცეფციის ფარგლებში, გათვალისწინებულია აფხაზეთში მცხოვრებთაგადაადგილების გაადვილება, მათთვის საზღვარგარეთ განათლების მიღებისსაშუალებების შეთავაზება, მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირები შავი ზღვისრეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ტურისტული, ფინანსური დასამოქალაქო ურთიერთობანი ევროპასა და ამერიკასთან. ნაშრომის ფარგლებშინავარაუდევია მრავალი შეუთავსებლობა სამართალთან, თუმცაღა ავტორებიშემოქმედებითი გადაწყვეტილებების მოძიების შესაძლებლობას ხედავენპოლიტიკური სტატუსის საკითხთან გამიჯვნისა და არაღიარების პოლიტიკისდაცვის პირობებში.უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მოცემულიკონცეფცია ევროკავშირის დოკუმენტებისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა.28ევროკავშირის „არაღიარება და ჩართულობა“ევროკავშირის ოფიციალური სტრატეგია „არაღიარება და ჩართულობა“ ჯერ არჩამოყალიბებულა და გასაჯაროვებულა. პროცესს ევროკავშირის განსაკუთრებულიწარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხელძღვანელობს. უნდა აღინიშნოს, რომუკანასკნელის პოზიცია მალე გაუქმდება29 ევროკავშირის საგარეო საქმეთა დაუსაფრთხოების პოლიტიკის უზენაესი წარმომადგენელის ქეთრინ ეშტონისგადაწყვეტილებით, რომელიც მიზნად ისახავს ბრიუსელის წარმომადგენლობისუკეთ კოორდინირებასა და ეფექტურობის გაზრდას. შესაბამისად, გაურკვეველია,თუ ვინ და როგორ, თუ საერთოდ, განავითარებს შემდგომში ამ კონცეფციას. მაგრამ27 Alexander Cooley.., იგივე ნაშრომი. გვ. 6928 ავტორის მიერ ევროკავშირის ოფიციალური პირებისათვის ჩამორთმეული ინტერვიუები29 2011 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით 13
  14. 14. კულუარებში, ოფიციალურ, სამეცნიერო და საექსეპრტო წრეებში, კონცეფცია უკვესაკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბჭობის საგანი გახდა. ევროკავშირისსტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტის მიერ ევროკავშირის განსაკუთრებულწარმომადგენელთან ერთად მოწყობილ სემინარზე „ევროკავშირის არაღიარებისა დაჩართულობის პოლიტიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“ სამოცდაათამდესაერთაშორისო ექსპერტმა განიხილა პოლიტიკის იურიდიული, ეკონომიკური,საზოგადოებრივი, პოლიტიკური და პრაქტიკული მახასიათებლები. ვინაიდანშეხვედრა „ჩეტჰემ ჰაუსის“ (Chatham House) წესებით შედგა, პროტოკოლი არგამოქვეყნებულა. თუმცაღა, მონაწილეთა გადმოცემით, ზოგადი ხედვების გარდა,მოსაზრებები პრაქტიკულ საკითხებზეც გაიყო.30 შესაძლებელია, რომ ამმოსაზრებათა ნაწილი მაინც აისახოს ევროკავშირის სტრატეგიაში, რომელზეცგრძელდება მუშაობა. პიტერ სემნებიმ, 2011 წლის 17 იანვარს წარმოთქმულ სიტყვაშითავადვე ნაწილობრივ გაახმოვანა ძირითადი ხედვა, გარკვეული მოსაზრებები დამოტივები, რასაც კონცეფცია ეყრდნობა .31უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირისათვის გამოწვევას წარმოადგენს დამყარებულიმშვიდობის არადმგრადობა, ისევე როგორც ადგილზე შექმნილი ვითარებაუსაფრთხოების თვალსაზრისით. სემნების განცხადებით, „ევროკავშირი ვერდაუშვებს მის უშუალო სამეზობლოს რუკაზე თეთრი ლაქებისა თუ შავი ხვრელებისარსებობას.“ არაგამჭვირვალე ანკლავები დიდი ოდენობით კონტრაბანდის,ტრეფიკინგისა და კორუფციის თავშესაფარი შეიძლება გახდეს, რაც რისკისშემცველია ევროპის უსაფრთხოებისათვის.მეორეს მხრივ, განიხილება ევროკავშირის პოლიტიკური ინტერესები. არსებულიმდგომარეობის ევროკავშირისეულ შეფასებაში, „სეპარატისტული რეგიონები“ სულუფრო უახლოვდება და დამოკიდებული ხდება რუსეთზე, შორდება რასაქართველოს. ამ თვალსაზრისით, განცხადება საკმაოდ პირდაპირია: „აფხაზეთისადა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებში ჩართვა...მისცემს ევროკავშირს საშუალებას გახსნას ეს ტერიტორიები, გაზარდოს საკუთარიწონა და სამოქმედო ბერკეტები, გახდეს გაბატონებული პრორუსული ორიენტაციისალტერნატივა, და, საბოლოო ჯამში, მიუახლოვდეს კონფლიქტების მოგვარებას.“ ამგანცხადებით, ევროკავშირი აღიარებს პოლიტიკური პროცესის სირთულეს დაშეწუხებულია იმ ფაქტით, რომ ჟენევის მოლაპარაკებების გარდა, რაც მხარეთა შორისურთიერთობის ძირითადი საშუალებაა, მათ შორის კონტაქტები მწირია. ევროპულიფასეულობების გავრცელებისა და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები30 შეკრების ზოგიერთი მონაწილის ინტერვიუ31 პიტერ სემნების გამოსვლა ევროსაბჭოს ეროვნული ასამბლეის წინაშე, პარიზი, 2011 წლის 17 იანვარი“ჩართულობის, დიალოგისა და თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ რუსეთ–საქართველოსომის შედეგების უგულებელსაყოფად: მომავლისკენ მიმართული მიდგომა” 14
  15. 15. ადამიანების „ევროპული“ თვითიდენტიფიკაციის წახალისებით, ევროკავშირიიმედოვნებს დაუახლოვოს ერთმანეთს კონფლიქტის შედეგად გახლეჩილისაზოგადოებები, მათი მსოფლმხედველობა და ინტერესები და ამით, აღადგინოსურთიერთობები, ნდობა და თანამშრომლობა..აქაც, ჩართულობა და დიალოგი, (რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირის„ჩართულობის“ სტრატეგიის მსგავსად), განიხილება, როგორც ეფექტური „რბილიძალა“ მდგრადი შედეგების მისაღწევად, იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკა მიღებულიიქნა ყველა მხარის მიერ.განხცხადება განსაზღვრავს „არაღიარებასა“ და „ჩართულობას“, როგორც კონცეფციისორ დედაბოძს, რომლებიც ერთი მეორის გარეშე „წარმოუდგენელია.“ ამასთან ამ ორიპრინციპის კომბინირება განიხილება იმ ჩარჩოდ, რომლის ფარგლებშიცშესაძლებელია მოიძებნოს ურთიერთობისათვის პოლიტიკური და სამართლებრივისივრცე.სამართლებრივი და პრაქტიკული დაბრკოლებებიმიუხედავად იმ შესაძლებლობების მრავალფეროვნებისა, რასაც ჩართულობისკონცეფცია მოიაზრებს, ბალანსის შენარჩუნება ამ ორ პრინციპს შორისსაერთაშორისო სამართალთან კონფლიქტის გარეშე საკმაოდ რთულია. ერთ–ერთდაბრკოლებად შესაძლოა განიხილულ იქნას აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვისსამგზავრო დოკუმენტების საკითხი. თუკი ჩართულობის პოლიტიკაგანხორციელება, გარუკველველია, რა ტიპის სამგზავრო საბუთებით უნდაისარგებლონ კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებმა იმ პირობებში, როცა აფხაზურიმხარე კანონიერ ქართული პასპორტებს უარყოფს, დე–ფაქტო ხელისუფლების მიერგაცემული პასპორტები არავალიდურია და ვერ იქნება აღიარებული, უკანონოდგაცემული რუსული პასპორტები არ დაიშვება, ხოლო განსაკუთრებული საშვებისსაკითხი ჯერაც კამათიც საგანია, (ნეტრალური საბუთების იდეა წამოყენებულ იქნაქართული მხარის მიერ და ამჟამად განიხილება საერთაშორისო დონეზე, მაგრამრამდენად მისაღები გახდება ეს წინანდადება აფხაზური/რუსული მხარისათვის,უცნობია). შესაბამისად, ძნელია ერთ პრინციპზე დაყრდნობით მოქმედება მეორისშეულახავად.კონფლიქტის მხარეთა პოზიციებმა დამატებითი დაბრკოლება შეიძლება შექმნას.ზოგადად, კონცეფცია კონფლიქტის ორი ძირითადი მხარისათვის, ქართველებისა დააფხაზებისათვის, მისაღები უნდა იყოს, მაგრამ თითოეულს მის განხორციელებასთანდაკავშირებული განსხვავებული პრეფერენციები და ინტერესები აქვს, რაც მეორემხარისათვის მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს. 15
  16. 16. აფხაზური მხარისათვის ევროკავშირის უშუალო ჩართულობა მისაღები უნდა იყოს,რამდენედაც პოლიტიკა მიმართულია ადგილზე ჰუმანიტარულ მდგომარეობისგაუმჯობესებისაკენ. ხალხს მიეცემა საშუალება გაიმჯობესოს ცხოვრების დონე დაამის უარყოფა რთულია. თუმცაღა, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომნებისმიერი უშუალო ურთიერთობა ევროკავშირთან ჩართულობის პოლიტიკისფარგლებში, თუკი არ იქნა თბილისთან კოორდინირებული, აფხაზურიპოლიტიკური ელიტისა თუ საზოგადოების მიერ წარმოჩინდება როგორც დე ფაქტოაღიარება და სელს შეუწყობს ე.წ. „მცოცავი“ აღიარების იმედების გაღვივებას.მოსკოვის ჩაშლილი მცდელობის შემდეგ, მოეპოვებინა საკუთარიგადაწყვეტილებისათვის საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის სამეზობლოშისავარაუდო მოკავშირეებისაგან, აფხაზეთმა ერთგვარად უხერხულ ‘სამთასამეგობროში’ ამოჰყო თავი: ლათინური ამერიკის ანტიამერიკულად განწყობილინიკარაგუა და ვენესუელა გაურიგდნენ რუსეთს და აღიარების სანაცვლოდორაზროვანი ეკონომიკური და სამხედრო დივიდენდები მიიღეს, ხოლო შორეულიწყნარი ოკეანის კუნძული ნაურუსათვის, დიდი ალბათობით, იმდენადვე ცნობილიაშავი ზღვის რეგიონი, რამდენადაც ამ რეგიონში სმენიათ ნაურუს შესახებ.შესაბამისად, არსებული მდგომარეობა აფხაზური მხარისათვის, სავარაუდოდ,სასურველისაგან საკმაოდ შორს არის. გარდა ამისა, დასავლური ჩართულობისდაკავშირებამ მომავალში აღიარების პერსპექტივებთან, შესაძლოა აფხაზურ მხარესცრუ იმედები გაუჩინოს და ქართული მხარის გაღიზიანება გამოიწვიოს, რაცსაბოლოო ჯამში მეტად გააღრმავებს განხეთქილებას.ქართულ მხარისათვის სწორედ ზემოთ აღწერილი ალბათობა წარმოადგენსევროკავშირის უშუალო ჩართულობასთან დაკავშირებულ მთავარ გამოწვევას. ამშემთხვევაში, საფრთხის მომცველია არა მხოლოდ აფხაზური მხარის მიერჩართულობის სასურველი ინტერპრეტაცია, არამედ მოსალოდნელი კონკრეტულიძალისხმევებიც, რასაც სავარაუდოდ აფხაზური მხარე რუსეთის დახმარებითმიმართავს ამ პოლიტიკის დროთა განმავლობაში რეალურ აღიარებადგარდასაქმნელად. გარდა ამისა, თბილისი შიშობს, რომ წინაპირობების გარეშემოქნილობა შეიძლება საკუთარი პოლიტიკური, უსაფრთხოების თუ ჰუმანიტარულიინტერესების სრულ იგნორირებად დაუჯდეს, რამდენადაც ამ შემთხვევაში აფხაზურმხარეს შეუმცირდება ან სულაც გაუქრება თბილისთან რაიმე ტიპის დიალოგისმოტივაცია. ზოგიერთი მოსაზრებით, საფრთხეების ამგვარმა აღქმამ გამოხატულებაჰპოვა 2010 წლის 15 ოქტომბერს მიღებულ „ოკუპირებულ ტერიტორიებზესაქმიანობის წარმართვის წესების შესახებ“ დადგენილებაში, რომელიც სრულშესაბამისობაშია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სამართალთან, მაგრამ,არსებული ვითარების ფონზე, გარკვეულწილად შემოსაზღვრავს სივრცესსაერთაშორისო აქტივობებისათვის. მიუხედავად ამისა, თბილისი 16
  17. 17. დაინტერესებულია ხელი შეუწყოს საერთაშორისო ჩართულობას კონფლიქტისზონებში, მითუმეტეს თუ ეს ევროკავშირის ეგიდით განხორციელდება, იმშემთხვევაში თუ ეს ჩართულობა დაუკავშირდება სახელმწიფო სტრატეგიას, რაც,საბოლოოდ, საშუალებას მისცემს ქართულ მხარეს გაზარდოს მიმზიდველობა დამოტივაცია შეუქმნას აფხაზებს თანამშრომლობისათის, სამომავლოდ მაინც.რუსული მხარე შესაძლოა შეეწინააღმდეგოს ევროკავშირის ჩართულობას, სულმცირე იმ დონეზე მაინც, რამაც მის დომინანტურ გავლენას შეარყევს. შედეგად,შესაძლოა მივიღოთ „აკრძალული“ მიმართულებების ჩამონათვალი, დაწყებულიფიზიკური ჩართულობით, მათ შორის ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლოწარმომადგენლობასთან, როგორც რუსეთის თვითნებური სამხედრო ქმედებებზეერთგვარი მონიტორინგის ინსტრუმენტთან დაკავშირებით, დასრულებულიგარკვეული ეკონომიკური ურთიერთობებით, იმ შემთხვევაში თუ ის არ შეესაბამებარუსეთის ინტერესებს. ერთის მხრივ, თუკი რუსეთი საერთოდ დათანხმდებაევროკავშირის მონაწილეობას, უპირველეს ყოვლისა, ჩართულობის დონეგაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ამას ევროკავშირი მოიაზრებს (რომლისმიზანიცაა რუსული განზომილების სათანადო ალტერნატივის შექმნა). მეორეს მხრივკი, დიდი ალბათობით, რუსეთი ეცდება გამოიყენოს ევროკავშირის მონაწილეობასაკუთარი რეპუტაციის გამოსასწორებლად და ძალისხმევებს გააძლიერებსაფხაზეთის საერთაშორისო დე ფაქტო და დე იურე აღიარებისათვის.და ბოლოს, მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით, სავარაუდოდ,გაძნელდება ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი ქვეყნის მხარდაჭერის მიღება, მათიგანსხვავებული გამოცდილებისა და მდგომარეობასთან დაკავშირებული ხიფათებისგანსხვავებული ხედვების გამო. შესაბამისად, ჩართულობისა და არაღიარებისკონცეფცია უნდა ითვალისწინებდეს ყველა ამ დელიკატურ დეტალს, რაც,თავისთავად არის დასავლური პარადიგმისათვის ერთერთი მთავარი გამოწვევა.აღიარების გარეშე ჩართულობის პერსპექტივებიჩართულობის პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელიც დომინირებსთანამედროვე დასავლურ პარადიგმაში (არა მხოლოდ საქართველოსკონფლიქტებთან მიმართებაში), მაინც იკვეთება გარკვეული პერსპექტივებიდიალოგსა და საერთო ინტერესებზე დაყრდნობის შემთხვევაში.უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ევროკავშირის მიერ თბილისის გვერდისავლითა და მისი თანხმობის გარეშე საკუთარი არაღიარებისა და ჩართულობისსტრატეგიის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გატარების ალბათობა მცირეა, პირველრიგში, მის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ აღებულივალდებულებებიდან გამომდინარე, მეორეს მხრივ კი იმის გამო, რომ საქართველო 17
  18. 18. მოიაზრება, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელთანაც ევროკავშირსმზარდი ორმხირვი თანამშრომლობა აკავშირებს. აგრეთვე, სტრატეგიისგანხორციელება შეუძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მასში მონაწილეობაზეაფხაზები და რუსები იტყვიან უარს.შესაბამისად, ევროკავშირს შესაძლოა კომპრომისული გადაწყვეტილების ძიებადასჭირდეს. დღესდღეობით, მხარეთა პოლიტიკური პოზიციები და პროექტებიიმდენად შეუთავსებელია, რომ ამ თვალსაზრისით კომპრომისისათვის ადက

×