Oriflame. March - 2014

  • 94 views
Uploaded on

ორიფლეიმი - საქველმოქმედო აქციები

ორიფლეიმი - საქველმოქმედო აქციები

More in: Business
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
94
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2

Actions

Shares
Downloads
0
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. 3 მარტი - საქველმოქმედო აქცია ვეტერანი ქალბატონებისთვის დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ვეტერანთა კავშირის გამგეობის ინიციატივითა და კომპანია ორიფლეიმის თანადგომით, 3 მარტს ვეტერან ქალბატონებს საჩუქრად გადაეცათ ორიფლეიმის კორპორატიული აქსესუარების 51 სასაჩუქრე ნაკრები, (ხელთათმანები, შარფები,ხალათები,ჩანთებიდასაფულეები).
  • 2. ფონდი „იავნანას“ საიუბილეო საქველმოქმედო ღონისძიება ფონდი "იავნანა" 2014 წლის 3 მარტს 10 წლის გახდა. სწორედ ამ დღეს, ფონდმა დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა ყოველწლიური საიუბილეო მარათონი. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ვარსკვლავებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. გამომსვლელთა შორის იყვნენ მსოფლიო მნიშვნელობის არტისტები - პაატა ბურჭულაძე, ქეთი მელუა, ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნინო ქათამაძე, ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კიკაბიძე, ეკა მამალაძე, თეონა დვალი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიაზ დიასამიძე, გიორგი ცაგარელი, "მგზავრები", შვიდკაცა, სოფო ნიჟარაძე, ცისფერი ტრიო, ია შუღლიაშვილი, მარიკო ებრალიძე, მურმან ჯინორია, დავით ხრიკული, ლიზა რამიშვილი. 2014 წლის 3 მარტს სოციალურად დაუცველ 15 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა სახლის გასაღები. ფონდი მხარდამჭერებთან ერთად აგრეთვე, სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარება წარჩინებულ სტუდენტებს. ღონისძიების ფარგლებში, კომპანია ორიფლეიმმა საჩუქრები გადასცა 15 მრავალშვილიან ოჯახს.
  • 3. „წარმატებული ქალბატონები და ბავშვები“ 6 მარტს, სპეციალურად მიუსაფარ ბავშვთა აღსაზრდელებისათვის, სტუდია „გვირილას“ ორგანიზებით გაიმართა ინტეგრაციული ხასიათის მუსიკალური პროექტი „წარმატებული ქალბატონები და ბავშვები“, რომელშიც მონაწილება მიიღეს მიუსაფარ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებმა და საზოგადოებისცნობილმაადამიანებმა. ღონისძიება გაიმართა შარდენზე, კლუბში „ტერასა უნიკი“ პროექტის მიზანი იყო ბავშვების ფსიქოლოგიური რებილიტაცია, მათი მოტივირება ცხოვრებაში წინსვლისა და წარმატებისკენ, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში; ბავშვების გამოკითხვის შედეგად მომზადდა მათი რჩეული წარმატებული ქალბატონების სია. ვისთანაც ისინი ოცნებობდნენ პოდიუმზე გასვლას. ესენი იყვნენ: ინგა გრიგოლია, ეკა ბესელია, ნინო ქათამაძე, ქრისტი ყიფშიძე, ანი მიროტაძე, ივანა მელაი, ია ფარულავა, ქეთი ხატიაშვილი, ირინა ონაშვილი, სოფო ბედია, ნუკი კოშკელიშვილი, მანანამანია. ღონისძიების საპატიო ჟიური დაკომპლექტთა საზოგადოებისთვის ცნობილი მამაკაცებით,როგორებიც არიან: გივი სიხარულიძე, დათო ივანიშვილი, ტოლი ბოისა, ოთარ ტატიშვილი, ავთო ცქვიტინიძე,ზურა ცინცილაძე,გიასურამელაშვილი,მარკუს მეტრეველი. კომპანია ორიფლეიმი მონაწილეობას იღებდა ამ საქველმოქმედო ხასიათის პროექტში. ღონისძიების კომპანიამ დაასაჩუქრა როგორც პატარები, ასევე მათი რჩეული ქალბატონებიდა ჟიურის წევრი მამაკაცები.
  • 4. ღონისძიების მედია მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, TV3, მედია-კავშირი ობიექტივი, ჟურნალი „თბილისელები“...
  • 5. თბილისის ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი 15 მარტს, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, მხარდაჭერითა და საქართველოს პედაგოგ-ქორეოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით გაიხსნა თბილისის ბავშთა და მოზრდთა საერთაშორისო საბალეტო ქორეოგრაფიული ფესტივალი, რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას მიეძღვნა. ფესტივალის მიზანი იყო საქართველოში მოღვაწე ყველა კერძო თუ სახელმწიფო სკოლის და სტუდიის აღსაზრდელების საშემსრულებლო დონის ამაღლება და დახვეწა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია. ფესტივალში მონაწილეობდნენ: ადგილობრივი მოყვარული და პროფესიონალი მოცეკვავეები, აგრეთვე აზერბაიჯანის, თურქეთის, და სხვა ქვეყნებში მოღვაწე კოლექტივები და სოლო შემსრულებლები. ფესტივალის მონაწილე ბავშვებსა და ჟიურის წევრებს კომპანია ორიფლეიმმა გადასცა სასაჩუქრე ნაკრებები.